მშობლები

5 მიზეზი, რის გამოც დედები განიცდიან გადაჭარბებულ შფოთვას შვილის მიმართ

5 მიზეზი, რის გამოც დედები განიცდიან გადაჭარბებულ შფოთვას შვილის მიმართ

გაინტერესებთ როგორ ვნებს დედის შფოთვა შვილს? მაგრამ როგორ ეცვალოთ დამოკიდებულება და ისე აღზარდოთ შვილი, რომ იყოთ ფრთხილი, ყურადღებიანი, მაგრამ არა მშფოთვარე და შემაწუხებლად მზრუნველი დედა?

  1. თქვენც ასე გაიზარდეთ.

შფოთიანი ადამიანების დიდი უმრავლესობა ასეთივე მშობლების მიერაა გაზრდილი. მათთვის შფოთვა ნორმაა. ისინი მიჩვეულნი არიან სტრესის და აჩქარების შეგრძნებას და ყველაფრისთვის მომზადებას ძალიან ადრე იწყებენ, ამით საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ შეუძლიათ რამეზე კონტროლი. მშფოთვარე ადამიანისთვის ის, ვინც არ გეგმავს დღეს, უპასუხისმგებლო ან მოუმწიფებელია, რადგან ისინი აღიზარდნენ გარემოში, სადაც არაფერი იყო სპონტანური.

  1. თქვენი პარტნიორი არასრულფასოვანია.

არაორგანიზებული და ზარმაცი მამაკაცისა და შეშფოთებული, ზედმეტად ფუნქციური ქალის დაწყვილება ძალიან ხშირია. როდესაც მამაკაცი იქცევა „ბავშვივით“, ცოლი ხშირად ვერ ხედავს მის როლს ამ ქცევის გააქტიურებაში და თვლის, რომ ის არის „პრობლემა“. თუმცა, მისი გადაჭარბებული პასუხისმგებლობის გრძნობა და შფოთვა, ძალიანაც უწყობს ხელს მამაკაცს და ის თავს უფლებას აძლევს მოდუნდეს და ყველაფერი ცოლს გადააბაროს.

  1. თქვენს შვილს განსაკუთრებული საჭიროებები აქვს.

ბავშვებს, რომლებსაც დამატებითი დახმარება (იქნება ეს ემოციური მხარდაჭერა, თუ ფიზიკური) სჭირდებათ, მეტ ყურადღებას მოითხოვენ, რის გამოც დედები ძალიან შფოთავენ.

ბევრი დედა ღრმადაა დარწმუნებული, რომ ასეთი მშფოთვარე და ემოციური რომ არ იყოს, ვერასოდეს მიუხვდებოდა შვილს ავადმყოფობას. ასეთი დედები ვერ გაიხსენებენ თუნდაც ერთ ეპიზოდს, როდესაც მათი შფოთვა გადაჭარბებული ან თუნდაც საზიანო აღმოჩენილა.

  1. შფოთვა ხშირად ალიბია.

ადამიანებს ახსოვთ დრო, როდესაც მათ გააკეთეს სწორი ქცევა, არასწორი საქმის საწინააღმდეგოდ. დამამშვიდებელი და დამაჯერებელია ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადაამოწმეთ შვილის ზურგჩანთა მეორედ და ნახეთ ზედმეტი ნივთი, რომელიც არ გინახავთ პირველი შემოწმების დროს. ეს ერთგვარი ალიბია, რომ თქვენი შფოთვა სასარგებლოა და არასდროს არის ზედმეტი.

  1. თქვენ უარყოფთ მეუღლის შეხედულებას, რომ შეშფოთებული ხართ.

თუ თქვენმა პარტნიორმა აღნიშნა, რომ შეშფოთებული ხართ, ეს ერთგვარი სიგნალი უნდა იყოს თქვენი გონებისთვის.

თქვენი შვილები იმსახურებენ, დაარღვიოთ შფოთვის ციკლი და ასწავლოთ მათ, რომ სამყარო საინტერესო და მრავალფეროვანი ადგილია, სადაც ადამიანები უნდა ცდილობდნენ გააკონტროლონ თავიანთი გარემო მშვიდად და ზედმეტი ვნებათაღელვის გარეშე.

შფოთვის აღიარება და მისგან განთავისუფლება კი საუკეთესო გზაა თქვენი შვილების უფრო ბედნიერი და ჯანსაღი ცხოვრებისა და ურთიერთობებისთვის.