სილამაზე

4 მარტივი გზა, როგორ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად ბოტოქსის გარეშე

4 მარტივი გზა, როგორ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად ბოტოქსის გარეშე

თანამედროვე სამყაროში შეგიძლიათ რადიკალურად შეცვალოთ თქვენი გარეგნობა და დამალოთ ის, რაც არ მოგწონთ. მაკიაჟით ლაქებს დამალავთ, სხვადასხვა ხრიკით შეგიძლიათ დიდი მკერდი გამოაჩინოთ და ა. აშ., მაგრამ არსებობს ერთი საერთო მტერი - დრო და ასაკი.

არაფერია იმაზე სევდიანი, ახალგაზრდობის სურათებს რომ ათვალიერებ და ერთმანეთს ადარებ შენს გარეგნობას წლების წინ და ახლა.

ადამიანებს გვინდა ყოველთვის ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ, თუმცა დრო მირბის, ჩვენ ვბერდებით, ასაკი გვემატება, თუმცა დაბერების შენელება ნამდვილად შესაძლებელია, თუ საკუთარ თავზე ზრუნვას დავიწყებთ და ვირწმუნებთ, რომ თავის მოვლა და საკუთარი თავის სიყვარული ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

რამდენი წლისაც არ უნდა ვიყოთ, ვიმსახურებთ გამოვიყურებოდეთ შესანიშნავად და თავი ვიგრძნოთ საუკეთესოდ.

წარმოგიდგენთ 4 მარტივ გზას, როგორ შეინარჩუნოთ სილამაზე და ახალგაზრდულობა ბოტოქსის გარეშე:

  1. უმჯობესია იყოთ სრული.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თუ 40 წელს გადააბიჯეთ და ზედმეტად გამხდარი ხართ, ეს უფრო მეტად გაუსვამს ხაზს თქვენს ასაკს, ნაოჭი გამხდარ სახეზე უფრო თვალშისაცემია. ასე რომ, მიირთვით ერთი ნაჭერი შოკოლადის ნამცხვარი და მიჰყევით დაბერების საწინააღმდეგო რუტინას.

  1. შეიღებეთ ფრჩხილები.

ასაკი მკვეთრად აისახება ხელებზე. ხრიკი, რომელსაც შეუძლია ხალხის ყურადღება გადაიტანოს იმაზე, რომ თქვენ უფრო ახალგაზრდა ხართ, არის ფრჩხილის ლაქის ტარება - განსაკუთრებით ეფექტურია წითელი ფერი. ასევე იზრუნეთ ხელების კანზე. ყოველ დილა-საღამოს დაიტენიანეთ სპეციალური საცხით.

  1. გამოკვეთეთ თვალები.

თვალები ერთ-ერთი პირველია, რაც ყველაზე სწრაფად გასცემს თქვენს ასაკს, ამიტომ გვერწმუნეთ, მხოლოდ პომადის ტარება არაა საკმარისი. მკვეთრი ფერის ჩრდილის წასმა ქუთოებზე არის ყველაფერი, რაც გჭირდებათ გასანათებლად.

  1. შეცვალეთ თმის საშრობი მზის სხივებით.

ყოველდღიურად თმის ელექტრო საშრობით გაშრობა ზიანს აყენებს თმებს. ის იწყებს ცვენას, სუსტდება და კარგავს ფერს, რაც თქვენს ასაკს კიდევ უფრო უსვამს ხაზს. სასურველია, თმა გაიშროთ მზეზე, ასე ის უფრო ჯანმრთელი და ბზინვარე იქნება.