სტილი

ხრიკები, რომ ყოველდღე სექსუალურად გამოიყურებოდეთ

ხრიკები, რომ ყოველდღე სექსუალურად გამოიყურებოდეთ

ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვიკვებოთ სწორად და რეგულარულად, ვიაროთ ფიტნესზე, მაგრამ ხდება ისე, რომ ხშირად საკმარისი დრო არ გვაქვს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ხრიკს, იდეალური სხეულის მოსაპოვებლად.

აირჩიეთ სწორი ვარცხნილობა

თმის სწორმა სიგრძემ და ვარცხნილობამ შეიძლება გაგხადოთ უფრო მაღალი და გამხდარი და თქვენს სახეს სასურველი ფორმა მისცეს. მთელი საიდუმლო სწორ პროპორციებშია.
გრძელი თმა უხდება თითქმის ყველა ადამიანს, თუ მას არ აქვს სახის სპეციფიკური ფორმა. ასევე გრძელი თმა უფრო მეტი ვარცხნილობის საშუალებას გვაძლევს.

იყიდეთ ახალი ბიუსტჰალტერი

ქალების 80% ატარებს ბიუსტჰალტერს, რომელიც არ უხდება ან დიდი აქვს, ამიტომ მისი არჩევისას ქალებს დიდი ყურადღება მართებთ.



დაიმახსოვრეთ, დიდი ბიუსტჰალტერის მორგებას, ოდნავ პატარა ზომის მორგება ჯობია, ის უფრო სექსუალურს გამოგაჩენთ.

გაიღიმეთ მომხიბლავად

შესაძლოა, ეს არის ყველაზე უცნაური, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ეფექტური გზა, რათა თქვენი სახე უფრო გამხდარი გამოჩნდეს ფოტოებზე. შემდეგ ჯერზე, როცა მომდევნო სელფისთვის გაიღიმებთ, არ დაგავიწყდეთ ენის პირის ღრუს მარცხენა ან მარჯვენა მხარეს გაწევა (რა თქმა უნდა, შეუმჩნევლად) ეს ლოყებს უფრო თხელს გამოაჩენს და სახის ქვედა ნაწილს უფრო ტონუსში მოიყვანს.

მოერიდეთ ვარჯიშს

თუ ძალიან მალე მნიშვნელოვანი მოვლენა გელოდებათ და სპორტდარბაზში ოფლიანდებით, რომ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი დაიკლოთ, მაშინ სწორ გზაზე არ დგახართ. გამოდის, რომ ძალოვანი ვარჯიშის გამო, ჩვენი კუნთები შეიძლება დროებით ადიდდეს მათში რძემჟავას დაგროვების გამო და არათუ დაიკლოთ ვარჯიშის პირველ დღეებში, არამედ შეიძლება უფრო სრულიც გამოჩნდეთ.



გაითვალისწინეთ, რომ კუნთის დაშლაში დაგეხმარებათ სხვადასხვა გაჭიმვის ვარჯიშები, განსაკუთრებით იოგა და პილატესი.

დაიძინეთ ცივ ოთახში

იცოდით, რომ სიცივე კალორიებზე კარგად მუშაობს? გრილ ადგილას მოხვედრის შემდეგ ორგანიზმი იწყებს ცხიმების ინტენსიურ წვას. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს შეუთავსოთ ჯანსაღი ძილი და წონის კლება.



გარდა ამისა, მეორე დილით გაიღვიძებთ თვალებზე შეშუპების ნიშნების გარეშე, გონება სუფთა გექნებათ, სხეული კი კარგ ფორმაში.

აირჩიეთ მუქი მაღალწელიანი ჯინსი

მუქი ჯინსი ნამდვილად კაცობრიობის საუკეთესო გამოგონებაა, ის ყოველთვის ხელსაყრელად გამოიყურება ფიგურაზე და ოსტატურად მალავს ხარვეზებს (თუ ის მაღალწელიანია, მაშინ მითუმეტეს). ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სილუეტს: მაღალი ქამარი ვიზუალურად დამატებით სანტიმეტრს შემატებს ფეხებს და სექსუალურ სხეულს გამოგიჩენთ.