რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები თებერვლის თვეში - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
- 01.02.2024
ვერძი
ვერძებო, იყავით შთაგონებული და მოტივირებული. დაიწყეთ თებერვალი, როგორც თქვენი ნამდვილი ახალი წელი და მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც იცით, რომ გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას. თებერვალი არის დრო, რომელიც მიანიშნებს გაზაფხულის მოახლოებაზე, ახალ სიცოცხლეზე, ენერგიასა და სურვილებზე.
თებერვალი გადამწყვეტია თქვენი მეგობრობისა და პლატონური სიყვარულის აღსანიშნავად თქვენს ცხოვრებაში. მეგობრებთან დროის გატარებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს საინტერესო შედეგები და სასიხარულო წარმატებები.
კურო (21 აპრილი 21 მაისი)
კუროებისთვის თებერვალი ურთიერთობის ჯადოქრობის თვეა. დაელოდეთ ამ თვეში რომანტიკას და ნამდვილ სიყვარულს. თუ მარტოხელა ხართ, მოძებნეთ წყლის ნიშანი (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) ტყუპები, ან ქალწული. თუ პარტნიორი გყავთ, მაშინ იყავით ჰარმონიულ ურთიერთობაში მასთან.
გამოიყენეთ პიროვნული რესურსები და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება ისე, როგორიც გსურთ რომ გქონდეთ.
თებერვალი ასევე ძალიან კრეატიული დროა. გამოგონება, ინოვაცია, ხატვა, სიმღერა, ცეკვა, ძერწვა, ცხობა - ამ თვეში თქვენი უნარები ამ კუთხით იზრდება. გამოიყენეთ ისინი რაიმე ახალი და შთამაგონებლის შესაქმნელად!
კუროებს ხანდახან ბიძგი სჭირდებათ საკუთარი თავის დასამტკიცებლად, თუმცა მათთვის თებერვალი ოცნებების ახდენის თვე იქნება. თვის ბოლოს, ბევრი შრომისა და პროფესიული ფოკუსირების შემდეგ, ვარსკვლავები კუროებს მომდევნო რამდენიმე დღე მეგობრებთან განტვირთვას სთავაზობენ.
ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ურთიერთობების ზეწოლას, დაძაბულობას და კონფლიქტს, (რაც მომხიბლავად არ ჟღერს) შესაძლოა თებერვალში ვერ აცდეთ, მაგრამ არ არსებობს კონფლიქტი, რომლის მოგვარებასაც ვერ შეძლებთ.
თებერვალი ტყუპებისთვის გარდამტეხი თვეა, სავსე სულიერი გამოწვევებითა და პროფესიული წინსვლებით.
თქვენი თებერვლის თვის მანტრაა: იყავით მზად, ისწავლოთ სხვებისგან.
თქვენ ძალიან ინტელექტუალური ნიშანი ხართ, მაგრამ შეგიძლიათ კიდევ უფრო გააღრმაოთ ცოდნა, როდესაც შეძლებთ აღიაროთ, რომ ყველაფერი არ იცით. გამოიყენეთ ყველა შანსი, რაც პიროვნული ზრდისთვის მოგეცემათ.
კიბო (21 ივნისი - 22 ივლისი)
როგორც კი ერთი კარი იხურება, მეორე იხსნება. ეს არის ცხოვრების ზოგადი წესი. ასე რომ, არასოდეს შეგეშინდეთ კარის დახურვის, დაკარგული იმედის, იმის დამთავრების, რაც კარგს არაფერს ემსახურება. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გახდეთ უკეთესი, რადგან იმსახურებთ საუკეთესოს!
თებერვალში კიბო მეტისმეტად მგრძნობიარე და სევდიანი იქნება მცირეოდენი ტკივილის დროსაც კი, ვარსკვლავები გირჩევენ შეწყვიტოთ გლოვა და გაიხედოთ წინ!
ეძიეთ ახალი ამბები, ახალი სახეები, განსხვავებული შესაძლებლობები, ალტერნატიული იდეები. იყავით ოპტიმისტი და არასოდეს ჩაიქნიოთ ხელი.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
დაიმახსოვრე, რომ გაცემა ისეთივე კარგია, როგორც მიღება. თქვენს ნიშანს მზე მართავს, ამიტომ ზოგჯერ ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს სამყარო თქვენს გარშემო ტრიალებს.
გაფრთხილდით, შესაძლოა ამ თვეში ეჭვებმა შემოგიტიოთ. თუმცა, თქვენ არ გაქვთ უფლება დანებდეთ შურისძიებას, ან უბრალოდ იჯდეთ და უყუროთ როგორ განადგურებთ უსაფუძვლო ეჭვები თუ ფიქრები.
თქვენი სექსუალური ცხოვრება თებერვლის თვეში პიკს აღწევს, ამიტომაც იყავით მასთან, ვინც ნამდვილად გიყვართ.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
თებერვალში ვარსკვლავები ქალწულებს დაჟინებით სთხოვენ დასვენებას. ამ თვეში ფოკუსირდით საკუთარ თავზე ზრუნვაზე, ნუ უგულებელყოფთ თქვენს ურთიერთობებს.
ქალწულები პერფექციონისტობისკენ არიან მიდრეკილნი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ თქვენი საჭიროებებისა და საზღვრების კომუნიკაციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჰოროსკოპები ფულს ვერ გპირდებიან, ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს შესანიშნავი დროა კარიერაში წინსვლისთვის. გარდა ამისა, ამ თვეში თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინტიმური ურთიერთობის გაღრმავება ხდება და ბოლოს, თვე მთავრდება სავსემთვარეობით თქვენს ნიშანში, რომელსაც მოაქვს კულმინაციები, იქნება ეს მრავალჯერადი ორგაზმი თუ საუკეთესო პარტნიორის პოვნა თქვენს ცხოვრებაში.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
თებერვალი სასწორებს დიდ სიყვარულს ჰპირდება. თებერვალი ასევე მშვენიერი დროა ინვესტიციებისთვის კანის მოვლაში თუ ახალი მიმზიდველი პირსინგის დამატებაში.
ვარსკვლავები გირჩევენ გააკეთოთ ყველაფერი, რაც სიყვარულს გაგრძნობინებთ, ეს განსაკუთრებით ეხება თვითმოვლას იმისთვის, რომ ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ. ეს რჩევა განსაკუთრებით მათთვისაა, ვისაც ჯერ კიდევ არ ჰყავს პარტნიორი.
ასე რომ, გაანებივრეთ საკუთარი თავი სასწორებო, გალამაზდით და გაიარეთ ყველა გზაზე, რაც ბედნიერებას მოგგვრით.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
მორიელებო, თუკი რომელიმე ურთიერთობისგან გულნატკენი და უკმაყოფილო ხართ, დაასრულეთ ის. ეს დასასრული ბუნებრივი და აუცილებელია. თებერვალში უნდა გადადგათ თამამი ნაბიჯები და იფიქროთ ახალ ურთიერთობებზე. ნუ მოიტყუებთ საკუთარ თავს, ნუ იტყვით რომ ბედნიერად გრძნობთ თავს, როცა ასე არ არის სინამდვილეში.
ვარსკვლავები მორიელებს თებერვალში განმარტოებას ურჩევენ. ზოგჯერ შეგიძლიათ ძალიან შორს წახვიდეთ სამყაროსგან და დროებით თავი დააღწიოთ დაძაბულობას განტვირთვის მიზნით, მაგრამ ეს დაძაბულობა აუცილებლად თქვენვე უნდა განმუხტოთ.
ამ თვეში მიიღეთ სოციალური გეგმები. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებთან ერთად გართობა თავისთავად ღირებული მიზანია, თებერვალი ასევე იწვევს პროფესიულ და რომანტიკულ შესაძლებლობებს ყველაზე ნაკლებად სავარაუდო გზებით, როგორიცაა შემთხვევითი შეხვედრები, რაც წარმატებას მოგიტანთ.
თებერვალში მორიელებისთვის სექსი და სექსუალურობა მთავარ ადგილს იკავებს, რაც ხაზს უსვამს თქვენი თავის მოვლის რუტინას და მნიშვნელობას. თვის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზები და სიხარული გელით.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
თქვენ ამაყობთ თქვენი ამბიციური და დამოუკიდებელი ბუნებით, თუმცა, თქვენი კოსმოსური დავალება ამ თვეში არის ის, რომ საკუთარ თავს უფლება მისცეთ - მიიღოთ სხვების დახმარება. იღბლიანი პლანეტა იუპიტერის მმართველობით, თქვენ შესანიშნავად იზიდავთ სიუხვეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითხოვთ. ეს პრინციპები მოქმედებს როგორც პროფესიულ შესაძლებლობებში, ასევე პირად ურთიერთობებში. თებერვალში იყავით ის, ვინც ნამდვილად ხართ და მიაღწიეთ გეგმებს.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
თებერვალი თხის რქას საკმაოდ დატვირთული აქვს, მაგრამ ნუ იქნებით ზედმეტად გადატვირთული, ეცადეთ, დრო გამონახოთ მეგობრებისთვისაც, მათ ძალიან სჭირდებით.
ეს თვე შესანიშნავი დროა, როგორც რომანტიკული ურთიერთობისთვის, ისე ფინანსური კუთხითაც. ისწავლეთ დროის დაგეგმვა.
თებერვლის თვე გპირდებათ დაწინაურებას, პროგრესს და წინსვლას. შესანიშნავი დროა საოცნებო როლისთვის, იდეის შეთავაზების ან ახალი საქმიანობის წამოწყებისთვის, პასუხისმგებლობის აღებისთვის.
თუ გსურთ მიიღოთ მეტი ჯილდო, იყავით თავდაჯერებული და გადადგით თამამი ნაბიჯები კარიერაში საკუთარი თავის შესაძლებლობებისა და გამოცდილების სრული რწმენით.
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
მერწყულისთვის თებერვალი მოდის სექსუალური სავსემთვარეობით და ფუფუნების შესაძლებლობებით. თუმცა, ასეთი კოსმოსური საჩუქრების მისაღებად, საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება აუცილებელია.
თქვენ ყოველთვის ზრუნავთ თქვენს ირგვლივ ყველაზე, ხოლო უგულებელყოფთ თქვენს საჭიროებებს.
ღვთაებრივ მერკურს სურს იცოდეთ, რომ თუ არ ხართ დარწმუნებული, რა უნდა გააკეთოთ სიტუაციასთან დაკავშირებით, კარგია, რომ არაფერი გააკეთოთ ამ დროისთვის. ვარსკვლავები ხანდახან დროის უქმად გატარებას გთავაზობენ. მოქმედება ყოველთვის არ არის საჭირო.
ვარსკვლავები ასევე გიგზავნიან სიყვარულს დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებში, გაამხილეთ ემოციები და შემოუშვით სიყვარული. გარდა ამისა, ეს კოსმიურად ხელსაყრელი დროა ფულის გამომუშავებისთვის.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
გილოცავთ, თქვენი სეზონი ამ თვეში იწყება თევზებო. როდესაც მეომარი პლანეტა მარსი გადადის მერწყულში, თქვენი ვარსკვლავის ერთ-ერთი დავალება, რომელიც გრძელდება მთელი თვის განმავლობაში, არის საკუთარი თავის მტკიცება და „არას“ თქმა მაშინ, როცა ეს გარდაუვალი და აუცილებელია.
იზეიმეთ საკუთარი თავით, თქვენ იმსახურებთ იყოთ ბედნიერი და მიიღოთ სამყაროსგან ის, რაც გსურთ.
ნუ შეაფასებთ კრიტიკულად საკუთარ თავს, რადგან თქვენ ხართ ცალსახად ინოვაციური, ნიჭიერი, კრეატიული და ფლობთ ურთიერთობის დამყარების მაღალკვალიფიციურ უნარს.
თებერვალში ვარსკვლავები გპირდებათ როგორც ფინანსურ, ისე კარიერულ წარმატებას.
სამყარო მხარს უჭერს თქვენს ნებისმიერ ნაბიჯს, რასაც ამ თვეში გააკეთებთ, ასე რომ, იარეთ სწორი ნაბიჯებით!
თემები: ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია