სილამაზე

თმის ცვენის ეფექტური მკურნალობა სახლის პირობებში

თმის ცვენის ეფექტური მკურნალობა სახლის პირობებში

თმის ცვენა ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაეწყოს, ის ქალებშიც გვხვდება და მამაკაცებშიც. თუ ამ პრობლემას ერთხელ მაინც შეუწუხებიხართ, გეცოდინებათ, როგორ დისკომფორტთანაა დაკავშირებული მთელ სახლში მიმოფანტული თმის ღერები, რომ არაფერი ვთქვათ შეთხელებულ ძირებზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაახლოებით 100000 ღერი თმაა თითქმის ყველა ადამიანის თავის კანზე და ყოველთვის ნორმალურად ითვლება 60-დან 110-მდე თმის ღერის დაკარგვა, ანუ ბუნებრივი ცვენა.

კვლევამ აჩვენა, რომ აუტოიმუნური პრობლემები, ფარისებრი ჯირკვალი, რკინის დეფიციტი, არასწორი კვება, სტრესი და გენეტიკური წინასწარგანწყობა შეიძლება მოქმედებდეს თმის სკალპზე და შესაბამისად თმის ცვენას იწვევდეს.

დღეისათვის ბაზარზე ხელმისაწვდომია თმის ცვენის საწინააღმდეგო ათასგვარი საშუალება, თუმცა მასთან საბრძოლველად ბუნებრივი საშუალებებიც საკმაოდ ეფექტიანია.

ზეთის მასაჟი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.

თმის ცვენის შესამცირებლად საუკეთესო ნაბიჯია სკალპის ნაზი მასაჟი შესაბამისი თმის ზეთით. ეს პროცედურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს თმის ფოლიკულებში სისხლის ნაკადის გაუმჯობესებაში და ასევე აძლიერებს თმის ფესვებს. ასევე ხელს უწყობს რელაქსაციას და ამცირებს სტრესს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის ზეთები, როგორიცაა ქოქოსი, ნუშის ზეთი, აბუსალათინის ზეთი, ზეითუნის ზეთი ან ნებისმიერი სხვა. უკეთესი შედეგის მისაღწევად, თქვენ უბრალოდ უნდა დაამატოთ რამდენიმე წვეთი როზმარინის ეთერზეთი. პროცედურა რეკომენდებულია კვირაში ერთხელ.

ხახვის წვენი თმის ცვენისთვის.

ხახვის წვენი ეხმარება თმის ცვენას გოგირდის მაღალი შემცველობის გამო, რომელიც ხელს უწყობს თმის ფოლიკულებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის ფოლიკულების რეგენერაციაში.

ხახვის წვენში არსებული ანტიბაქტერიული თვისებები ხელს უწყობს მიკრობების და პარაზიტების გაქრობას, გარდა ამისა, ის მკურნალობს სკალპის ინფექციებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა.

მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, ერთი თავი ხახვის წვენი უნდა გახეხოთ და შემდეგ გადაწუროთ, რის შემდეგაც ეს წვენი პირდაპირ სკალპზე უნდა წაისვათ და გაიჩეროთ ნახევარი საათით, შემდეგ კი ჩამოიბანოთ. ეს პროცედურაც რეკომენდებულია კვირაში ერთხელ.