ჰოროსკოპი

აგვისტოს თვის ჰოროსკოპი - ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

აგვისტოს თვის ჰოროსკოპი - ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ვერძებო, აგვისტოს თვე თქვენთვის არის დრო, რომელიც გეხმარებათ წარსულს ახალი თვალით შეხედოთ. სავსე მთვარე მერწყულში არის ინოვაციური, რადგან ის სავსეა ინტენსიური ასპექტებით, რომლებიც თქვენს გულებს ათასგვარი გამოწვევისკენ და ასევე ზრდისკენ უბიძგებს. მთავარია იყოთ მომთმენი საკუთარი თავის და სხვების მიმართ, ეს არის დრო, ფოკუსირება მოახდინოთ კეთილდღეობაზე და მეტი ყურადღება მიაქციოთ თქვენი ცხოვრების პატარა დეტალებს.

აგვისტოს თვე ვერძებს სასიყვარულო ასპექტში ბევრ კარგ სიახლეს პირდება. დაეყრდენით იმას, რაც ამ თვეში ენერგიას მოგცემთ, იქნება ეს თქვენი განსაკუთრებული ადამიანისთვის დროის გამოყოფა, თუ ისეთ ადგილას მოგზაურობა, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხართ.

კურო

კუროებო, აგვისტო ახალი შთაგონებითა და ვნების განახლებული გრძნობით აგავსებთ. ლომების სეზონი ანათებს თქვენს ფლირტისა და გართობის მოყვარულ მეხუთე სახლს, ასე რომ, იყავით მხიარული და მიჰყევით იმას, რაც სიხარულს მოგანიჭებთ - განსაკუთრებით 5 აგვისტოს ახალმთვარეზე, რომელიც ჰარმონიზდება თქვენს მმართველ პლანეტა მარსთან. ეს შესანიშნავი დროა ახალი ჰობის დასაწყებად, ან ახალი რომანტიკული რომანის დასაწყებად.

აგვისტოს შუა რიცხვებში მარსისა და პლანეტა სატურნის გადასვლამ თქვენს ნიშანში, შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სირთულეები გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, შესაძლოა იგრძნოთ ცოტა გაუცხოება, ან ვერ გამოხატოთ საკუთარი თავი ისე, როგორც გსურთ.

აგვისტოს ბოლოდან სამყაროსგან მიიღებთ შთაგონებას მეტი პროდუქტიულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, რომანტიკული ურთიერთობებიც ჰარმონიაში გადავა და შეიძლება თქვენი პარტნიორული ურთიერთობა ქორწინებაშიც გადაიზარდოს.

ტყუპები

აგვისტო საკმაოდ საინტერესო დროა ტყუპების კომუნიკაციის თვალსაზრისით, ამიტომ საკუთარი თავის გამოხატვა ამ თვის დიდი გამოწვევაა ტყუპებისთვის. აგვისტოს ახალი მთვარე შთაგაგონებთ, თქვათ ყველაფერი, რასაც ფიქრობთ და უფრო დარწმუნებული იყოთ თქვენს სიმართლეში, თუმცა ამასთან , გვერდს ვერ აუვლით არასწორ კომუნიკაციას, მაგრამ მერკური რამდენიმე დღის შემდეგ გაძლევთ შანსს უფრო ნათლად შეხედოთ მოვლენებს და სწორად გადააფასოთ.

სავსე მთვარე მერწყულის ნიშანში ამოდის 19 აგვისტოს, რაც გიბიძგებთ უფრო ინოვაციური გახადოთ თქვენი მსოფლმხედველობა. 22 აგვისტოდან შესაძლოა მოგიწიოთ მეტი საშინაო საკითხების მოგვარება.

აგვისტოში ოჯახურ ცხოვრებას, საშინაო პრობლემებს და სენსიტიურ გრძნობებს ცენტრალური ადგილი უკავია, ამიტომ კარგია თუ ამ კუთხით მეტ დროს გამოყოფთ; როგორც სოციალური ნიშანი, თქვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა და ამ თვეში ბევრს იფიქრებთ კომუნიკაციის სტილზე. დაიმახსოვრეთ, საუბრის მიზანი თქვენი აზრის სწორად გადმოცემაა; კომუნიკაცია შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს იმისდა მიხედვით, თუ ვის ესაუბრებით და არ არსებობს სწორი ან არასწორი გზა ვინმესთან დასაკავშირებლად.

კირჩხიბი

კირჩხიბებო, ფინანსებზე ფიქრი ყოველთვის არ არის სახალისო, მაგრამ ამ თვეში გექნებათ შანსი, გადააფასოთ თქვენი მატერიალური ქონება და პროფესიული მიზნები. ახალი მთვარე ხაზს უსვამს თქვენს მე-2 სახლს, რაც ახალ სტატუსს მოგცემთ ფინანსებსა და მუშაობაში. მერკურის რეტროგრადული მოძრაობა ამ თვის ბოლოს კიდევ უფრო მოგიწოდებთ ღრმად იფიქროთ თქვენს ამჟამინდელ კარიერაზე.

გამოიყენეთ აგვისტოს ბოლო დღეები ტექსტებისა და ელ.ფოსტის გასაცნობად და დაუკავშირდით მეგობრებს ზაფხულის ბოლო გეგმების შესასრულებლად. მოკლედ, მთელი აგვისტო თქვენს სამსახურებრივ საქმეებს დაუთმეთ და დაელოდეთ მალე დაწინაურებას ახალ პოზიციაზე.
შეეშვით მღელვარებას იმაზე, რასაც ვერ გამოასწორებთ - ნუ იხედებით უკან, დაისახეთ მომავალი საინტერესო გეგმები და კონცენტრირდით სასიამოვნო სიახლეებზე.

ლომი

გილოცავთ დაბადების დღეს, ლომებო! აგვისტოს თვე ხელსაყრელი დროა, გადააფასოთ თქვენი პირადი მიზნები და ახალი რაკურსით შეხედოთ საკუთარ თავს. გამოიყენეთ შუა თვეში მერკურის გადმოსვლა თქვენს ნიშანში და მიიღეთ პოზიტიური გადაწყვეტილებები, რაც მომავალში წარმატებული წლის საწინდარი იქნება.

აგვისტო გამოიყენეთ დასვენებისთვის, განტვირთვისთვის, რაც შეიძლება დიდი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. აგვისტოს მზე უხვად ანათებს თქვენს ნიშანში, ის სავსეა მოქმედებით, მღელვარებითა და ახალი შესაძლებლობებით. მზე და მთვარე მოტივირებულ მარსსა და იღბლიან იუპიტერს აძლიერებენ, რაც შთაგაგონებთ ოპტიმიზმითა და უსაზღვრო ენერგიით მიაღწიოთ თქვენს მიზნებს.

ქალწული

ქალწულებო, ამ თვის თქვენი თემაა საკუთარი თავის სიყვარული, რაც საშუალებას გაძლევთ წარსულში დატოვოთ ის, რაც აღარ მოგწონთ და ფოკუსირდეთ საკუთარ თავზე. ამავდროულად, ვენერა შემოდის თქვენს ნიშანში, რაც საშუალებას მოგცემთ ჩადოთ ახალი ენერგია სიყვარულში, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარშემომყოფებისთვის.
მოუთმენლად ელოდეთ ზაფხულის ნათებას, რადგან რომანტიკული ვენერა შემოდის თქვენს ნიშანში და გაფრქვევთ თავის მიმზიდველ მაგიას. ახალი მთვარის შემდეგ თქვენი მმართველი პლანეტა მერკური თქვენს ნიშანში რეტროგრადულად დაისადგურებს, ასე რომ, ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა იმოძრავეთ ლოჯისტიკური საკითხებით, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე სერიოზული არეულობა.

ზოგიერთმა კოსმიურმა შეტაკებამ შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა თქვენს კარიერასა, პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებს შორის. გამოიყენეთ სავსე მთვარე 19 აგვისტოს, როგორც დრო, რათა თავი დააღწიოთ არასაჭირო ვალდებულებებს და მეტი დრო გქონდეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებისთვის.
გაიხარეთ! მზის ყურადღების შუქი თქვენზეა და თქვენ უფრო გამოცოცხლებულად იგრძნობთ თავს.

სასწორი

ამ თვეში ბევრს იფიქრებთ მეგობრობაზე და სოციალურ წრეებზე. ახალი მთვარე ლომში ხაზს უსვამს თქვენს მე-11 სახლს - მეგობრობისა და სოციალური ცნობიერების ამაღლებას, რაც გიბიძგებთ, მიმართოთ საყვარელ ადამიანებს და ღრმად ჩაერთოთ კავშირებში. ლომში რეტროგრადული მერკური ასევე მოგცემთ სტიმულს, ახლო ურთიერთობების გადაფასებისთვის.

ვიცით რომ გძულთ კონფლიქტების განხილვა და ცდილობთ ყოველთვის სწორად ეკონტაქტოთ  ადამიანებს, მაგრამ გთხოვთ, იყავით გულწრფელი მეგობრებთან და ისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობთ თავს, რამაც შეიძლება რეალურად გააძლიეროს თქვენი კავშირები. გაატარეთ ხარისხიანი დრო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებთან და დაუდასტურეთ სიყვარული.

მორიელი

თქვენ მიიღებთ გარკვეულ სიცხადეს თქვენი კარიერული მიზნების შესახებ და იმაზეც, თუ როგორ გსურთ გამოჩნდეთ ხალხის წინაშე ამ თვეში. მერკური ლომში ხაზს უსვამს თქვენს კარიერის მე-10 სახლს და საჯარო იმიჯს, წინა პლანზე წამოწევს თქვენს პროფესიულ მიზნებს და იმას, თუ როგორ გსურთ თქვენი კავშირების და გაფართოება. ეკონტაქტეთ ეფექტური კომუნიკაციისთვის არა მხოლოდ თქვენს თანამშრომლებთან, არამედ უბრალო ნაცნობებთანაც, რომლებსაც შეუძლიათ მოგაწოდონ ინფორმაცია სხვა სფეროების შესახებ, რომლებიც შეიძლება გაინტერესებდეთ.

დაისახეთ თქვენთვის სასურველი ცხოვრება და იზრუნეთ მის მიღწევაზე. მორიელის ჰოროსკოპი 2024 წლის აგვისტოსთვის უამრავ კოსმოსურ ენერგიას ატარებს თქვენს კარიერულ სფეროში, ამიტომ მზად იყავით თქვენი ნიჭი სრულად გამოავლინოთ. აგვისტო შესანიშნავი დროა მომავალი სამუშაო მცდელობისთვის, ახალი კარიერული გზისკენ სვლისთვის ან თქვენი პროფესიული სოციალური მედიის გასაუმჯობესებლად. ყურადღება გაამახვილეთ გუნდურ მუშაობაზე, რაც ნამდვილად გამოგადგებათ, მხარდაჭერისა და ინსპირაციისთვის დაეყრდენით თქვენს მეგობრებს და თანატოლებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის აგვისტო მოგზაურობის თვეა, როდესაც ახალი მთვარე ხაზს უსვამს თქვენი მოგზაურობისა და სიბრძნის მე-9 სახლს, თქვენ იწყებთ თვეს გაფართოების სურვილით, როგორც გეოგრაფიულად, ასევე მენტალურად.

თქვენ გიყვართ თქვენი აზრების დაუყონებლივ გახმოვანება, მაგრამ შეეცადეთ ყურადღება მიაქციოთ იდეებს, რომლებიც ჩნდება თქვენს უფრო მშვიდ მომენტებში. ამ თვეში განიხილეთ სემინარზე დასწრება, რათა გაიგოთ რაიმე ახალი სამყაროსა თუ საკუთარი თავის შესახებ. ირწმუნეთ საკუთარი თავის, რადგან თუ საკუთარი თავის გჯერათ, თითქმის ყველაფრის მიღწევას შეძლებთ, ამიტომ დაისახეთ შორს მიმავალი მიზნები და იზრუნეთ მის განხორციელებაზე. მოერიდეთ რაიმე ახალი პროექტის ან სხვა პროფესიული მცდელობების დაწყებას, თავი შეიკავეთ რისკებისგან.

დაიმახსოვრეთ ვინ ხართ და იყავით დარწმუნებული თქვენს გადაწყვეტილებებში. ცხოვრებისეული გამოცდილებები აფართოებს თქვენს ცოდნას და გახსოვდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ სახლში დაბრუნდეთ საკუთარ თავთან. თვის ბოლო მესამედში ვნებათაღელვა წყნარდება და თქვენ გექნებათ უფრო მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ გსურთ წინსვლა და ოცნებების ახდენა.

თხის რქა

თქვენ იწყებთ თვეს იმით, რომ თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა შედის დედამიწის თანამემამულე ნიშნის ქალწულში თქვენს მე-9 უმაღლესი განათლების სახლში, რაც დაგაინტერესებთ თქვენი ინტერპერსონალური ურთიერთობების მიმართ - იქნება ეს რომანტიკული თუ პლატონური, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ბევრი ინფორმაცია თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებთან საუბრისას და ეს კარგი დროა თქვენთვის ჩვეული სოციალური წრის მიღმა მყოფ ადამიანებთან გასართობად.

შეამოწმეთ თქვენი ფინანსები და სხვა მატერიალური რესურსები და ნახეთ, რა კორექტირებაა საჭირო, რადგან საკითხების იგნორირება გრძელვადიან პერსპექტივაში მეტ სტრესს გამოიწვევს. მას შემდეგ, რაც მზე 22 აგვისტოს, დედამიწის თანამემამულე ნიშან ქალწულში შედის, თქვენ შეგიძლიათ შეანელოთ სავსე მთვარის ინტენსივობა და დაიწყოთ ახალი საინტერესო თავგადასავლები. დროა გააფართოოთ თქვენი პერსპექტივა და სცადოთ რაიმე ახალი. თქვენ ვერასოდეს გაიგებთ სიმაღლეებს, რომელთა მიღწევაც შეგიძლიათ, თუ არ გამოიყენებთ შანსს, რომელსაც სამყარო გიგზავნით.

მერწყული

ნება მიეცით საკუთარ თავს გაბრწყინდეთ ამ თვეში. აგვისტოს ცეცხლოვანი სიცხე გასწავლით იყოთ გაბედული და გამოიჩინოთ თქვენი უნიკალურობა. ამ თვეში ბევრი შესაძლებლობა გექნებათ გადააფასოთ თქვენი პირადი ურთიერთობები; როდესაც 19 აგვისტოს თქვენს სახლში სავსე მთვარე იქნება, თქვენ იგრძნობთ თავდაჯერებულობას და იმასაც, თუ როგორ იქნებიან ადამიანები მიზიდულნი თქვენს მიმართ.

თუ თქვენ იღებთ ინიციატივას, აუცილებლად შეძლებთ ამის განხორციელებას. აგვისტოს დასაწყისი არის სასარგებლო დრო თქვენი პირადი საზღვრების გადახედვისა და ნებისმიერი ჩახლართული ემოციური ქსელის დასალაგებლად, რომელიც ამძიმებს თქვენს ფსიქიკას, ამიტომ დატოვეთ ძველი წყენები წარსულში და იფიქრეთ ახალ და საინტერესო გამოცდილებებზე.

თევზები

ჯანმრთელობა ბედნიერების საფუძველია და ამ თვეში გაგიჩნდებათ სურვილი, იზრუნოთ თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ახალი მთვარე ააქტიურებს თქვენს ჯანმრთელობასა და ფიტნეს მე-6 სახლს, ხოლო მერკური მოგიწოდებთ შეანელოთ და გადააფასოთ თქვენი ყოველდღიური რუტინა, შესაძლოა იპოვოთ ახალი და კრეატიული გზები საკუთარ თავზე ფიზიკურად ზრუნვისთვის. იქნება ეს ახალი ვარჯიშის ცდა თუ თქვენს დიეტაში მეტი ჯანსაღი საკვების ჩართვა, აჩვენეთ თქვენს სხეულს მეტი სიყვარული ამ თვეში. აგვისტო მოგიტანთ ენერგიას, რომელიც გჭირდებათ თქვენს ცხოვრებაში სერიოზული პროგრესის მისაღწევად. ახალი მთვარე 4 აგვისტოს ერთ-ერთი საუკეთესო დროა მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად მთელი თვის განმავლობაში.

აგვისტო მოგიწოდებთ მტკიცედ დადგეთ თქვენს საზღვრებში და გაარკვიოთ, რაში გიღირთ ინვესტიცია - სიყვარულში, სამსახურში თუ პირად საქმეში. მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ იფიქროთ მარტოობაში, რადგან პასუხები, რომლებსაც თქვენ ეძებთ, სავარაუდოდ თავად თქვენშია.