LIFE

ის, რაც დღეს უნდა მოისმინოთ და გააკეთოთ...

ის, რაც დღეს უნდა მოისმინოთ და გააკეთოთ...

ხანდახან ადამიანებს ისეთი შეგრძნება გვეუფლება, თითქოს ყველას აქვს ცხოვრებისეული სახელმძღვანელო, შენ კი არა. არის რაღაცები, რისი გაგებაც რთულია და არის ბევრი გამოწვევაც, რომელთან გამკლავებაც ხშირად დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევები, რაც აუცილებლად დღეს უნდა მოისმინოთ და გამოიყენოთ თქვენი ცხოვრების უკეთ სამართავად:

  1. მოემზადეთ გამოწვევებისთვის

ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემები ყოველთვის იქნება და ამის შესახებ წინასწარ არ მიიღებთ გაფრთხილებას. მნიშვნელოვანია, მოემზადოთ გამოწვევებისთვის გამაფრთხილებელი ნიშნის მოლოდინის გარეშე.

დაიცავით თქვენი ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების ინტერესები, მაგრამ არასოდეს იგრძნოთ თავი დამნაშავედ იმის გამო, რომ საკუთარ სარგებელს ეძებთ და უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ინტერესებს იცავთ.

  1. დაიცავით პირადი საზღვრები

საკუთარი ინიციატივით ან უმიზეზოდ არასოდეს ეცადოთ ურთიერთობის დაძაბვას სხვა ადამიანებთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გქონდეთ თქვენი საზღვრები, ან არ იბრძოლოთ იმ მიზნისთვის, რაც თქვენთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

  1. იყავით ეგოისტი

ხანდახან ცოტათი ეგოისტიც უნდა იყოთ და პრიორიტეტად საკუთარი თავი უნდა გყავდეთ, უბრალოდ ძალიან შორს ნუ წახვალთ და ნუ გააღიზიანებთ გარშემომყოფებს.

  1. არავინ არის სრულყოფილი

ჩვენ, ადამიანებს ხშირად გვგონია, რომ სხვები ჩვენზე ბევრად უკეთესები არიან; ხანდახან ისინი იმდენად თავდაჯერებულები ჩანან, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, ვნატრობთ, ჩვენც ვიყოთ მათ ადგილას და მათსავით თავდაჯერებულად გამოვიყურებოდეთ. ხანდახან გვგონია, რომ ისინი არ უშვებენ შეცდომებს, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა.
გახსოვდეთ, არავინ არის სრულყოფილი და ჩვენ ყველა ჯერ კიდევ ვსწავლობთ ბევრ რამეს, ამ სწავლის დროს სასარგებლოა იმის დამახსოვრება, რომ მეტი თანაგრძნობა გამოიჩინოთ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ.

  1. დააფასეთ ის, რაც ახლა გაქვთ

ჩვენ ხშირად ვცხოვრობთ უინტერესოდ და  ველოდებით ცხოვრებისგან სიკეთეს მომავალ დროში: როცა ეს სამსახური მექნება... როცა უფრო გამხდარი ვიქნები... როცა მეტი ფული მექნება... იმის ნაცვლად, რომ მივიღოთ ის, რაც გვაქვს. მიზნების ქონა შესანიშნავია, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ დავაფასოთ ის, რაც ახლა გვაქვს.

  1. იცხოვრეთ აწმყოში

იყავით მადლიერი დღევანდელი დღით და იცხოვრეთ ახლა, აწმყო დროში, ასე თავს უფრო ბედნიერად იგრძნობთ.

  1. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს ცხოვრებაზე

არის რაღაცები, რაც ხდება და რაზე კონტროლიც არ გვაქვს. არსებობს ცუდი იღბალი, უბედური შემთხვევები, არსებობენ ცუდი ადამიანები, რომლებიც ცუდს აკეთებენ და კარგი ადამიანები, რომლებიც აკეთებენ კეთილ საქმეებს. მაშინაც კი, როცა ცუდი რამე ხდება თქვენს თავს, უნდა გაუმკლავდეთ მას და აიღოთ პასუხისმგებლობა შედეგებზე.

დაიმახსოვრეთ, ეს თქვენი ცხოვრებაა და თქვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს.