LIFE

როგორ შევწყვიტოთ სხვებზე ზრუნვა და ვიფიქროთ საკუთარ თავზე

როგორ შევწყვიტოთ სხვებზე ზრუნვა და ვიფიქროთ საკუთარ თავზე

თუ თქვენ ცხოვრობთ საყვარელი ადამიანის პრობლემებით, თუ გრძნობთ, რომ სხვებზე ზრუნვით გვერდზე გრჩებათ საკუთარი თავი, მაშინ თქვენ მიდრეკილი ხართ პასუხისმგებლობა აიღოთ მთელ მსოფლიოზე.

სამყარო სავსეა ადამიანებით, რომლებიც ისე არიან გატაცებულნი სხვისი პრობლემებით, რომ დრო არ აქვთ საკუთარი პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენ გასწავლით როგორ შეწყვიტოთ სხვების მფარველობა და ფოკუსირდეთ საკუთარ ცხოვრებაზე.

დაშორდით დამოკიდებულების ობიექტს

ვინმესადმი დამოკიდებულება სულაც არაა კარგი რამის მომტანი. თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ თავზე და ცხოვრებისეულ გამოწვევებზე. ჩვენ არ შეგვიძლია გადავჭრათ პრობლემები, რომელთა გადაჭრა არც გვევალება, ამიტომ აჯობებს სასწრაფოდ ჩამოსცილდეთ დამოკიდებულ ობიექტს და იზრუნოთ საკუთარი ცხოვრების მოწყობაზე.

გაითავისუფლეთ თავი

ჩვენ ვცდილობთ ვაიძულოთ სხვა ადამიანები გააკეთონ ის, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ ისინი მაინც იმას აკეთებენ, რაც სურთ. მათი კონტროლის ნებისმიერი მცდელობა საკუთარი თავის მოტყუებაა. ხალხი ან წინააღმდეგობას გაუწევს ჩვენს ძალისხმევას, ან გააორმაგებს მცდელობას იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ მათ ვერ ვაკონტროლებთ. ერთადერთი ადამიანი, ვისი გაკონტროლების უფლებაც გაქვთ, ეს თქვენ ხართ.



გაათავისუფლეთ სხვები იმით, რომ მიეცით საშუალება იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. ამით პირველ რიგში საკუთარ თავს გაითავისუფლებთ.

შეწყვიტეთ იყოთ მსხვერპლი

სიტყვები "გადარჩენა" და "ზრუნვა" ნიშნავს ზუსტად იმას, რაც ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობაა. ჩვენ ადამიანებს პასუხისმგებლობისგან ვიხსნით, ანუ მათ ნაცვლად ჩვენ ვზრუნავთ მათ პასუხისმგებლობაზე. შემდეგ კი ჩვენ ვბრაზდებით მათზე იმის გამო, რაც გავუკეთეთ. მოგვიანებით კი თავს გამოყენებულად ვგრძნობთ და ვწუწუნებთ: რატომ გვემართება ეს ყოველთვის?

გაინტერესებთ იქნებით თუ არა ყოველთვის მსხვერპლი? პასუხია დიახ! - თუ არ შეწყვეტთ სხვებზე გადაჭარბებულ ზრუნვას, ასე იქნებით სამუდამოდ.

იყავით დამოუკიდებელი

ზოგიერთ ქალს ეშინია მარტოობის, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ მარტომ და  შეწყვიტოთ ბედნიერების ძებნა სხვა ადამიანებში. ბედნიერებისა და კეთილდღეობის წყარო სხვებში არ არის - ის თქვენშია. თუ გსურთ ფსიქიკურად ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრების გზაზე დადგეთ, იფიქრეთ საკუთარ საქმეებზე და მომავალზე.

გიყვარდეთ საკუთარი თავი

ხშირად არ მოგვწონს ჩვენი თავი და სწორედ აქ მოგვდის ყველაზე დიდი შეცდომა. კეთილგანწყობა  საკუთარი თავის მიმართ ყველაზე მთავარი ღირებულება და თავისუფლებაა. სწორედ თავმოყვარეობიდან აღმოცენდება სიკეთითა და მოწყალებით სავსე ქმედებები და არა ეგოიზმიდან.

გააღვიძეთ თქვენი გრძნობები

ჩახშობილი გრძნობები ბლოკავს ჩვენს ენერგიას. დათრგუნული გრძნობები არასოდეს ქრება. ის, რაც შიგნით არის ჩაკეტილი, ზოგჯერ ძალიან ძლიერია. ჩაკეტილი გრძნობების გათავისუფლებით, ჩვენ მათ ვამცირებთ.

ნუ შეგეშინდებათ გაბრაზების

ჩახშობილი ბრაზი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჩახშობილი ემოცია, ქმნის პრობლემებს. ჩვენი გაბრაზებული გრძნობები შეიძლება ერთ დღეს ზვავივით აფეთქდეს. სიბრაზეზე ბევრად მეტია სიცოცხლე, მაგრამ ნორმალურია სიბრაზის გამოხატვა მაშინ, როცა ეს აუცილებელია.

ისწავლეთ გადაწყვეტილების მიღება

სხვადასხვა მიზეზის გამო, შეიძლება დაკარგეთ ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარი. სხვისი სიცრუის დაჯერება, საკუთარი თავის მოტყუება, სტრესი, დაბალი თვითშეფასება და სხვა ჩახშობილი ემოციები შეიძლება დამაბნეველი იყოს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მსჯელობა.

მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები, კარგად დაფიქრდით თქვენს აზრებზე, არ მისცეთ სხვებს უფლება გადაწყვეტილებები თქვენს ნაცვლად მიიღონ.