სტილი

9 რჩევა, თუ როგორ ვიპოვოთ საკუთარი სტილი

9 რჩევა, თუ როგორ ვიპოვოთ საკუთარი სტილი

რაც არ უნდა მოწყვეტილი ვიყოთ მოდას, ჩვენი გარეგნობა და სტილი მნიშვნელოვანია და გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვგრძნობთ და აღვიქვამთ საკუთარ თავს. აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ ყველა წვრილმანს, რაც თავს კომფორტულად გვაგრძნობინებს. აქ მოცემულია რჩევები, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოხდენილად გამოიყურებოდეს:

  1. შარვლის სიგრძე



თუ თქვენ გადაწყვიტეთ ატაროთ კლასიკური, ვიწრო ჯინსის შარვალი, ყურადღება მიაქციეთ მის სიგრძეს. ჯინსის სიგრძე უნდა შეესაბამებოდეს ფეხსაცმლის ხაზს და მისი ბოლო მიწას არ უნდა ეხებოდეს.

  1. არასწორად შერჩეული და წასმული ტონალური



ტონალური კრემის შეძენისას დააკვირდით ფერს, რამდენად შეესაბამება ის თქვენს კანს. წასმისას მაქსიმალურად თანაბრად გადაინაწილეთ მთელ სახეზე და არ გამოკვეთოთ ყბის ზედა და ქვედა ნაწილები, ეს არც თუ ისე მომხიბლავია.

  1. დიდი ზომის პრინტები



გიგანტური, დიდი ზომის, ან თამამი პრინტები საკმაოდ პრეტენზიულია. გირჩევთ, რამე სადა და მოკრძალებული წარწერით ატაროთ მაისური ან ბლუზა.

  1. განსხვავებულად ჩაცმა



ის, თუ როგორ ვიცვამთ, ბევრ რამეს ამბობს ჩვენზე. სტილით ვგრძნობთ საკუთარ თავს და გამოვხატავთ ჩვენს პიროვნებას ყოველდღე, მაგრამ ხანდახან ისე ხდება, რომ ვიცვამთ ისეთ რამეს, რასაც ჩვეულებრივად არ ვატარებთ ხოლმე. ისმის კითხვა: რატომაც არა? - ფერებით, ფაქტურებით, შაბლონებითა და სიგრძეებით თამაში, შეიძლება კარგი გზა იყოს თქვენი ჩაცმულობის გასაუმჯობესებლად და ახალი და განსხვავებული სტილის აღმოსაჩენად.

  1. სტილი და სხეულის ფორმები



სწორი სამოსის პოვნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია თქვენი სხეულის ფორმის გათვალისწინება, რაც სამწუხაროდ ბევრმა არ იცის. სწორი ტანსაცმელი ხაზს უსვამს თქვენი სხეულის ფორმას. თუ თქვენ სწორად იცით თქვენი სხეულის ლამაზი ნაწილები, შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ მას.

  1. ჩაცმა და ასაკი



ლამაზად და მოხდენილად ჩაცმა ყველა ასაკში აქტუალურია, მაგრამ არსებობს რაღაც ასაკი, როცა მოკლე ტოპები და ტანზე მომდგარი შარვლები აღარ გვიხდება. ასაკის მატებასთან ერთად, სასურველია ჩაცმაში უფრო დახვეწილ და კლასიკურ სტილს მივანიჭოთ უპირატესობა. შეგვიძლია თამამად გამოვიყენოთ სხვადასხვა აქსესუარიც.

  1. არასწორი ფერების ტარება



არასწორი ფერების ტარება მოდის და სტილის უხეში შეცდომაა. ღია ყვითელი ან მკვეთრი ვარდისფერი, რომელიც თქვენს მეგობარს აცვია და ძალიანაც უხდება, შესაძლოა თქვენი ფერი სულაც არ იყოს. ყოველთვის ფრთხილად აარჩიეთ ფერები, ეს გადამწყვეტია თქვენი სტილის შერჩევაში.

  1. არასწორად შერჩეული სათვალე



ისევე, როგორც თქვენი სხეულის ფორმა, თქვენი სახის ფორმაც ასევე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სათვალის შერჩევისას თვენი სახის ოვალს. ნუ მოგერიდებათ ოპტიკის მაღაზიაში გაისინჯოთ რამდენიმე ჩარჩო, ის დაგეხმარებათ ზუსტად და სწორად შეარჩიოთ თქვენი სტილი და გამოხატოთ თქვენი პიროვნება.

  1. პატარა ბიუსტჰალტერი



სანამ ბიუსტჰალტერის ყიდვას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ზუსტად გერგებათ. თუ ის ძალიან მაღლა დგას და წინ ტოვებს სიცარიელეს, ან ძალიან ვიწროდ მოგეჩვენათ, უმჯობესია დააბრუნოთ თაროზე. მოირგეთ სხვადასხვა ზომა ან სთხოვეთ დახმარება კონსულტანტს. დარწმუნდით, რომ სწორ არჩევანს აკეთებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველი მისი ჩაცმისას დისკომფორტი არ აგცდებათ.