განვითარებული EQ-ის მქონე ადამიანს შეუძლია ამოიცნოს და გაიგოს სხვისი ემოციები, მათი განზრახვები, მოტივაცია და ასევე აკონტროლოს საკუთარი გრძნობები.მაღალი ინტელექტი ანუ IQ არის გაგების, სწავლის, აღქმის, დაგეგმვისა და პრობლემის გადაჭრის უნარი. ინტელექტი ასევე შეიძლება იყოს ემოციური - EQ ანუ ემოციური ინტელექტი და ეს ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობისას.
ერთად, მაღალი IQ და EQ შესაძლებელს ხდის გონივრულად მართოთ თქვენი ცხოვრება და არ მოხვდეთ პრობლემურ სიტუაციებში, რადგან უმრავლესობის სირთულის მიზეზი თავად ჩვენ ვართ და ჩვენი გაუაზრებელი ქცევა.
მოდით, განვიხიოთ ქცევები, რომელსაც მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები, არასოდეს ჩაიდენენ.
არ იძიებენ შურს
მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები, არასოდეს ფიქრობენ მიზანმიმართულად მიაყენონ სხვას ზიანი, ან შური იძიონ მასზე. მათ თავიანთი პრინციპები აქვთ, სხვების შეცდომებზე სწავლობენ და თუ ვინმე წარმატების გზაზე გადაეღობებათ, შურისძიების ნაცვლად, უფრო მეტი მონდომებითა და წარმატებით აღწევენ მიზანს.
არ ცდილობენ სხვების შეცვლას
მაღალი ინტელექტის ადამიანები ცივი გონებით აზროვნებენ და ძალიან კარგად იციან, რომ ვინმეს შეცვლა უბრალო წყლის ნაყვაა. ისინი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ, ზრუნავენ მუდმივ განვითარებაზე და არსებული შეცდომების გამოსწორებაზე. ამიტომაც ან იღებენ ადამიანს ისეთს, როგორიც არის, ან საერთოდ წყვეტენ ურთიერთობას მასთან. ისინი იშვიათად, მაგრამ ეთიკურად გასცემენ რჩევებს.არ გაურბიან პასუხისმგებლობას
ასეთი განვითარების ადამიანებმა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შესანიშნავად იციან. ისინი საკუთარ წარუმატებლობასა თუ კრახს, არასოდეს დააბრალებენ სხვას. მათი წარმატების გასაღებიც სწორედ ამაშია - აქვთ თავიანთი გამოკვეთილი გეგმა და მას მიჰყვებიან. თუკი მათი ჩანაფიქრი არასწორად ხორციელდება, მზად არიან ახალი ენერგიითა და მოტივაციით თავიდან დაიწყონ საქმე.
არ ერთვებიან უსაფუძვლო კამათში
მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებმა დროის ფასი ყველაზე კარგად იციან, ამიტომაც, ისეთ კამათში, რომელიც უსაფუძვლო და ამაოა, არასოდეს ერთვებიან. უაზრო და აბსურდული კამათით საკუთარი უპირატესობის დადასტურებას არასოდეს ცდილობენ და საკუთარ საქმეზე არიან ორიენტირებულნი.იცავენ სხვების საზღვრებს
მაღალი ინტელექტის ადამიანები არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების პირადი საზღვრების დაცვაც შესანიშნავად იციან და არასოდეს ერთვებიან სხვის საქმეში ან განკითხვაში უხეშად. არც სხვებს მიუთითებენ რამის გაკეთებისკენ, ან სწავლებისკენ, ისინი მაღალი ეთიკური ნორმების დაცვით აძლევენ გარშემომყოფებს რჩევებს თუ რეკომენდაციებს. ამიტომაც ისინი ყოველთვის გაწონასწორებული ადამიანის იმიჯით სარგებლობენ კოლეგებთან და ნაცნობებთან.მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს
მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანს აქვს იმის გაგება, რომ მუდამ ფორმაში იყოს. თუ სხეული არაჯანსაღია და მისი „პატრონი“ არ ვარჯიშობს, სიცოცხლისთვის ენერგია ცოტაა. ასეთი ადამიანისთვის სარკეში საკუთარი თავის შეხედვა უსიამოვნო ხდება. ჩნდება შფოთვა და უხერხულობა. ის თავს დაუცველად გრძნობს და ავლენს აგრესიას. ეს ყველაფერი კი აფერხებს ცხოვრების ხალისს. ცხოვრება კი მოძრაობა და აქტიურობაა.
არ წყვეტენ განვითარებაზე ფიქრს
მათ კარგად იციან, რომ ცოდნის მიღება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი და რომ, დღევანდელ სწრაფად ცვალებად რეალობაში 5-10 წლის წინ შეძენილი ცოდნით განვითარება არარეალურია, ისინი ფოკუსირებული არიან შემდეგ მიმართულებებზე - საკუთარი თავის გაგება და აღიარება, ცნობიერების დონის გაფართოება, კონტაქტების გაზრდა, ახალი შესაძლებლობებისა და ჰორიზონტების კვლევა და აღმოჩენა.თემები: ინტელექტუალი