ჯანმრთელობა

რატომ სჭირდებათ ქალებს უფრო მეტი ძილი, ვიდრე მამაკაცებს?

რატომ სჭირდებათ ქალებს უფრო მეტი ძილი, ვიდრე მამაკაცებს?

საინტერესოა, ქალებს ნამდვილად სჭირდებათ მეტი ძილი, ვიდრე მამაკაცებს? დიახ, ქალებს უფრო მეტი ძილი სჭირდებათ, ვიდრე მამაკაცებს  და ეს მეცნიერულად დადასტურებულია.

დიუკის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ირკვევა, რომ თქვენს პარტნიორს ან ცოლს უნდა ეძინოს და თანაც თქვენზე მეტი, რადგან ქალები უფრო მეტად განიცდიან ჯანმრთელობის პრობლემებს ძილის ნაკლებობის გამო, ვიდრე მამაკაცები.

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ქალებისთვის ცუდი ძილი მკაფიოდ აისახება ფსიქოლოგიურ დისტრესთან და დეპრესიასთან“.

ძილის ექსპერტები აცხადებენ, რომ ძილის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ტვინს აღდგენის და გამოსწორების საშუალება მისცეს. ღრმა ძილის დროს ძალებს აღიდგენს ქერქი - ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია აზროვნებაზე, მეხსიერებაზე, მეტყველება და ა.შ.

რატომ სჭირდებათ ქალებს უფრო მეტი ძილი, ვიდრე მამაკაცებს?

"ქალების ტვინი მამაკაცებისგან განსხვავებული და გაცილებით რთულია, ამიტომ მათი ძილის მოთხოვნილება ოდნავ მეტია ხოლმე".

ასე რომ, სხვადასხვა თვალსაზრისით, დიახ, ქალების ტვინი უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცის ტვინი და, შესაბამისად, ქალებს მეტი დრო სჭირდებათ დასასვენებლად და ძალების აღსადგენად.

ყოველთვის, როცა მოელით, რომ ის ადრე გაიღვიძებს და თქვენს მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს, იქნებ თქვენ გამოიჩინოთ კეთილგანწყობა და მოუმზადოთ მას საუზმე, მოაწესრიგოთ სახლი, რაც მას ცხოვრებას ოდნავ გაუადვილებს.

დაიმახსოვრეთ, ის თქვენი პარტნიორია ყველაფერში და ეს მოიცავს მის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვას, რაც მისთვის საჭირო ძილის საშუალებას აძლევს.

ქალებს ხშირად უფრო დატვირთული გრაფიკი აქვთ.

ქალებს გაცილებით მეტი საქმე აქვთ - სამსახური, შვილები, სახლი, კერძების მომზადება, ოჯახის დანარჩენ წევრებზე ზრუნვა, რაც საკმაოდ  დამღლელი რუტინაა, ამიტომ ქალებს ესაჭიროებათ დამატებითი დრო დასვენებისთვის.

ქალები განიცდიან უამრავ ჰორმონალურ ცვლილებას.

ქალი მუდმივად განიცდის ჰორმონალურ ცვლილებებს. იქნება ეს მენსტრუაცია, ორსულობა თუ მენოპაუზა. ქალებს ყოველთვიურად უწევთ ფიზიკურ ტკივილსა თუ დისკომფორტთან გამკლავება, მხოლოდ ეს უკვე საკმარისი მიზეზია, რომ ქალს ოდნავ მეტი ეძინოს. გარდა ამისა, ქალები მეტად მიდრეკილნი არიან დეპრესიისა და შფოთვისკენ.

ბოლოსდაბოლოს, იყავით ჯენტლმენი და მიეცით საშუალება თქვენს პარტნიორს დაე, დაიძინოს!