ჯანმრთელობა

შოკოლადი - საიდუმლო იარაღი ზედმეტი წონის წინააღმდეგ

შოკოლადი - საიდუმლო იარაღი ზედმეტი წონის წინააღმდეგ

რძიანი, თხილიანი, თეთრი, შავი - როგორიც გინდა და რამდენიც... არა, რამდენიც არა! მართალია, დღეს აღარავის უკრძალავენ შოკოლადის ჭამას და სპეციალურ დიეტაზე მყოფებსაც კი აქვთ თავიანთი დღიური ულუფა, თუმცა ზომიერება აქ ძალიან მნიშვნელოვანია.

შოკოლადი - საიდუმლო იარაღი ზედმეტი წონის წინააღმდეგ

შეერთებულ შტატებში, სირაკუზის უნივერსიტეტში ფართომასშტაბიანი, ექსპერიმენტული გამოკვლევა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა ასაკის მქონე ათასამდე ადამიანი. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ შოკოლადი ამაღლებს შემეცნების უნარსა და განწყობილებას, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას და ავითარებს აბსტრაქტულ აზროვნებას.

შოკოლადი - საიდუმლო იარაღი ზედმეტი წონის წინააღმდეგ

რამდენიმე წლის წინ, თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველ დილით შოკოლადს ჭამენ, უფრო შრომისუნარიანები არიან მთელი დღის განმავლობაში. გამოკვლევებმა ასევე აჩვენა, რომ განსაზღვრული რაოდენობის შოკოლადი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიეტის დროს. შოკოლადი, განსაკუთრებით შავი შოკოლადი, ხელს უწყობს კლების პროცესს.

შოკოლადი - საიდუმლო იარაღი ზედმეტი წონის წინააღმდეგ

შენს ტვინსა და სხეულს გაღვიძებისთანავე სჭირდება ენერგია. დილით მიღებული საკვები მალე გარდაიქმნება ენერგიად, ამიტომაც სასურველია, შოკოლადი დღის პირველ ნახევარში შეჭამო. ამ პერიოდში არც მოიმატებ და თავსაც ენერგიულად და მხნედ იგრძნობ.

გაინტერესებს, სხვა რომელ საკვებს აქვს შოკოლადის მსგავსი სასარგებლო თვისებები?

ძალიან სასარგებლოა ბოსტნეულისგან დამზადებული კერძები; ხილი, კონკრეტულად, ყურძენი და ვაშლი; ასევე წითელი ღვინო და ზომიერად შეფერილი ჩაი; სასარგებლოა კაკაოც.

შოკოლადი - საიდუმლო იარაღი ზედმეტი წონის წინააღმდეგ

10-15 გრ შოკოლადი დესერტად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მთელი დღე მხნედ და ენერგიულად გაატარო, იყო შრომისუნარიანი, გონებაგახსნილი, ბედნიერი და მხიარული.

შოკოლადი - საიდუმლო იარაღი ზედმეტი წონის წინააღმდეგ