LIFE

როგორ ვაიძულოთ ადამიანები სწრაფად გვიპასუხონ შეტყობინებებზე

როგორ ვაიძულოთ ადამიანები სწრაფად გვიპასუხონ შეტყობინებებზე

თუ თქვენთვის ძვირფასი ადამიანი არ გამოეხმაურა თქვენს წერილს 60 წუთის განმავლობაში, გეწყებათ შფოთვა და ეჭვები. ასეთ ვითარებაში არსებობს სხვადასხვა მიდგომა შეშფოთების დასაცხრობად.

თუ გსურთ ვინმემ სწრაფად უპასუხოს თქვენს შეტყობინებებს, უბრალოდ მიჰყევით  TREND- ის რჩევებს და გაითვალისწინეთ.

შეტყობინების პირველი წინადადება გახადეთ საინტერესო.
ეცადეთ თქვენი შეტყობინების დასაწყისი იყოს საინტერესო, ოდნავ ბუნდოვანი შინაარსის ან ორაზროვანიც, რამაც შესაძლოა ადრესატში ცნობისმოყვარეობა და თემის გაშლის სურვილი გამოიწვიოს.

გაარკვიეთ, რისი თქმა გსურთ

შეტყობინების გონივრულად და მტკიცედ ჩამოყალიბება წინაპირობაა იმისა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ პასუხს.

დაფიქრდით, რისი გადაცემა გსურთ? რამდენად სწორად ჩამოაყალიბებთ სათქმელს? გაიგებენ და მიხვდებიან თუ არა თქვენს გზავნილს სწორად?

დასვით პირდაპირი და მნიშვნელოვანი კითხვები

როცა ვინმე გწერს მხოლოდ "გამარჯობა" ან თუნდაც "რა ხდება?" - ეს არ არის საკმარისი სწრაფი უკუგებისთვის, ეცადეთ ყოველთვის პირდაპირ და ტაქტიანად დასვათ კითხვები იმის შესახებ, რაც გაინტერესებთ. ამან შეიძლება გავლენა იქონიოს სწრაფ პასუხებზე.

შეტყობინებისას გაითვალისწინეთ ადრესატის ინტერესები

თუ ახალგაცნობილ ადამიანთან საუბარი და დაახლოება გსურთ, მხოლოდ "გამარჯობა, რა ხდება?" წინ ვერ წაგიყვანთ.
შეეცადეთ გაარკვიოთ ადრესატის ინტერესები, სამუშაო სფერო, ჰობი, ან მუსიკა, რომელიც უყვარს.

ადამიანებს ხშირად მოსწონთ საუბარი იმაზე, რაზეც ფიქრობენ და სიამოვნებით ერთვებიან ლაპარაკში მათთვის საინტერესო თემებზე.

პირდაპირ ჰკითხეთ, რატომ არ გიპასუხეს

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ორაზროვანია, ან არ გასცემს გულწრფელ პასუხს თქვენს შეტყობინებაზე, ეცადეთ თქვენ იყოთ პირდაპირი და უშუალო. ჰკითხეთ კონკრეტულად: რატომ არ რეაგირებს თქვენს შეტყობინებაზე? ან რატომ სჭირდება ამდენი დრო პასუხისთვის?

გაითვალისწინეთ სხვა ადამიანების ცხოვრების რიტმი

ისინი შეიძლება თქვენზე მეტი ხანი მუშაობდნენ, ან სულაც, დასვენების დრო აქვთ და ზედმეტი დატვირთვისგან თავს იკავებენ, ან სულაც კინოში იყვნენ.

ხშირად, ჩვენ ჩვენებური დასკვნები გამოგვაქვს, მაშინ როცა, ბევრი ადამიანი ტელეფონს სულაც არ დაატარებს ხელით და დაგვიანებული პასუხიც ხშირად უყურადღებობაზე მეტად, მდგომარეობით არის გამოწვეული.

დააკვირდით თქვენი სხეულის ენას და ტონს

მიწერ-მოწერისას გადამწყვეტია ისეთი ქცევა, რომელსაც შეუძლია გამოავლინოს ადამიანის ემოციები და გაშიფროს ჩანაფიქრი. ასე რომ, თქვენი პოზიციის, ხმის და სიტყვების შერჩევა მნიშვნელოვანია. ანალოგიურად, აუცილებელია სხვა პირების მიმოწერის სტილის გაგება. მაგალითად, მასწავლებელმა შეიძლება თქვას: „არ მესმის, რაზე მიმანიშნებთ“, ხოლო ახალგაზრდა ბიჭი ამბობს: „ვერაფერს ვხვდები, ძმაო“ - ეს ორი, სრულიად განსხვავებული ემოციის და დამოკიდებულების შეტყობინებაა.

იყავით მომთმენი

ბევრ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რეაგირებს თუ არა ვინმე ჩვენზე, ხშირად სასოწარკვეთა გვიპყრობს და თავი უსარგებლო ადამიანი გვგონია.

ამ დროს მთავარი მოთმენის უნარია. ის, ვისთვისაც თქვენ ძვირფასი ხართ, აუცილებლად დაგიბრუნებთ პასუხს, თუნდაც დაგვიანებულად. ხოლო ის, ვინც უპასუხოდ გტოვებთ, არც გამოგადგებათ.