მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის მენეჯმენტი და კონფლიქტის მოგვარება შეიძლება ერთნაირად ჟღერდეს, სინამდვილეში ეს ურთიერთობის განსხვავებული მიდგომებია.
კონფლიქტის მენეჯმენტი არის მუდმივი პროცესი, რომელიც გულისხმობს საკითხებს, რომლებიც არაერთხელ ჩნდება ურთიერთობაში; მაშინ როცა, კონფლიქტის გადაწყვეტა აგვარებს საკითხს და უზრუნველყოფს სამუდამოდ დახურვას - ამბობს კლარისა სილვა, ქცევის მეცნიერი და ურთიერთობის მწვრთნელი.
კონფლიქტის მართვა და მენეჯმენტი
კონფლიქტის მენეჯმენტი არის ურთიერთობაში ქრონიკული საკითხების მოგვარების უწყვეტი პროცესი. ის მიზნად ისახავს კონფლიქტის შემცირებას და ურთიერთობის შენარჩუნებას.
თუ, მაგალითად, თქვენ და პარტნიორს განსხვავებული გემოვნება გაქვთ ფილმებში და ეს განმეორებითი კონფლიქტის წყაროა, კონფლიქტის მართვის მარტივი გამოსავალი კომპრომისზე წასვლა და ფილმის მორიგეობით არჩევაა. ეს სულაც არ წყვეტს განსხვავებული გემოვნების საკითხს, მაგრამ ხელს უწყობს კონფლიქტის მართვას.
კონფლიქტის მოგვარება
კონფლიქტის მოგვარება მიზნად ისახავს პრობლემის ძირეული მიზეზების მოგვარებას და ჰარმონიულ ურთიერთობას. მაგალითად, თუ პარტნიორთან იზიარებთ ერთობლივ ანგარიშს და ის დაუკითხავად ხარჯავს თანხას, თქვენ ბრაზდებით ამის გამო. სთხოვეთ მას, გაიაროთ კონსულტაცია ერთმანეთთან, თანხის დახარჯვამდე, ან შექმენით ინდივიდუალური ანგარიში.
უთანხმოებაზე „დათანხმება“
უთანხმოებაზე დათანხმება გულისხმობს იმის მიღებას, რომ განსხვავებული შეხედულებები გაქვთ, მაგრამ პატივს სცემთ მის შეხედულებას საკუთარი აზრის შეცვლის გარეშე. ეს სტრატეგია ხელს უწყობს ურთიერთობაში უკმაყოფილების მინიმუმამდე შემცირებას.
შეიძლება თუ არა უთანხმოებაზე „დათანხმება“ ცუდი იყოს?
უთანხმოებაზე დათანხმება შეიძლება კარგი იყოს, თუ ის ეხმარება პარტნიორებს პატივისცემით თანაცხოვრებაში. თუმცა, ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ცუდი პრაქტიკა და გამოიწვიოს: წყენა, კომუნიკაციის დარღვევა, კონფლიქტის განმეორება და სხვ.
როგორ მოქმედებს კონფლიქტი ურთიერთობებზე.
კონფლიქტი შეიძლება კარგი იყოს ურთიერთობისთვის, თუ ის: აგვარებს გაუგებრობას წყვილს შორის. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი არ არის სასიამოვნო, საკითხების განხილვა პარტნიორებს ეხმარება საერთო გადაწყვეტილებების მიღებაში. კონფლიქტს შეუძლია ადამიანის პიროვნული ზრდაც.
როდის ვნებს კონფლიქტი ურთიერთობას?
კონფლიქტმა შეიძლება ურთიერთობას ავნოს მაშინ, თუ ის ჩვევად იქცევა. ეს შეიძლება გადაიზარდოს უკმაყოფილებაში და გამოიწვიოს პარტნიორებს შორის ტოქსიკური ურთიერთობა.
პრობლემების გამოუსწორებლობამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და მუდმივი ჭიდილი.
კონფლიქტი ზიანს აყენებს ფსიქიკურ კეთილდღეობასაც:
ეცდომებზე თუ ნაკლოვანებებზე გამუდმებით ფიქრმა შეიძლება გამოიწვიოს ემოციური დისტრესი, ძილის დარღვევა, არაჯანსაღი კვება, არტერიული წნევის პრობლემები ან გულის დაავადებები.
შექმენით გეგმა კონფლიქტის მოსაგვარებლად.
პრობლემების გადასაჭრელად გეგმის შემუშავებამ, შეიძლება დაიწყოს შემსუბუქების პროცესი. ჰკითხეთ ერთმანეთს: „რა ნაბიჯები შეგვიძლია გადავდგათ ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად?“
უთანხმოებაზე „დათანხმების“ გადაწყვეტილებაც შეიძლება იყოს თქვენი სამოქმედო გეგმის ნაწილი, რათა შეამციროთ უკმაყოფილება.
კონფლიქტი ნებისმიერ ურთიერთობაში გარდაუვალია, მაგრამ როგორ პასუხობთ უთანხმოებებს და გამოწვევებს, ეს თქვენი პიროვნული თვისებების დამსახურებაა. გახსოვდეთ, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა.
თემები: რჩევები