LIFE

ის, რასაც მამაკაცი აქცევს ყურადღებას, თქვენ კი არა

ის, რასაც მამაკაცი აქცევს ყურადღებას, თქვენ კი არა

ის, რაც თქვენს ირგვლივ ხდება, ხშირად თქვენი ყურადღების მიღმა რჩება, ან უბრალოდ, არ აქცევთ მას ყურადღებას. აი მამაკაცები კი ამ დროს ჩასაფრებული არიან ყველა წვრილმანს და ჩაჰკირკიტებენ დეტალებს.

რამდენს მიირთმევთ.

ქალები, როგორც წესი, არასოდეს აკვირდებიან, როცა ვინმე მიირთმევს. ეს მაშინ, როცა კაცები გაფაციცებით აკვირდებიან, თუ რას და რამდენს მიირთმევთ.

როგორ მაკიაჟს ატარებთ.

ყველა ქალს სურს ლამაზად გამოიყურებოდეს, ამისთვის კი ხშირად მაკიაჟს იყენებს. მამაკაცს არასოდეს გამოეპარება როდის როგორი მაკიაჟი გაქვთ, მას არასოდეს რჩება ეს ყურადღების მიღმა.

ფერი, რომელსაც ხშირად ატარებთ.

მამაკაცები ამჩნევენ იმ ფერს, რომელსაც ყველაზე მეტად ატარებთ. თქვენ ალბათ ნაკლებად ფიქრობთ ასეთ რამეებზე, მაგრამ მამაკაცებს ძალიან აღელვებთ ეს წვრილმანები. მათ სურთ იცოდნენ ყველა დეტალი.

თქვენი ღიმილი.

ზოგიერთმა ქალმა არც იცის, რომ ძალიან ლამაზი ღიმილი აქვს, სამაგიეროდ, მამაკაცმა ყოველთვის იცის, გაქვთ თუ არა ლამაზი ღიმილი.

ისინი უფრო მეტად ამჩნევენ სილამაზეს, ვიდრე ქალები. ასე რომ, მიმოიხედეთ ირგვლივ და იპოვეთ მამაკაცი, რომელიც აღფრთოვანებულია თქვენი ლამაზი ღიმილით.

ის, რაც გაბედნიერებთ.

ყველას აქვს სხვადასხვა მიზეზი ბედნიერებისთვის. ზოგისთვის ბედნიერება მატერიალურ საგნებშია. ასეთ ადამიანებს ყოველთვის ურჩევნიათ ისეთი რამ, რისი ყიდვაც შესაძლებელია ფულით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქალს არ მოსწონს მატერიალისტური მიდგომა, საკმაოდ პატარა და უმნიშვნელო რამეც კი მათ ბედნიერს ხდის.

თქვენი საყვარელი მუსიკა.

მუსიკა ყველასთვის მარადიული სიყვარულია. ქალები ზოგადად ვერ ამჩნევენ, როგორი მუსიკა მოსწონთ სხვებს. სამაგიეროდ, მამაკაცი ყოველთვის ამჩნევს როგორი მუსიკა მოსწონს მისთვის საყვარელ ქალს.

თქვენი უცნაური ჩვევები.

მამაკაცებმა დაწვრილებით იციან თქვენი უცნაური ჩვევების შესახებ და ამის გამო შეიძლება გეხუმროთ კიდეც.

თქვენი სახის გამომეტყველება.

ის რაც ხდება თქვენს თავს, ის ყოველთვის თქვენს სახეზე იკითხება. სახის გამომეტყველება აცნობებს ადამიანს, რას ფიქრობთ, რასაც თითქმის ყველა მამაკაცი ყოველთვის ამჩნევს.

ნივთები, რომლებიც გაწუხებთ.

ბევრჯერ არ საუბრობთ წვრილმან საკითხებზე და იმაზე, რაც გაწუხებთ, მაგრამ მამაკაცები ამას ყოველთვის ამჩნევენ. მათი ყურადღების გარეშე არ რჩება წვრილმანი ნივთებიც კი, რაც თქვენს გაღიზიანებას იწვევს.

თქვენი საყვარელი სასმელი.

ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც არ იცის რომელია მისი საყვარელი სასმელი,მაგრამ თუ თქვენ ამ უკანასკნელთა სიაში ხართ, არ ინერვიულოთ, რადგან არის ადამიანი, ვინც ყოველთვის ამჩნევს, რა სახის სასმელები მოგწონთ ყველაზე მეტად.

თქვენი უახლოესი ადამიანები.

ყველას ჰყავს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ან ადამიანები, ვისთანაც ძალიან ახლოსაა. ზოგიერთი ძალიან ძვირფასია თქვენთვის, მაგრამ თქვენ არასოდეს ამოწმებთ, თუ რამდენად გიყვართ ან ახლოს ხართ მასთან. კაცები კი  ამას თქვენს მაგივრად ხვდებიან და აცნობიერებენ.