დილის მავნე ჩვევები - რისი გაკეთება არ შეიძლება გაღვიძების შემდეგ
- 29.03.2024
თუ გსურთ დილა პროდუქტიული, მშვიდი და სასიამოვნო გქონდეთ, უპირველეს ყოვლისა, დაივიწყეთ არაჯანსაღი ჩვევები.
საკუთარ თავზე ზრუნვა ყოველთვის წარმატებული დილით იწყება და მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენზე მთელი დღის განმავლობაში, თუ ფრთხილად არ იქნებით.
TREEND გირჩევთ, რა არ უნდა გააკეთოთ დილით, თუ გსურთ, რომ წარმატებული და სასიამოვნო დღე გქონდეთ.
დასვენება
როდესაც გაიღვიძებთ, ნუ დააჩქარებთ დილის რუტინას. ეცადეთ, ფოკუსირდეთ საკუთარ თავზე, რათა არ მოგიწიოთ მღელვარე და შფოთით სავსე დილის გავლა.
პირიქით, დილის რუტინა, ერთგვარი დასვენებაა მშვიდი სამუშაო დღის დასაწყებად.
დილის ყავა
ერთ-ერთი პირველი რამ, რაც უნდა გააკეთოთ ღამის დასვენების შემდეგ, არის ჭიქა წყალი. დატენიანება მოგცემთ ენერგიას, ამიტომაც, დილით წყლის დალევა უფრო სასარგებლოა, ვიდრე უზმოზე ფინჯანი ყავა.
ბევრი ადამიანი დილას ყავით იწყებს, ამან შეიძლება სხეულის დეჰიდრატაცია გამოიწვიოს, ამიტომაც ფინჯან ყავასა და ჭიქა წყალს შორის, არჩევანი ყოველთვის წყალზე გააკეთეთ.
სოციალური მედია
თუ დილით ლოგინში იკოტრიალებთ და ტელეფონის „სქროლვას“ დაიწყებთ, გვერწმუნეთ, ძალიან ცოტა დრო დაგრჩებათ მოსამზადებლად.
სოციალური მედიით დაკავება არ არის დილის პროდუქტიული დასაწყისი. უკეთესია, თუ მეტ დროს დაუთმობთ ლანჩის მომზადებას, ან სირბილს.
საწოლის დალაგება
თუ საწოლის დალაგებისგან თავს იკავებთ, მოგვიანებით შეიძლება უფრო გაართულოთ თქვენი საქმე და სამსახურიდან დაბრუნებულს და დაღლილს, არეული სახლი დაგხვდეთ.
გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენზე, ეცადეთ სახლი მუდამ დალაგებული და მოწესრიგებული გქონდეთ.
შაქრიანი საუზმე
დილის შაქრიანი საუზმით დაწყება არასდროს არის კარგი არჩევანი. ორგანიზმი სწრაფად ინელებს შაქარს და მალევე იგრძნობთ დაღლილობას და შიმშილს.
უფრო გონივრული იქნება აირჩიოთ საუზმე, რომელიც ნაკლები შაქრის შემცველობით იქნება და დიდხანს დაგანაყრებთ.
ფიზიკური აქტივობა
დილით ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა ყოველთვის სასარგებლოა. ამიტომ, ეცადეთ არასდროს გამოტოვოთ ის, რათა ენერგიულად და ჯანსაღად იგრძნოთ თავი მთელი დღის მანძილზე.
თემები: სტრესის დაძლევა, დილა