მოდის და მაკიაჟის ტენდენციები მუდმივად იცვლება. არც წარბის ფორმა და სისქე კარგავს აქტუალობას. უკვე რამდენიმე ხანია, რაც სქელი წარბები საკმაოდ ტრენდულია.
თუ გსურთ თქვენც გქონდეთ ლამაზი და მოხდენილი წარბები, მიჰყევით ჩვენს რჩევებს:
აბუსალათინის ზეთი.
აბუსალათინის ზეთი აჩქარებს თმის ზრდას. ის შეიცავს ცილებს, ვიტამინებს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კვებავს თმის ფოლიკულას და ხელს უწყობს ზრდის პროცესს.
დაასხით ბამბაზე აბუსალათინის ზეთი და წაისვით წარბებზე. გაიჩერეთ დაახლოებით ერთი საათი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ქოქოსის ზეთი.
ქოქოსის ზეთი შეიცავს ცილებს, E ვიტამინს და რკინას, რომელიც ასევე ხელს უწყობს წარბების გამუქებას. ის განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც წარბებზე ღია თმა აქვს.
წაისვით ზეთი წარბებზე და დაიტოვეთ მთელი ღამით. დილით კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ზეითუნის ზეთი.
ზეითუნის ზეთი გარდა კულინარიისა, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ წარბებზე მისი ზრდის დასაჩქარებლად, რადგან შეიცავს E ვიტამინს.
საღამოს წარბებზე რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთიწაისვით და დაიტოვეთ მთელი ღამით. დილით კი ჩამოიბანეთ.
კვერცხის გული
კვერცხის გული შეიცავს კერატინს, რომელიც აჩქარებს თმის ზრდას.
ათქვიფეთ გული კარგად და დაიტანეთ წარბზე. ჩამოიბანეთ 15-20 წუთის შემდეგ გრილი წყლით.
ალოე
ალოეს აქვს ფერმენტები, რომლებიც კვებავს თმის ფოლიკულას და აჩქარებს მის ზრდას. გაიმეორეთ ეს პროცედურაში კვირაში ორჯერ.
დანით ამოიღეთ ლბილობი ფოთლის შიგნიდან. შეურიეთ ½ ჩ/კ ლბილობი 1/4 ჩ/კ ნექტარს და ქოქოსის ზეთს. წაისვით ნაზავი წარბებზე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით 30 წუთის შემდეგ. გააკეთეთ ყოველდღე რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ლიმონი
ლიმონი უზრუნველყოფს C ვიტამინს და ფოლიუმის მჟავას B და C ვიტამინებთან ერთად და სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებს, რაც ხელს უწყობს თმის ზრდას.
ლიმონის წვენი შეიზილეთ წარბებზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. 15-20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
რძე
რძე შეიცავს აუცილებელ ცილებს და ასევე თმის ზრდის ხელშემწყობ სხვა ცილებს.
ნაზად წაისვით რძე წარბებზე. დაიტოვეთ სანამ არ გაშრება და ჩამოიბანეთ წყლით. გააკეთეთ ეს დღეგამოშვებით, სანამ არ მიაღწევთ სასურველ შედეგს.
ხახვის წვენი.
ხახვში ნაპოვნი გოგირდის ნაერთები ხელს უწყობს თმის ზრდას, ის ასევე ხელს უწყობს კოლაგენის ქსოვილის გამომუშავებას. ეს მნიშვნელოვანია წარბის თმის ზრდისა და თმის ფოლიკულის გასაძლიერებლად.
შეიზილეთ ხახვის წვენი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. გაშრობის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თემები: წარბები