ადამიანების უმეტესობა ტელეფონთან დიდ დროს ატარებს, მუდმივად ამოწმებს შეტყობინებებს ან წერილებს „სქროლავს“, უყურებს ვიდეოებს და ა.შ. თუმცა, ტელეფონები შეიძლება საზიანო გახდეს, მას შეუძლია ადამიანები დააშოროს ერთმანეთს.
ჩვენ გირჩევთ, როგორ შეზღუდოთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ტელეფონი და დრო უფრო საინტერესოდ გაატაროთ.
ტელეფონის მართვა
აუცილებელია ისწავლოთ ტელეფონის სწორად მართვა. ნუ გამოიყენებთ მას უმიზეზოდ; ამის ნაცვლად დაკავდით იმით, რაც სიხარულს და სიამოვნებას მოგანიჭებთ.
შეგიძლიათ გამოყოთ ტელეფონის გამოყენების კონკრეტული დრო. გამოიყენეთ პროგრამები, რომლებიც ბლოკავს კონკრეტულ საიტებს. დაიმახსოვრეთ - ყველა კონტენტი, რაც სოციალური მედიიდან მოდის, შექმნილია იმისთვის, რომ დაგაინტერესოთ, დრო დაგაკარგვინოთ და გახდეთ მასზე დამოკიდებული. ეცადეთ, შეამციროთ ეს გავლენა და ძვირფასი დრო არ დაკარგოთ სმარტფონებთან.
პაემანი ტელეფონის გარეშე
გამოყავით მეტი დრო სხვებთან ურთიერთობისა და გართობისთვის. გამორთეთ ტელეფონი, ან სულ მცირე, გამორთეთ შეტყობინებები.
დაგეგმეთ პაემანი, რომელსაც მხოლოდ თქვენ ორს მიუძღვნით და გადადეთ გვერდზე ტელეფონები. გაბედეთ, ვახშამი მიირთვათ ტელეფონის გარეშე.
სთხოვეთ პარტნიორს იგივე გააკეთოს, რათა ორივე თანაბარ მდგომარეობაში იყოთ, შეტყობინებების შემოწმებას მოგვიანებითაც მოახერხებთ.
შექმენით საკუთარი წესები
ზოგჯერ სასარგებლოა ტელეფონის გამოყენების საკუთარი წესების შექმნა: გამოიყენეთ იგი მხოლოდ ლანჩის დროს, ან მხოლოდ მაშინ, როცა მეტისმეტად დაღლილი და არაპროდუქტიული ხართ სხვა რამისთვის.
გადაწყვიტეთ რისთვის გჭირდებათ ტელეფონი
დაფიქრდით, რისთვის იყენებთ ტელეფონს. სავარაუდოა, რომ მთლიანად უარის თქმა მასზე რთული იქნება. შეეცადეთ გამოიყენოთ ტელეფონი უფრო ფრთხილად და გადაწყვიტოთ რისთვის იყენებთ მას - გასართობად თუ სამუშაოდ? შეინახეთ აპლიკაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ მხარდაჭერას თქვენი სამუშაოსთვის, ასევე, შეამცირეთ სოციალური მედია აპლიკაციები.
თემები: პლანშეტებზე და ტელეფონებზე დამოკიდებული ბავშვები, ტელეფონი