5 მიზეზი, რის გამოც ჭკვიანი ადამიანები თანდათან ამცირებენ სოციალურ წრეს
- 18.08.2024
ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი სოციალური წრე თანდათან მცირდება.
TREND გიამბობთ, რატომ გვყავს ასაკის მატებასთან ერთად ნაკლები მეგობარი და შეიძლება თუ არა ამ ტენდენციის შეცვლა.
მეგობრების შეძენა ენერგო ინტენსიურია
ის რომ ჩვენ მიგვიღეს ისეთები, როგორიც სინამდვილეში ვართ სრული ილუზიაა. გერმანელმა სოციოლოგმა და ფილოსოფოსმა ერიხ ფრომმა თავის წიგნში "სიყვარულის ხელოვნება," სიყვარული შემდეგნაირად განმარტა: "სიყვარული არის ინტერესი სიყვარულის საგნის განვითარებისადმი" - და რადგან მეგობრობა სიყვარულის ტიპია, წესები აქაც იგივეა, მაგრამ არის თუ არა ყველა მზად სხვა ადამიანში ინვესტიციის ჩადებისთვის და მისი შეყვარებისთვის? - ეს მეორე და უმთავრესი საკითხია.
ხშირად და უმეტესად, ჩვენ არ ვართ მზად სხვების მოსმენისთვის, სხვისი ტკივილის თუ პრობლემის გაზიარებისთვის, რადგან რუტინული და დამღლელი დღის ბოლოს ჩვენ უბრალოდ რესურსი აღარ გვრჩება მეგობრების ემოციების გაზიარებისთვის, არადა მეგობრების შეძენა უდიდეს ენერგიას მოითხოვს.
ოჯახური პასუხისმგებლობა
ასაკთან ერთად, ადამიანებს ოჯახური პასუხისმგებლობა ეკისრებათ. იქნება ეს ბავშვებზე ზრუნვა თუ ხანდაზმული მშობლების მოვლა-პატრონობა. ამან შეიძლება მოითხოვოს თქვენი დროისა და ძალისხმევის უმეტესი ნაწილი, რაც შეამცირებს თქვენს ხელმისაწვდომ დროს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისთვის.
ახალი ნაცნობების შიში
ასაკთან ერთად სულ უფრო რთული ხდება სხვებისთვის გულის გახსნა და ემოციების გაზიარება და მათ შორის, მიღებაც. ეს გამოიხატება ხმის კანკალით, სხეულის შებოჭილობით და თავისუფალი კომუნიკაციის შეუძლებლობით, ყველა სიტყვა ექვემდებარება მკაცრ შინაგან ცენზურას, იკარგება ცოცხალი საუბრის სიმარტივე. ადამიანთა უმეტესობისთვის უფრო ადვილია კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლებსაც უკვე იცნობენ, თუნდაც ეს არ იყოს საინტერესო, ვიდრე კომფორტის ზონის დატოვება და ახალი სანაცნობო წრის შეძენა.
ფოკუსირება სოციალურ როლებზე
ბევრმა ქალმა ისე სრულყოფილად შეასრულა სოციალური როლები და გახდა კარგი დედა, მეუღლე ან ქალიშვილი, რომ მათ შეწყვიტეს საკუთარი თავის თუ სხეულის მოსმენა და იმის გაგება, თუ რა სურთ სინამდვილეში. მათ უკვე ბევრი გააკეთეს და თითქოს ძალა და დრო ასაკთან ერთად მცირდება, თუ ამას „მეგობრის“ როლსაც დავუმატებთ, მაშინ ქალს ეჩვენება, რომ ის ამისთვის საკმაოდ სუსტია.
დასვენება მარტოობაში
თუ ბევრი ჩვენგანი ადრე მეგობრებთან ერთად ხმაურიან დასვენებას ირჩევდა ზღვაზე თუ მთაში, ასაკის მატებასთან ერთად სიწყნარე და სიმშვიდე გვხიბლავს.
ასაკს მოაქვს იმაზე ფიქრიც, თუ რას იტყვიან ჩვენზე სხვები? ან როგორ გამოვიყურებით? და ის აზრიც, რომ ასაკში განქორწინება სირცხვილია.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ აზრებისა, რომლებიც გვაიძულებენ თავისუფლად გამოვხატოთ თავი ზრდასრულ ასაკშიც კი. მარტო ყოფნა ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ერთი წუთით მაინც იყოთ დანაშაულის გრძნობისა და სირცხვილის გარეშე და დაისვენოთ და განიტვირთოთ საკუთარ თავთან მარტო ყოფნით და გათავისუფლდეთ ნეგატიური ემოციებისგან.
მუდმივად განვითარდით, გახდით გახსნილი ახალი ნაცნობებისთვის და ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. გწამდეთ, რომ ცხოვრების სიკაშკაშის, თვითრეალიზაციისა და შემოსავლის ახალ დონეზე გადასასვლელად საჭიროა ხალხთან კომუნიკაცია. ასაკის მატებასთან ერთად საჭიროა არა შევიწროება, არამედ ნაცნობების წრის გაფართოება, თავიდან ისწავლეთ მარტივი ადამიანური კომუნიკაციით და დატკბით საინტერესო ადამიანების სამყაროში შებიჯებით.
თემები: ფსიქოლოგია, რჩევები