ჯანმრთელობა

როგორ გავთბეთ, როცა ძალიან ცივა?

როგორ გავთბეთ, როცა ძალიან ცივა?

მიუხედავად იმისა, შორ მანძილზე გიწევთ სამსახურში წასვლა თუ უბრალოდ სახლიდან მუშაობთ, ჩვენ ყველანი ვებრძვით ზამთარის სიცივეს და ვეძებთ ალტერნატიულ გზებს სითბოს შესანარჩუნებლად - იქნება ეს ცხელი სასმელები, საბნები თუ ცხელი წყლის ბოთლები.

თუ ამ უკანასკნელს ირჩევთ, მნიშვნელოვანია სიფრთხილე გამოიჩინოთ „ცხელი წყლის ბოთლის გამონაყარის“ ან „გამოწურული კანის სინდრომის“ მიმართ. ეს არის  კანის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია სიცხის ხანგრძლივი ზემოქმედებით.

ეს ჩვეულებრივ ხდება, როდესაც ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ეხება სითბოს წყაროს - მაგრამ ის არ არის საკმარისად ცხელი, რომ რეალურად დაწვას კანი. ამაში დამნაშავე შეიძლება იყოს ცხელი წყლის ბოთლები, ელექტრო საბნები, გამათბობლები თუ გახურებული ბალიშები - რომლებიც პირდაპირ კანს ეხება.  

ასეთ დროს შეიძლება სხეულზე შეამჩნიოთ გამონაყარი, დაგეწყოთ ქავილი და წვის შეგრძნება; შესაძლოა გაჩნდეს ჰიპერპიგმენტაციაც (წითელი, წრიული უფერული უბანი), მაგრამ თუ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა  და ისევ ამ მეთოდით აპირებთ სხეულის გათბობას, მაშინ ექიმები გვირჩევენ:

თუ თქვენ იყენებთ გამათბობელ საბნებს, ან პირდაპირ ეხებით გამათბობელს, უმჯობესია ტანსაცმლის ბარიერი გქონდეთ სითბოს წყაროსა და კანს შორის. ასევე, შეინარჩუნეთ სითბოს ზომიერი დონე და არ მისცეთ მათ საშუალება, რომ ძალიან გაგაცხელოთ ან დაგწვათ“.