SEX

სექსი და იუმორი - 6 რამ რაზეც საწოლში არ უნდა იხუმროთ

სექსი და იუმორი - 6 რამ რაზეც საწოლში არ უნდა იხუმროთ

ინტიმური ურთიერთობა სასიამოვნო და მნიშვნელოვანი მომენტია ურთიერთობაში, რომელსაც წყვილები ერთად გადიან, მაგრამ ზოგჯერ ერთმა უადგილო ხუმრობამაც კი შეიძლება მთელი პროცესი გააფუჭოს.

საწოლი ის ადგილია, სადაც ჯობია სიფრთხილით გაიცინოთ, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ ამისთვის სწორი დროა შერჩეული.

პარტნიორის ფიზიოლოგიური მახასიათებლები

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ პარტნიორს მრუდი და სასაცილო ფეხები, ან სხეულზე სხვადასხვა ფორმის ჭორფლები აქვს. ფიზიოლოგიური მახასიათებლები იმდენად დელიკატურია, სჯობს დაკვირვებები გულში შეინახოთ და სექსის დროს არ ესაუბროთ ამაზე. უფრო მეტიც, მან, სავარაუდოდ, იცის თავისი ფიზიკური ნიშნების შესახებ და ამაზე ყურადღების გამახვილება ზედმეტია.

ხმები

სექსი ბგერების სამეფოა და ზოგი ბგერა ხანდახან სასაცილოდაც ჟღერს. იდეალურ შემთხვევაში, პროცესით ისე უნდა იყოთ მოხიბლული, რომ არანაირმა ხმამ არ მიიქციოს თქვენი ყურადღება. თუმცა, აქტის დროს ხანდახან შეიძლება სიცილი გინდებათ, მაგრამ ამის გაკეთებას არასდროს გირჩევთ.
პარტნიორი ორგაზმის დროს ღია და გულწრფელია, ამიტომ ღირს თავის შეკავება; გარდა ამისა, გიფიქრიათ თქვენ რა ხმებს გამოსცემთ სექსის დროს? შეეცადეთ მიიღოთ ეს პროცესი, როგორც ძალიან ბუნებრივი და სრულიად ნორმალური.

სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა



მამაკაცებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა. მაშინაც კი, თუ თქვენი პირველი ინტიმური ურთიერთობა ერთ წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, არ არის საჭირო ამაზე ყურადღების გამახვილება. შესაძლოა, ის ღელავდა და ეცდება შემდეგში აუცილებლად გამოასწოროს. თუმცა, თუ პრობლემა რეგულარულ სახეს მიიღებს, ჯობია სპეციალისტთან ვიზიტზე იფიქროთ.

დაუნდობელი ფიზიოლოგია

არცერთი ჩვენგანი არ არის დაცული სექსის დროს საპირფარეშოს მოულოდნელი მოთხოვნილებისგან, ან დაცემინებისგან. თუ ასეთი რამ დაგემართათ, რის გამოც ძალიან უხერხულად იგრძნობთ თავს, ერთადერთი შესაბამისი რეაქციაა შეეცადოთ და მოაჩვენოთ თავი, რომ არაფერი მომხდარა.



ავარაუდოა, რომ ძლიერი ვნების დროს თქვენმა პარტნიორმა ვერც კი შეამჩნია ეს და თუ შეამჩნია, შეგიძლიათ ერთად გაიცინოთ ამაზე.

სექსუალური ფანტაზიები

თითოეული ჩვენგანის ინტიმური ცხოვრება სავსეა ფანტაზიებით და ზოგჯერ, სიამოვნების მისაღებად, პარტნიორს შეიძლება მოაფიქრდეს რაღაც მოულოდნელი ან თუნდაც სასაცილო. მაგალითად, უცებ დაიწყოს მარველის ყველა გმირის ხმამაღლა ჩამოთვლა, რათა გადადოს დასასრული.



არსებობს, უფრო ეგზოტიკური ვარიანტებიც, მაგრამ პირდაპირ იმ წუთში, როდესაც ეს ხდება და, რა თქმა უნდა, თუ ეს არ არის ის, რაც შეურაცხგყოფთ, არ ღირს ამაზე მსჯელობა ან სიცილი. შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან უარი უთხრათ პარტნიორს.

სახის გამომეტყველება

სექსის დროს სასაცილო სიტუაციებზე საუბრისას, არ შეიძლება არ აღინიშნოს წყვილების სახის გამომეტყველება ორგაზმის დროს - სიამოვნების პიკში ეს ყველასთვის ძალიან არაესთეტიკურად გამოიყურება. უნებლიე სიცილის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია უბრალოდ არ შეხედოთ პარტნიორს, დახუჭოთ თვალები და მთლიანად დანებდეთ პროცესს.