ჯანმრთელობა

როგორ გავუმკლავდეთ ზამთრის ალერგიებს?

როგორ გავუმკლავდეთ ზამთრის ალერგიებს?

თუ მტვრის და სხვადასხვა მცენარის მიმართ ალერგიული ხართ, ზამთრის დადგომისთანავე ამოისუნთქებ, მაგრამ თუ გაქვთ ე.წ. შიდა ალერგია, მაგალითად ობზე და მტვრის ტკიპებზე, სიმპტომები ზამთარში უფრო მეტად შეგაწუხებ.

შიდა ალერგიის ზოგიერთი გავრცელებული მიზეზია:

  • მტვრის ტკიპები: ეს მიკროსკოპული ნაწილაკი ლეიბებსა და საწოლებში ჩნდება. როდესაც მათი ნარჩენები ჰაერში გადადის, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგია.

  • ობის სპორები: ეს სოკო ხარობს ნესტიან, ნოტიო ადგილებში, როგორიცაა სარდაფები და სველი წერტილები.

  • ცხოველები: ადამიანების უმეტესობას ალერგია არა უშალოდ ცხოველის ბეწვზე აქვს, არამედ ცილაზე, რომელიც გვხვდება შინაური ცხოველების ქერტლში, ნერწყვში და შარდში.

მტვრის ან ობის ალერგიის სიმპტომებია: ხველა, მუქი წრეები თვალების ქვეშ, ქავილი თვალებსა და ცხვირზე, სურდო, ცემინება, წყლიანი თვალები.

მაგრამ, როგორ განვასხვაოთ ერთანეთისგან გაციება, გრიპი და ალერგია?

გაციება ჩვეულებრივ 10 დღეზე მეტ ხანს არ გრძელდება. ალერგია შეიძლება გაგრძელდეს კვირების ან თვეების განმავლობაშიც კი. ასევე, გაციებასა და გრიპს ზოგჯერ აქვს ცხელება და ტკივილები, რაც ჩვეულებრივ არ ახასიათებს ალერგიას.

თუ თქვენი სიმპტომები ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, მიმართეთ ოჯახის ექიმს. ის გადაგამისამართებთ ალერგოლოგთან, რომელიც გკითხავთ ჯანმრთელობის ისტორიისა და სიმპტომების შესახებ და დაადგენს ხართ თუ არა ალერგიული.

ზამთრის ალერგიის მკურნალობა მოიცავს ანტიჰისტამინებს, რომლებიც ამცირებენ ცემინებასა თუ ქავილს და ასევე, იმუნოთერაპიას, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს თქვენი სიმპტომები უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე ალერგიის წამლებს.

დაიმახსოვრეთ, თქვენ არ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ალერგია. მაგრამ თუ იცით, რომ ალერგიული ხართ, შეგიძლიათ მიიღოთ ზომები მწვავე რეაქციის თავიდან ასაცილებლად:

  • სახლიდან მოიშორეთ საშხაპე ფარდები, შპალერი და ხალიჩები, რომლებსაც აქვთ ობი.

  • გარეცხეთ საშხაპეები და ნიჟარები ხსნარით, რომელიც შეიცავს 5% მათეთრებელს და სარეცხ საშუალებებს.

  • აკონტროლეთ ტენიანობა ოთახში. შეეცადეთ, რომ ის 50%-ზე დაბალი იყოს.

  • გამოიყენეთ HEPA ჰაერის ფილტრი ჰაერიდან მტვრის გასაწმენდად.

  • გარეცხეთ თეთრეული ცხელ წყალში მინიმუმ კვირაში ერთხელ.

  • გამოიყენეთ ანტიალერგიული გადასაფარებლები ლეიბებზე, ბალიშებზე და დივნებზე.

  • თუ თქვენს ოჯახში ვინმე ალერგიულია შინაური ცხოველის მიმართ და მაინც გსურთ იყოლიოთ შინაური ცხოველი, საუკეთესო არჩევანია იყოლიოთ ცხოველი დაბალი ბეწვით და ნუ მისცემთ მას საძინებელში დაძინების საშუალებას.