ჰოროსკოპი

4 საუკეთესო დიასახლისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

4 საუკეთესო დიასახლისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველა დიასახლისს სახლის დასუფთავების თუ სხვა საოჯახო საქმეების საკუთარი უნიკალური ხერხი აქვს, მაგრამ ზოდიაქოს ამ ოთხ ნიშანს ყველაზე წესრიგიან და ფუსფუსა დიასახლისებად მიიჩნევენ.

ვერძი

ენერგიული და მოუსვენარი ვერძი ყოველთვის ახერხებს ბევრი დავალების შესრულებას, ის უპრობლემოდ უმკლავდება სამუშაო თუ საყოფაცხოვრებო საქმეებს ერთდროულად.
ვერძები უპირატესობას საქმის ხარისხიანად შესრულებას ანიჭებენ და ასევე საოცარ ორგანიზებულობას ამჟღავნებენ.

ერძისთვის სახლის სისუფთავეს და წესრიგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის არეულ სახლში თვითკონტროლს ვერ ინარჩუნებს.

კურო

თუ სხვები დასუფთავების რუტინას ამძიმებენ ან მოსაწყენად მიიჩნევენ, კუროებს ნამდვილად დიდ სიამოვნებას ანიჭებთ სახლის დალაგების პროცესი. ისინი სახლს საფუძვლიანად და ზედმიწევნით ალაგებენ.

ისინი კარგად ერკვევიან საყოფაცხოვრებო საკითხებში და თუ ოდესმე დაგჭირდებათ ამ კუთხით რჩევა, თავისუფლად დაუკავშირდით კუროს და მიიღეთ კომპეტენტური რჩევები.

კუროები ცნობილი გურმანები არიან, ამასთან, მათ გამორჩეულად უყვართ სამზარეულოში ფუსფუსი და გემრიელი კერძების მომზადება.

კირჩხიბი

კირჩხიბები მზრუნველი დიასახლისები არიან, რომლებიც სიამოვნებით და გამუდმებით ეუფლებიან სიახლეებს. მათ ურჩევნიათ სახლური კომფორტი, როგორიცაა ბუხრის წინ ფინჯანი ჩაით ჯდომა და ამ კომფორტით ტკბობა, ვიდრე ფეხით გასეირნება ან ხმაურიანი გართობა, ამიტომ ისინი ყოველთვის მზად არიან შეინარჩუნონ სახლში წესრიგი და სისუფთავე.

ზოგჯერ კირჩხიბის გეგმები საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით იმდენად გრანდიოზულია, რომ მას უბრალოდ არ აქვს საკმარისი დრო მათი სრულად განსახორციელებლად.

მერწყული

არავინ ფლობს სახლის მართვის ისეთ უნარს, როგორც მერწყულები. ისინი გამუდმებით ცდილობენ, ყველაფერი კონტროლის ქვეშ მოიქციონ და სახლის ნამდვილი ბატონ-პატრონები იყვნენ.

მერწყულის ემოციური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ კომფორტულ გარემოზე, რომელშიც იმყოფება, ამიტომ ის აუცილებლად შეეცდება შექმნას ისეთი ხელსაყრელი გარემო, სადაც მშვიდად და კომფორტულად იგრძნობს თავს.

მერწყულისთვის სახლი ნამდვილი ნავსაყუდელია, რომელიც ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული უნდა იყოს.