სტილი

სამოსი, რომლის ჩაცმაც სამსახურში ვულგარულად გამოგაჩენთ ​​​​​​​

სამოსი, რომლის ჩაცმაც სამსახურში ვულგარულად გამოგაჩენთ ​​​​​​​

როდესაც თერმომეტრი 30 გრადუსზე მაღლა იწევს, ძნელია სხვა რამის ტარება, გარდა თხელი, გამჭვირვალე სამოსისა და ტოპებისა.

მათ, ვისაც არ გაუმართლა და ზაფხულის ხვატში შვებულების ნაცვლად, სამსახურში სიარული უწევს, სადაც, როგორც წესი, თუ მკაცრი ჩაცმულობის კოდი არ არის, ზოგადად მიღებული წესები მაინც არსებობს - TREND გირჩევთ, რა ნივთები არ უნდა ჩაიცვათ სამუშაო სივრცეში ისე, რომ არ გქონდეთ ვულგარული იმიჯი.

მოკლე შორტები



მოკლე შორტები საუკეთესოა პარკში ან ზღვის სანაპიროზე სასეირნოდ. თუმცა, სამუშაო სივრცეში მის ჩაცმას არ გირჩევთ. უმჯობესია აირჩიოთ მინი სიგრძის ბერმუდის შორტები ან ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული თხელი შარვალი. მოდის ბრენდები გვთავაზობენ შორტის უამრავ თანამედროვე ვარიანტს შავი, კრემისფერი, რძისა და ხაკის კლასიკურ ფერებში.

მინი ტოპები



კიდევ ერთი აკრძალვა ვრცელდება მოჭრილ მაისურებზე, ტოპებსა და ბლუზებზე. ტოპი ძალიან კარგია სასეირნოდ, პაემანზე ან მეგობრებთან შეხვედრაზე, მაგრამ სამსახურში მსგავსი ზედით მისვლა, თუნდაც მაღალწელიანი შარვალი ან ქვედაკაბა გეცვათ, არასდროს არის კარგი გადაწყვეტილება. ტოპი არის ძალიან არაფორმალური გარდერობის ნივთი, რომელიც არ განიხილება საოფისე ჩაცმულობად.

ცხადია, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში ყველაზე კომფორტული და მაქსიმალურად თხელი ნივთების ჩაცმა გვინდა, ტოპები კი განსაკუთრებით კარგი არჩევანია ამ დროს, მაგრამ სამსახურში ჩასაცმელად უმჯობესია აირჩიოთ ბამბის მაისური ან ხარისხიანი მასალისგან დამზადებული პერანგი. ასეთი ფაქტურა სუნთქავს, არ ზღუდავს მოძრაობას და შესაფერისად გამოიყურება ოფიციალურ გარემოშიც კი.

გამჭვირვალე ნივთები



გამჭვირვალე მასალებისა და ქსოვილების ტენდენცია აქტიურია ყოველწლიურად, მაგრამ ასეთი ნივთები ელეგანტურად გამოიყურება მხოლოდ სანაპიროზე და წვეულებებზე. ოფისში თავს არაკომფორტულად იგრძნობთ გამჭვირვალე ბლუზაშიც კი, რადგან ასეთი ფაქტურები პრაქტიკულად არ სუნთქავს.

ღია ფეხსაცმელი



ბოლო რამდენიმე სეზონის ყველაზე ტრენდული ფეხსაცმელი ე.წ. „სლიპონები“ ძალიან კომფორტულია ცხელ დღეებში, მაგრამ ის უმეტესად სანაპიროზე, პარკში ან ქალაქის ქუჩებში სასიარულოდ უფრო კომფორტული და მორგებულია, ვიდრე სამსახურში.
თუ გსურთ ფეხზე კომფორტულად გეცვათ ზაფხულის ცხელ ამინდში, არავითარ შემთხვევაში არ აირჩიოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, შეგიძლიათ ატაროთ ჭილოფის ან ნატურალური მასალისგან დამზადებული ფეხსაცმელი, ე.წ. „ესპადრელები“ ან მინიმალისტური სანდლები.

მოკლე კაბები



როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მინი სიგრძე არ არის შესაფერისი ოფისისთვის, იქნება ეს შორტი თუ კაბა. მიდი სიგრძის მოდელები გამოიყურება ბევრად უფრო შთამბეჭდავად და ელეგანტურად და რაც მთავარია, შესაბამისად.
ცხელი სამუშაო დღეებისთვის აირჩიეთ ბუნებრივი და ნატურალური მასალისგან დამზადებული და თავისუფლად მორგებული საშუალო სიგრძის კაბები. მსგავსი მოდელები ბევრად მოდურად და აქტუალურად გამოიყურება.