სტილი

ნივთები, რომელიც არასდროს დაგჭირდებათ შვებულებაში, მაგრამ მაინც თან მიგაქვთ - როგორ ჩავალაგოთ ბარგი სწორად

ნივთები, რომელიც არასდროს დაგჭირდებათ შვებულებაში, მაგრამ მაინც თან მიგაქვთ - როგორ ჩავალაგოთ ბარგი სწორად

ბევრ უსარგებლო ნივთი დიდ ადგილს იკავებს თქვენს ჩემოდანში, თუმცა მათ მაინც ჯიუტად ალაგებთ. ჩვენ გასწავლით, როგორ შეამსუბუქოთ ჩემოდანი ზედმეტი ტვირთისგან. თმის საშრობითა თუ მაკიაჟის ჩანთებით დაწყებული, წიგნებითა და ჟურნალებით დამთავრებული.

ჰიგიენური საშუალებები

როდესაც ჰიგიენური საშუალებების ჩალაგებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ კბილის ჯაგრისზე ან თქვენს საყვარელ თმის კონდიციონერზე, მაგრამ სასტუმროს საპნები, ბამბის ტამპონები და შხაპის ქუდები ნამდვილად დაზოგავს ადგილს თქვენს ჩემოდანში. ზოგიერთ სასტუმროს ასევე შეიძლება ჰქონდეს კბილის პასტის, საპარსი კრემის, ქალის ჰიგიენის საშუალებების და სამკერვალო კომპლექტების მარაგი - საიდუმლო ის არის, რომ უნდა მოითხოვოთ ისინი.

ყოველდღიური კოსმეტიკური ჩანთა

მოგზაურობის წინ აუცილებლად გაათავისუფლეთ მაკიაჟის ჩანთა იმ ნივთებისგან, რაც არ დაგჭირდებათ. თან წაიღეთ მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებთ - ტონალური კრემი, რუჟი ან ბრონზერი, წარბის ფანქარი, მინიმალური თვალის ჩრდილი, ტუში და პომადა.

თმის საშრობი და უთო

დატოვეთ თქვენი თმის საშრობი და სახვევი უთო სახლში, რადგან ისინი დიდ ადგილს იკავებენ, თანაც, სასტუმროების უმეტესობას უკვე აქვს თმის საშრობი. შეეცადეთ თან წაიღოთ თმის ვარცხნილობისა და დამცავი საშუალებების მხოლოდ ყველაზე პატარა ქილები.

ჟურნალები

რა თქმა უნდა, ბევრს სიამოვნებით კითხულობს შვებულებაში, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ კინგლი ან პლანშეტი, შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ძვირფასი ადგილი თქვენს ზურგჩანთაში წიგნებისა და ჟურნალების სახლში დატოვების გზით.

კომპიუტერი ან ტაბლეტი

თუ ეს არ არის სამუშაო მოგზაურობა, თქვენ შეგიძლიათ ზაფხულის შვებულებას გაუმკლავდეთ მხოლოდ თქვენი სმარტფონით, მაგრამ თუ გეგმავთ ტაბლეტის, ლეპტოპის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის წაღებას, ეცადეთ არჩევანი მხოლოდ ერთ მოწყობილობაზე შეაჩეროთ. გახსოვდეთ, გაჯეტის გადაჭარბებული არსებობა იწვევს არაოპტიმალურ დასვენებას. აირჩიეთ მოწყობილობა გონივრულად და დაზოგეთ შვებულების დრო და ბარგის ადგილი.

თეთრეული და პირსახოცები

თუ ბანაკში არ მიდიხართ, არ წაიღოთ თან პირსახოცები ან თეთრეული. ამ საჭიროებას სასტუმროები უზრუნველყოფენ.

ტანსაცმელი

როგორც წესი, მოგზაურობისას წაღებული ტანსაცმლის ნახევარს არ ვიცვამთ ხოლმე, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად ყურადღებით შეარჩიოთ გარდერობი. ნუ წაიღებთ ისეთ სამოსს, რომელსაც არ ჩაიცვამთ. სტანდარტული მოგზაურობისთვის საკმარისია დაახლოებით სამი ზედა და სამი ქვედა ნაწილი, რომლებიც პრაქტიკული და კომფორტულია და შეიძლება ერთმანეთს მოუხდინოთ.

არაპრაქტიკული ფეხსაცმელი

არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე შვებულებაში არაკომფორტული ფეხსაცმლით სიარული, ამიტომ ფრთხილად შეარჩიეთ და არასოდეს ჩაალაგოთ ჩემოდანში წყვილი, რომელიც ჯერ არ გცმიათ; ასევე სახლში დატოვეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. უპირატესობა მიანიჭეთ პრაქტიკულ და რბილ ფეხსაცმელს და შეეცადეთ იპოვოთ ბალანსი სტილსა და კომფორტს შორის.

ძვირადღირებული აქსესუარები და სამკაულები



გაუძელით ცდუნებას და არ ჩაალაგოთ თქვენი ყველაზე ძვირადღირებული და ლამაზი საათი, სამკაულები, დიზაინერული ჩანთა ან გარდერობის ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია. ხშირ შემთხვევაში, ძვირფასი ნივთებით მგზავრობა ჯიბის ქურდობის მთავარი სამიზნე ხდება. გარდა ამისა, თქვენ რისკავთ დაკარგოთ ან დატოვოთ აქსესუარები სადმე, რასაც აუცილებლად ინანებთ და შვებულებაც ცუდ მოგონებებს დაგიტოვებთ.