ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელმაც ყველაზე ვნებიანი კოცნა იცის

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელმაც ყველაზე ვნებიანი კოცნა იცის

ზუსტი რეცეპტი იმისა, როგორ ვაკოცოთ სწორად, არავის აქვს, მაგრამ როცა ვინმე ცუდად გკოცნით, ამას ყველა გრძნობს.

კოცნამ სუნთქვაშეკრული და მოხიბლული უნდა დაგტოვოთ, თუმცა ამას ყველა ვერ ახერხებს.

გაგაცნობთ ზოდიაქოს 4 ნიშანს, რომელიც ყველაზე ვნებიანი კოცნით გამოირჩევა. თუ შევთანხმდებით, რომ კოცნა ხელოვნებაა, მაშინ ეს 4 ნიშანი ქმნის ნამდვილ შედევრს.

კურო

ერთი რამე, რაზეც ყველა მისი ყოფილი პარტნიორი შეიძლება შეთანხმდეს, არის ის, რომ კურომ შესანიშნავი კოცნა იცის. მათ არც კი სჭირდებათ ამისთვის ბევრი ცდა, რადგან სენსუალური კავშირი ბუნებრივად მოდის მათთან.

კუროს გარდა იმისა, რომ მართავს სიყვარულისა და სიამოვნების პლანეტა ვენერა, ის ასევე დედამიწის ნიშანია, რაც ნიშნავს, რომ დაკავშირებულია ადამიანის ხუთივე გრძნობასთან: გემო, ყნოსვა, შეხება, ხმა და მხედველობა.

კურო მომთმენი და დინჯია, ის არ ჩქარობს პარტნიორისკენ, არამედ აძლევს მას საშუალებას, თავად მოვიდეს. როდესაც კურო მოთმინებით ელოდება საპირისპირო სქესს, საბოლოოდ პარტნიორი ვეღარ ითმენს და პრაქტიკულად სთხოვს კუროს, რომ აკოცოს. კოცნა კი კურომ მართლაც დაუვიწყარი იცის.

სასწორი

თქვენ ხართ ნიშანი, რომელიც აიძულებს პარტნიორს მასთან ყოფნისას თავი ისე იგრძნოს, როგორც შინ. თქვენ მთლიანად მასზე ხართ ორიენტირებული და მზად ხართ მთლიანად კონცენტრირდეთ მასზე.

სასწორს ვენერა, სილამაზისა და სიყვარულის პლანეტა მართავს; პლანეტა, რომელიც ყოველთვის ცდილობს გაგრძნობინოთ, რომ ზუსტად იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ.

სასწორის კოცნა არა მხოლოდ შეუდარებელი, არამედ წარმოუდგენლად სამკურნალოა. თქვენი კოცნა გამოირჩევა წონასწორობითა და ჰარმონიით, არასოდეს აიძულებთ იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა და ყოველთვის უტოვებთ თქვენს საყვარელს კიდევ შეხვედრის სურვილს. როცა ვინმეს კოცნით, ზუსტად იცით, რომ მას ეს ძალიან სჭირდება და იმასაც გრძნობთ, რომ ერთადერთი ხართ, ვისაც შეუძლია მისცეს ის, რაც პარტნიორს სურს.

მორიელი

კოცნისას მორიელი ცოტა უხეშია, მაგრამ სწორედ ამიტომ ტოვებს ის ასეთ შთაბეჭდილებას პარტნიორზე.

მორიელს მართავს მარსი - სურვილების პლანეტა - რაც ნიშნავს, რომ თუ ირჩევთ ვინმეს საკოცნელად, ის მთელი არსებით გსურთ. თქვენ ან მთლიანად ერწყმით სხვა ადამიანს, ან საერთოდ არაფერს აკეთებთ, რადგან კოცნა ნამდვილი ვნების გარეშე თქვენთვის წარმოუდგენელია. კოცნისას ახერხებთ ენერგიების ღრმა გაცვლას, პარტნიორის სულის ნაწილი რჩება თქვენთან და თქვენი სულის ნაწილი რჩება მასთან, ამიტომაც არის განსაკუთრებით დაუვიწყარი მორიელის კოცნა. მისმა კოცნამ არამარტო შეიძლება შეცვალოს ვინმე მთლიანად, არამედ ყოველთვის მიიყვანოს რაღაც უფრო მეტამდე, რადგან მორიელი კოცნის ისე, თითქოს ეს უკანასკნელი კოცნაა.

თევზები

როცა თევზები ვინმეს კოცნის, სულ სხვა რეალობაში მიჰყავს პარტნიორი. ის სიზმრების, მოჯადოების, ფანტაზიის და სუფთა, უცენზურო სიყვარულის ზოდიაქოს ნიშანია, რაც მომაჯადოებელ კოცნას მის ძლიერ მხარედ ხდის. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ვენერა თევზების მმართველი პლანეტაა.

როცა თევზები იმ ადამიანთან არის, ვისი კოცნაც სურს, შეუძლია მთელი დღე მხოლოდ მასთან გაატაროს და სხვაგან წასვლის სურვილიც არ გაუჩნდეს.