ხელები ქალის (და არა მარტო) სავიზიტო ბარათია და მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თუ ზამთრის ცივ დღეებში ხელების სიმშრალე და აქერცლილი კანი გაწუხებთ, ჩვენ გასწავლით როგორ შეინარჩუნოთ რბილი და მოვლილი ხელები.
-
მარტივი მოვლა
ხელების ხშირი დაბანა პირადი ჰიგიენის აუცილებელი ნაწილია, მაგრამ ამან შეიძლება ხელები ძალიან გამოაშროს. ამიტომ დაიბანეთ ხელები ნაზი, დამატენიანებელი, ანტიბაქტერიული საშუალებით. მოერიდეთ მტვრიან ნივთებს ან ძალიან დაბინძურებულ ზედაპირებს, რათა თავიდან აიცილოთ კანის ალერგიული რეაქცია. ცივ ამინდში ატარეთ ნატურალური ქსოვილის ხელთათმანი.
-
აქერცვლა
გაუხეშებული ხელიდან მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად, სასურველია კვირაში ორჯერ ხელები ნაზი სკრაბით დაიმუშაოთ და შემდეგ ხელის ბალზამი ან დამატენიანებელი წაისვათ. ასე კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელ საშუალებას.
-
მზისგან დაცვა
ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ მზისგან დამცავ საცხს სახეზე, მაგრამ ხშირად გვავიწყდება ხელები. იმისთვის, რომ ხელები ნაადრევად არ დაბერდეს, გამოსავალი მზისგან დამცავი საცხის გამოყენებაა, ასე თავიდან ავიცილებთ ხელებზე პირდაპირ მზის სხივების ზემოქმედებას და დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნებთ ახალგაზრდულ კანს.
-
დატენიანება
დაიმახსოვრეთ, ხელების მუდმივი დატენიანება აუცილებელია. თუკი სადეზინფექციო სითხეებს ყოველდღიურად მოიხმართ, მოერიდეთ სპირტზე დამზადებულ ანტიბაქტერიულ საშუალებებს და თუ მისი გამოყენება მაინც მოგიწევთ, დღეში რამდენჯერმე დაიმუშავეთ ხელები დამატენიანებელი საცხით.
თემები: ხელები