რა არის აუტისტური სპექტრი და როგორ ამოვიცნოთ ის ადრეულ ასაკში?
- 29.11.2023
აუტისტურ სპექტრთან დაკავშირებული ნიშნები, როგორც წესი, ვლინდება 3 წლამდე. ის მოიცავს სირთულეებს კომუნიკაციაში, სოციალურ ინტერაქციაში და პასუხისმგებლობაში.
ნათქვამია რომ, "თუ თქვენ გაიცანით აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანი, თქვენ გაიცანით აუტისტური სპექტრის მხოლოდ ერთი გამოვლინება“. ეს იმიტომ, რომ აუტისტის ქცევები შეიძლება განსხვავდებოდეს თავისი თვისებების ტიპებისა და ინტენსივობის მიხედვით. აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანი შეიძლება იყოს მოლაპარაკე, კაშკაშა და აქტიური, ხოლო მეორე, ჩუმი და ჩაკეტილი. არ არსებობს აუტიზმის სპექტრის მქონე ორი ერთნაირი ადამიანი, რომელთაც აუტიზმის სპექტრისთვის დამახასიათებელი ზუსტად ერთნაირი ნიშნები აქვთ. სხვადასხვა პიროვნებაში აუტიზმის ნიშნები განსხვავებულად არის წარმოდგენილი, თუმცა არსებობს კონკრეტული ნიშნების ერთობლიობა, რომელიც მიუთითებს აუტიზმის სპექტრზე.
აუტისტური სპექტრის საერთო თვისებები
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა შექმნა იმ თვისებების სია, რომლებიც ხშირად გვხვდება აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არცერთი ეს თვისება თავისთავად არ მიუთითებს აუტიზმზე. აუტიზმი არის ზოგადი განვითარების შეფერხება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს ამ თვისებათაგან რამდენიმე, რათა მოხდეს სწორი დიაგნოზის დასმა.
აუტისტური სპექტრის ადრეული ნიშნებია:
-
მეტყველების დაგვიანება
-
სახელის დაძახებაზე უყურადღებობა
-
სოციალური უნარების დაქვეითება
-
ცუდი თვალის კონტაქტი
-
სათამაშოების ან საგნების გადაჭარბებული მოვლა-დალაგება
-
არ იღიმის ან არ აქვს სოციალური რეაგირება
-
ზედმეტად რეაგირებს სენსორულ მონაცემებზე, როგორიცაა შეხება, სუნი, გემო, ხმაური
-
თანატოლებთან მეგობრობის შეზღუდული უნარი
-
წარმოსახვითი და სოციალური თამაშების არქონა
თუ ასეთი ნიშნები მოულოდნელად გამოვლინდა 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვში და ეს თვისებები ნამდვილად არ არსებობდა ადრეული ასაკიდან, ეს ნამდვილად არ იქნება აუტიზმის დიაგნოზის კვალიფიკაცია.
აუტისტური სპექტრის იშვიათი ნიშნებია:
-
კრუნჩხვები
-
ინტელექტუალური შეზღუდვა
-
სავანტის სინდრომი (არაჩვეულებრივი შესაძლებლობები ერთ კონკრეტულ სფეროში, როგორიცაა მათემატიკა)
-
სინესთეზია (სიტყვების ან იდეების ასოცირება ბგერებთან, ფერებთან, გემოვნებასთან და ა.შ.)
-
კუნთების დაბალი ტონუსი და/ან სირთულეები წვრილი და უხეში მოტორული უნარებით
-
ინტელექტუალური დაქვეითება
-
თვითდაზიანება
-
ძილის დარღვევა
როდის მივმართოთ ექიმს?
მშობლისთვის შეიძლება ძალიან რთული იყოს იმის დადგენა, არის თუ არა მისი შვილის ქცევები აუტიზმის თავისებურებები. ძალიან მნიშვნელოვანია მშობელმა ეჭვის გაჩენისთანავე მიმართოს სპეციალისტს, რადგან აუტიზმის სპექტრის ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული ჩარევის და სათანადო თერაპიის უზრუნველყოფა დროულად.
აუტიზმის სწორად დიაგნოსტიკისთვის პროფესიონალები იყენებენ სპეციფიკურ ტესტებს, რომლებიც რეალურად ზომავენ ბავშვის უნარებს. მათ ასევე შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ თქვენმა შვილმა გაიაროს ტესტირება სმენის დაქვეითების ან მეტყველების პრობლემების კუთხით, რომლებიც არ არის დაკავშირებული აუტიზმთან.
და ბოლოს, ყველა ადამიანი ინდივიდუალური და უნიკალურია, აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების შესაძლებლობები მრავალფეროვანია, მთავარია ვისწავლოთ მათი განსხვავებულობის მიღება, მათთან სწორი კომუნიკაცია და მათი ინტერესების გათვალისწინება.
თემები: რა უნდა ვიცოდეთ აუტისტი ბავშვის შესახებ, აუტიზმის სინდრომი