კარგი სექსუალური ცხოვრება გადამწყვეტია სიყვარულისა და ვნებიანი მონოგამიის შესანარჩუნებლად. სექსის დროს მამაკაცი გამოყოფს ჰორმონს - ტესტოსტერონს, ხოლო ქალებში გამოიყოფა ოქსიტოცინი, რაც ორივეს ბედნიერად აგრძნობინებს თავს.
აღიარებულია, რომ მამაკაცი სექსისთვის მზად არის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ შემთხვევაში. მაგრამ იმისათვის, რომ ქალმა იგრძნოს ვნება და სექსით დაკავების სურვილი, მან უნდა იგრძნოს განსაკუთრებული პარტნიორი.
მამაკაცები და ქალები განსხვავებულად განიცდიან მიზიდულობას. მამაკაცები ჯერ ფიზიკურ მიზიდულობას გრძნობენ, შემდეგ კი ემოციური და გონებრივი კავშირი მოდის; ქალები კი ჯერ გონებრივ კომპეტენციას ეძებენ, შემდეგ კი ემოციურს.
როდესაც წყვილები ერთად ცხოვრობენ და დაძაბული ყოველდღიური გრაფიკი აქვთ, მათი პრიორიტეტები ნელ-ნელა იცვლება. ხდება ისე, რომ მამაკაცები ივიწყებენ გრძნობებს, ქალებს კი თანდათან უსუსტდებათ სექსუალური ლტოლვა. თუმცა, როდესაც წყვილები გადაწყვეტენ დრო დაუთმონ სიყვარულს და რომანტიკას, შესაძლოა მათი ურთიერთობა დაუყოვნებლივ გაუმჯობესდეს.
ზოგჯერ, როდესაც ურთიერთობაში დაძაბულობა ჩნდება, ერთ პარტნიორს სურს შეწყვიტოს სექსი, მაგრამ ეს არასდროს არის გამოსავალი. საუკეთესო, რაც წყვილს შეუძლია გააკეთოს, არის ფოკუსირება უკეთეს სექსზე, რადგან რაც უფრო ვნებიანი ხდება სექსი, მით უფრო მაღალია იმის მოლოდინი, რომ ურთიერთობა გაუმჯობესდეს.
ისევე, როგორც გვჭირდება მრავალფეროვანი კვება, ჯანმრთელი ცხოვრებისთვის, ასევე გვჭირდება მრავალფეროვნება ინტიმურ ურთიერთობებში.
არსებობს სექსის 3 ტიპი, ესენია:
1. ჯანსაღი სექსი სახლში;
სექსის ეს სტილი არის რეგულარული, ჯანსაღი სექსუალური ცხოვრების საფუძველი. ჩვეულებრივ ეს ხდება კვირაში რამდენჯერმე და დაახლოებით 30 წუთი გრძელდება. ეს დრო საკმარისია, რომ წყვილმა მიიღოს სიამოვნება და განიცადოს ორგაზმი.
2. სწრაფი სექსი;
ასეთი ტიპის სექსი ჰგავს არაჯანსაღი საკვების მიღებას, რომელიც ვიცით, არ არის ჯანმრთელია, მაგრამ გემრიელია. იგივე ეხება სექსსაც. სწრაფი და სასიამოვნო სექსისთვის სულ რაღაც 5-7 წუთი საკმარისია. თუ იგრძნობთ, რომ სექსის ძლიერი სურვილი მოგაწვათ, მისგან აუცილებლად უნდა განთავისუფლდეთ. ეს იქნება შესანიშნავი საჩუქარი, რომელიც ქალმა შეიძლება მისცეს პარტნიორს და ხშირად, ხდება ისეც, რომ იგივე პარტნიორი მასთან კვლავ მოდის ინტიმური ურთიერთობისთვის.
3. გურმანი სექსი;
ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს არის ისეთი სექსი, როცა მთლიანად უნდა დატკბეთ ამ რიტუალით.
ყველა ქალს სჭირდება დაღვინება, სადილობა და რომანტიკული ურთიერთობა - გურმანი სექსი სწორედ ამას გავს, გემრიელი საკვებით და გემოვნებიანი მუსიკით დამშვენებულ მდიდრულ ვახშამს.
არასოდეს გადადოთ სექსი და სულ გახსოვდეთ: "თუ დედა არ არის ბედნიერი, მაშინ არავინ არის ბედნიერი!"
თემები: სექსი, სექსუალური მიზიდულობა