სტილი

სანაპიროს ქალღმერთი - როგორ შევარჩიოთ სწორად საცურაო კოსტიუმი

სანაპიროს ქალღმერთი - როგორ შევარჩიოთ სწორად საცურაო კოსტიუმი

ჩვენ გირჩევთ, როგორ გამოიყურებოდეთ განსაცვიფრებლად სანაპიროზე ან აუზზე და როგორ აარჩიოთ იდეალური საცურაო კოსტიუმი. მნიშვნელოვანია, რომ ის არა მხოლოდ ელეგანტური და ლამაზი იყოს, არამედ ხაზს უსვამდეს თქვენს ფიგურას და ყველა პრობლემურ ადგილს მალავდეს.

TREND გირჩევთ, როგორ შეარჩიოთ საცურაო კოსტიუმი სწორად და როგორი მოდელებია აქტუალური 2024 წლის ზაფხულისთვის.

მუქი ფერის პალიტრა

საიდუმლო არ არის, რომ ყველა ქალის გარდერობში მუქი ფერის საცურაო კოსტიუმი უპირატესობით სარგებლობს, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც სურს გამოიყურებოდეს გამხდარი. ამიტომ საცურაო კოსტიუმის არჩევისას, უპირატესობა მიანიჭეთ შავს, მუქ მწვანეს, ლურჯ და იასამნისფერ ჩრდილებს.



გარდა ამისა, ასეთი ფერის პალიტრით ნივთს დაზოგავთ მინიმუმ რამდენიმე წლით, რადგან ღია ფერის საცურაო კოსტიუმებს ხშირად უჩნდება წყლის ლაქები ან ჟანგი, მუქი ფერი კი ამ რისკებისგან დაზღვეულია.

მაღალწელიანი საცურაო შორტები

რამდენიმე წლის წინ ქალების გარდერობში აქტიურად შემოვიდა მაღალწელიანი ტრუსები: ასეთი ტრუსი ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს, და ხაზს უსვამს წელს.



ასე რომ, თუ გსურთ გამოიყურებოდეთ მოდური და გამხდარი ზღვის სეზონზე, აირჩიეთ მაღალწელიანი ქვედაბოლო.

თხელი ვერტიკალური ზოლი

ვინაიდან ზაფხულში გვსურს ვიყოთ ყურადღების ცენტრში და ვკაშკაშებდეთ, ვირჩევთ ფერად საცურაო კოსტიუმებს ყველაზე ფერად პრინტებში: ყვავილებით, წერტილებით, ლეოპარდის ლაქებით ან ზებრა ზოლებით.



ბევრი კი უმეტესად კლასიკურ პრინტს- ზოლებს ირჩევს. ამ შემთხვევაში უარი უნდა თქვათ ჰორიზონტალურ ზოლებზე, რადგან მას შეუძლია ვიზუალურად გააფართოოს ფიგურა. თუ მაინც ირჩევთ ვერტიკალურ ზოლიან საცურაო კოსტიუმს, გახსოვდეთ, ის უნდა იყოს ძალიან წვრილი ზოლებით.

საცურაო კოსტიუმი ჩაშვებული თეძოებით

ამ სეზონზე მთავარი მოდის ტენდენცია მთლიანი საცურაო კოსტიუმია. ის არ არის გათვლილი თანაბარი რუჯისთვის, მაგრამ განკუთვნილია უნაკლო გარეგნობისთვის, რომელსაც სანაპიროზე გამოაჩენთ.



თუმცა, დღის პირველ ნახევარში ბიკინის ჩაცმა გვირჩევნია, მეორე ნახევარში კი მთლიანი საცურაო კოსტიუმით ჩასვლა ზღვაში.
ფიგურის ხაზგასასმელად, აირჩიეთ საცურაო კოსტიუმი თეძოებზე ღრმა ჭრილებით: ეს სტილი თქვენს ფეხებს უფრო სექსუალურს, გრძელს და გამხდარს გამოაჩენს.

გლუვი მასალა ბზინვარების გარეშე

რამდენიმე წლის წინ მოდაში შემოვიდა პრიალა ქსოვილის საცურაო კოსტიუმი და ის აქტუალობას დღემდე არ კარგავს, მაგრამ ჩვენ გირჩევთ მოერიდოთ ამ ტექსტურას, რადგან ის ვიზუალურად სრულს გამოგაჩენთ.



უმჯობესია შეარჩიოთ გლუვი მასალისგან დამზადებული კლასიკური საცურაო კოსტიუმი. მოერიდეთ ბზინვარებას - მცხუნვარე მზის ქვეშ ამ არჩევანს აუცილებლად ინანებთ.

საცურაო კოსტიუმი თასმებით

კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, არის თასმები ტანზე. ისინი შეიძლება იყოს ფართო ან თხელი - აირჩიეთ ეს უკანასკნელი, თუ გსურთ, შვებულების ფოტოებში მომხიბლავად გამოიყურებოდეთ.



ზოლები სხეულზე არც ისე ლამაზ ჩრდილებს ტოვებს და ნამზეური არათანაბრად ჩანს, ამიტომ გირჩევთ ასეთ მოდელებზე უარი თქვათ.