მრავალფეროვნება დღეს მოდაშია - კარგია როცა ხარ წარმატებული, მოთხოვნადი, აქტიური, საინტერესო. ჩვენ გეტყვით, რა დგას სინამდვილეში ტერმინის - "მომწიფებული პიროვნების" უკან.
მხარს უჭერს ჯანსაღ ურთიერთობებს
ჯანსაღი ურთიერთობები ნიშნავს ურთიერთ პატივისცემას და ნდობას.
სიყვარული არის გრძნობების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ემოციას, მათ შორის უარყოფითს. ერთი ემოცია აბალანსებს მეორეს: ვნება-სიძულვილს, სიამოვნება-სევდას, სიხარული-მოწყენილობას.
ეჭვიანობა ნდობის ნაკლებობაა, თუმცა მინიმალურად ესეც სასარგებლოა: ის აღაგზნებს სისხლს, ზრდის პარტნიორების ინტერესს ერთმანეთის მიმართ, მუხტავს ენერგიით მოქმედებისა და დასაპყრობად. მას შეუძლია გააცოცხლოს ან გაანადგუროს ადამიანი.
პატივს სცემს საზღვრებს
მიეცით საშუალება სხვებს იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან: გააკეთონ სუბიექტური არჩევანი, ჰქონდეთ საკუთარი ღირებულებები. საზღვრების პატივისცემა ნიშნავს სხვისი თვითგამოხატვის პატივისცემას.
ორი ადამიანის ურთიერთობაში ყოველთვის არის საერთო მიზნები: ისინი მოძრაობენ ერთი მიმართულებით, მაგრამ არ არიან ერთიანი არსება. საზღვარი არის ის, სადაც ყველა ინარჩუნებს უფლებას იყოს ის, ვინც სურს, თუნდაც ეს მეორე ნახევრისთვის მიუღებელი იყოს.
იღებს პასუხისმგებლობას თავის ცხოვრებაზე
პასუხისმგებლობის უნარი მოწიფული პიროვნების კიდევ ერთი კომპონენტია. ასეთი ადამიანები ხშირად შეცდომებსაც უშვებენ, ხშირად იღებენ არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს, არ ცდილობენ ასიამოვნონ და მოიპოვონ სხვების კეთილგანწყობა - მთლიანად კონცენტრირებული არიან საკუთარ პიროვნებაზე. სხვების შეფასება მათთვის არც ისე მნიშვნელოვანია, ცხოვრობენ ისე, როგორც თავად სურთ.
არ მოქმედებს სხვისი ღირებულებების შესაბამისად
საკუთარი, მკვეთრად გამოკვეთილი ღირებულებების ქონა შემდგარი პიროვნების ნიშანია, რადგან ის ასახავს პიროვნების ინდივიდუალობას.
ღირებულებები ისეთივე უნიკალურია თითოეული ჩვენგანისთვის, როგორც არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი განმეორებადი სახე, თუმცა ყველას აქვს ცხვირი, პირი, თვალები და ყურები, მაგრამ განსხვავებული ფორმის, ფერის.
ღირებულებების მეშვეობით ვავლენთ საკუთარ „მე“-ს. ყველაზე ცუდი, რაც შეგიძლია გააკეთო ცხოვრებაში, არის იცხოვრო ისე, როგორც სხვებს მოსწონთ. ეცადო გქონდეს ის, რაც სხვებისთვის მნიშვნელოვანია და არ ეცადო საკუთარი გზის გარკვევას.
აქვს ჯანსაღი თვითშეფასება
თანამედროვე სამყაროში ქალი ბევრ როლს ირგებს, იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიო, საკმარისი არ არის მხოლოდ კარგად გამოიყურებოდე - ამისთვის ენერგია გჭირდება.
დაიტოვეთ დრო თქვენთვის, მინიმუმ ხუთი წუთი დღეში. ბევრს ჰგონია, რომ ამით დროს ართმევს ოჯახს, მაგრამ ეს ასე არ არის - მნიშვნელოვანია არა საყვარელ ადამიანებთან გატარებული დროის რაოდენობა, არამედ მისი ხარისხი.
და ბოლოს, ის, ვისაც შეუძლია სხვების მიმართ ზრუნვა გამოიჩინოს, არის ის, ვინც ისწავლა საკუთარ თავზე ზრუნვა. სხვისი ნამდვილი სიყვარული საკუთარ თავთან ურთიერთობის შედეგია. ჯანსაღი თვითშეფასება ნიშნავს, წარმოდგენა გქონდეს შენს ძლიერ მხარეებზე, ცდილობდე სიტუაციის შესაბამისად მოქმედებას და დანებებისას გახსოვდეს - ესეც შენი არჩევანია.
თემები: სექსუალური ქალი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია