როგორ გავარკვიოთ, არის თუ არა ადამიანი სანდო - მიაქციეთ ყურადღება ამ 5 ნიშანს
- 27.09.2024
ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა გაარკვიოთ, ღირს თუ არა თქვენი ემოციების და რესურსების დახარჯვა ადამიანებთან ისე, რომ ბოლოს არ ინანოთ ამის გამო.
ურთიერთობის დასაწყისში იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, უნდა შევუშვათ თუ არა ახლადგაცნობილი ადამიანი ჩვენს გულში და ვენდოთ თუ არა მას. კომუნიკაციის პირველ ეტაპზე ყველაფერი კარგადაა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ვხვდებით, რომ ეს ადამიანი არ იმსახურებდა ჩვენს კეთილგანწყობას და ეს ნორმალურია. აქვე უნებურად ჩნდება კითხვა: „შეიძლებოდა თუ არა თავიდანვე აღკვეთილიყო ეს?“ პასუხი მარტივია - დიახ, ეს შესაძლებელია.
ჩვენ გეტყვით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა დაიცვათ თავი შესაძლო იმედგაცრუებისგან და როგორ მიხვდეთ, შეიძლება თუ არა ენდოთ ადამიანებს.
კომუნიკაციის ორმხრივი გზა
ბევრს ჰყავს მეგობრები, რომლებიც გაუთავებლად მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობენ. არ გისვამენ კითხვებს, არ აინტერესებთ სიახლეები თქვენი პირადი ცხოვრებიდან, მაგრამ შეხვედრას ერთ დიდ მონოლოგად აქცევენ საკუთარ თავზე და მიღწევებზე თუ მარცხზე საუბრით. როდესაც თქვენ ცდილობთ ჩაერიოთ საუბარში, ეს ადამიანები მოუთმენლად ელოდებიან სანამ დაასრულებთ, სანამ ყურადღებას ისევ საკუთარ თავზე გადაიტანენ. ზოგი ამას გაუცნობიერებლად აკეთებს, თუმცა ეს უტაქტობის ნიშანია.
ადამიანები, რომლებსაც ენდობით, ყოველთვის თამაშობენ ორივენაირად: მათ შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ თავზე და თქვენც მოგცენ უფლება, იწუწუნოთ. ეს არის ჯანსაღი კომუნიკაციის საიდუმლო თვითკმარ ინდივიდებს შორის: ისინი პატივს სცემენ თანამოსაუბრეს და არავითარ შემთხვევაში არ ახვევენ თავის აზრს სხვებს.
პროვოკაციული თემები
ჩვენ ყველა განვიხილავთ მეტ-ნაკლებად სხვა ადამიანებს. თუმცა, როგორ ვაკეთებთ ამას, დიდი განსხვავებაა. ადამიანები, რომელთა ნდობაც შეიძლება, თავს არიდებენ პროვოკაციულ თემებს და არ აქილიკებენ ან არ ჰყვებიან ამბებს, რომელშიც ვინმე უარყოფითად განიხილება, რადგან მათ უბრალოდ არ უყვართ ჭორაობა, ან უბრალოდ არ მოსწონთ ნეგატივი. ისინი არ ეხვევიან ინტრიგებში.
პატიოსანი და სამართლიანი ადამიანები აფასებენ თავიანთ სიმშვიდეს და, შესაბამისად, არასოდეს თამაშობენ ბინძურ თამაშებში.
თანაგრძნობის უნარი
სანდო ადამიანებმა იციან როგორ წარმოიდგინონ თავი სხვის ადგილას. ისინი ყოველთვის ფიქრობენ და თანაუგრძნობენ სხვებს ნებისმიერ სიტუაციაში. მათთვის მნიშვნელოვანია ძვირფას ადამიანებთან სიახლოვე, არა მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერი კარგადაა, არამედ მაშინაც, როცა ცხოვრება მძიმე და რთულ გზას სთავაზობს.
დააკვირდით, როგორ იქცევიან თქვენი მეგობრები, როცა თავს ცუდად გრძნობთ: ისინი, ვინც გვერდით გიდგანან, ნამდვილად თქვენი ერთგულები და სანდოები არიან.
მოკრძალება
გულწრფელი ადამიანები არ ცდილობენ სხვებზე მაღლა იყვნენ; არ უყვართ ტრაბახი და ყოველთვის მხარს უჭერენ გარშემომყოფებს. როგორც წესი, ისინი თავდაჯერებულები არიან და აქვთ ჯანსაღი თვითშეფასება, ამიტომ საკუთარ თავზე ტრაბახი მათი საქმე არ არის. ასეთი ადამიანები ძალიან გულახდილები არიან და თითქმის არასოდეს იტყუებიან. სამართლიანობას ისინი ნებისმიერ ფასად დაიცავენ.
დროის დათმობა
ჭეშმარიტად პატიოსანი და გახსნილი ადამიანები ყოველთვის ცდილობენ დაუთმონ დრო მათ, ვისზეც ზრუნავენ. მათ არ გადააქვთ შეხვედრები რამდენჯერმე, რადგან აფასებენ როგორც საკუთარ, ასევე სხვის დროს. პუნქტუალობა არის ადამიანის ერთ-ერთი მთავარი თვისება, რომელსაც უყოყმანოდ შეგიძლიათ დაეყრდნოთ.
თუ დაფიქრდებით, აუცილებლად გაგახსენდებათ სიტუაციები, როცა ვინმე აგვიანებდა შეხვედრაზე. შეიძლება უსასრულოდ გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ ამ ადამიანს, მაგრამ დიდი ალბათობით, პუნქტუალურობის ნაკლებობა დაგვიანებაზე მეტ რამეს უსვამს ხაზს.
თემები: რჩევები ქალებს, ურთიერთობა