LIFE

Mastercard თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წარმდგენია

Mastercard თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წარმდგენია

5 ქართული ფილმი, რომელიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე აუცილებლად უნდა ნახოთ

უკვე 24 წელია, ქართველი და უცხოელი კინომოყვარულები მოუთმენლად ელიან საქართველოში წლის მთავარი კინომოვლენის დაწყებას - 26 ნოემბერს, თბილისის რიგით 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. წლევანდელი კინოფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ მაყურებლებს შეუძლიათ ნახონ ისეთი ცნობილი და გამორჩეული რეჟისორების ფილმები, როგორებიც არიან ვეიტ ჰელმერი, აკი კაურისმიაკი, პედრო კოშტა და სხვები. უკვე მეორე წელია, კინოფესტივალის წარმდგენია Mastercard, უნაღდო გადახდების გლობალური ლიდერი.



თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი განსაკუთრებული ყურადღებას აქცევს ქართულ კინოს და ყოველწლიურად, უკვე 24- წელია, მაყურებელს უახლეს ქართულ მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს წარუდგენს. გასაკვირი არ არის, რომ კინოფესტივალი ქართველი რეჟისორის, ნანა ჯორჯაძის ფილმმა „პეპლების იძულებითი მიგრაციამგახსნა. ასევე, კინოფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ბოლო პერიოდის გახმაურებული ქართული ფილმის, „შაშვი შაშვი მაყვლისჩვენებაც.

Mastercard წარმოგიდგენთ 5 ქართული ფილმს, რომლებიც თბილისის კინოფესტივალზე აუცილებლად უნდა ნახოთ:

  1. პეპლების იძულებითი მიგრაციანანა ჯორჯაძე, საქართველო, 2023

ესაა ფილმი დაუფასებელ და ნიჭიერ ხელოვან ადამიანებზე, მათ ბრძოლაზე აღიარებისთვის, ერთი თაობის ხელოვანების მიერ გადარჩენის გზების ძიებაზე. ფილმში შეხვდებით სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ქართველებს, რომელთა ნაწილიც, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. როგორც რეჟისორი თავად ამბობს: "ეს არის ჩემი ცხოვრება, ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სცენარი, სიუჟეტი და ყოველი ჩემი ნერვი ამ ფილმით ცოცხლობს"

  1. შაშვი შაშვი მაყვალი ელენე ნავერიანი, შვეიცარია/საქართველო, 2023 

მართალია ფილმის პრემიერა საქართველოში უკვე შედგა, თუმცა მაყურებელს კინოფესტივალის ფარგლებშიც შეუძლია იხილოს სურათი. ეს ნამდვილად ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ქართული ფილმია, რომელიც თანამედროვე ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს. ერთ-ერთი სცენარისტიც, თავად წიგნის ავტორია.

ამბავი პატარა ქართულ სოფელში მცხოვრებ, შუახნის ასაკის დაუქორწინებელ ეთეროზე გვიყვება, რომელსაც საკუთარი მაღაზია აქვს. ის ტკბება საკუთარი თავისუფლებით, სიმშვიდითა და მოპოვებული ძალაუფლებით, თუმცა მოულოდნელად დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა პერსონაჟის გეგმებს თავდაყირა აყენებს.

  1. დედა–შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელილანა ღოღობერიძე, საქართველო/საფრანგეთი, 2023

ეს დოკუმენტური ფილმი, რეჟისორმა დაკარგულ დედაზე გადაიღო. მთავარი გმირი, როგორც ლანა ღოღობერიძის ფილმებში გვხდება, ისევ ძლიერი ქალია. ეს ფილმი რეჟისორის დედაზე, ნუცა ღოღობერიძეზეა, თუმცა ეს ფილმი, თავად რეჟისორის ავტოპორტრეტიცაა.

ეს არის ფილმი ერთ ქალზე - დედაზე და ამავე დროს უმძიმეს ეპოქაზე, სადაც თითქოს ატმოსფეროს წყალობით იქმნება იმ დროის ხატი", - ამბობს რეჟისორი.

  1. ავტოპორტრეტი ზღვარზეანნა ძიაპშიპა, საქართველო, 2023

ეს ფილმი, ერთგვარად საქართველოსა და აფხაზეთის პერსონალური და პოლიტიკური ბიოგრაფიაა. დოკუმენტური ფილმის შთაგონების წყარო ქართულ-აფხაზური ოჯახის, თავად რეჟისორის ოჯახის ისტორიაა. საერთაშორისო დოკუმენტურ ფესტივალზე – “FRONTDOC”, ფილმი საუკეთესო საშუალომეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად დასახელდა.

  1. ლოტოზაზა ხალვაში, საქართველო, 2023

ეს არის შავ-თეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე –  ზაზა ხალვაში

"ლოტო - იგავი ზღვისპირა ქალაქზე" რეჟისორის უკანასკნელი ფილმია. სიუჟეტი ერთ ეზოში გადაღებულ ფერად ისტორიებს გვიყვება. რეჟისორი ფილმზე მუშაობის დასრულებამდე გარდაიცვალა. შემოქმედებით ჯგუფს გამოაკლდა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ზურაბ ქავთარაძეც. ფილმის გადაღება ოპერატორმა გიორგი შველიძემ, მონტაჟის რეჟისორმა ლევან კუხაშვილმა და რეჟისორის შვილმა, თამთა ხალვაშმა დაასრულეს.

ქართულ სექციაში, სულ წარმოდგენილია 4 სრულმეტრაჟიანი და 9 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. კინოფესტივალი კინოთეატრ „ამირანში“ 2 დეკემბერს გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურება.