ბევრი ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ ზრდასრულ ცხოვრებაში პრობლემები ბავშვობიდან იწყება. თუმცა ზოგ შემთხვევაში სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ მშობლები აგრძელებენ აქტიურ მონაწილეობას მათი ზრდასრული შვილის ცხოვრებაში, ასე არღვევენ ყველანაირ საზღვრებს და უქმნიან კიდევ უფრო მეტ სირთულეებს მათ.
TREND გეტყვით, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს მშობლებთან ურთიერთობა ტოქსიკურად და რას მივაქციოთ ყურადღება.
პიროვნული საზღვრების დარღვევა
ეს შეიძლება მოიცავდეს გაუთავებელ ჭკუის დარიგებას, მის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას, ყველა წვრილმანი დეტალის გარკვევას. ტოქსიკური დედისთვის არ არის რთული შეიჭრას შვილის ოთახში ყვავილების მოსარწყავად, თუ ის მეგობრებთან ერთად არის ოთახში.
გადაწყვეტილებების მიღება შვილისთვის ნებისმიერ ასაკში
მშობლები არ აძლევენ შვილს შანსს დამოუკიდებლად მიიღოს ცხოვრებისეული გამოცდილება - იგრძნოს პასუხისმგებლობა, დაუშვას შეცდომები. ხშირად ეს ქცევა უქმნის ბავშვს ბევრ პრობლემას, კერძოდ, არჩევანის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უუნარობას.
კრიტიკა
ხანდახან შესაძლებელია და ზოგჯერ საჭიროც არის, ხუთი წლის ბავშვის საყვედური, მაგრამ როცა ის დიდი გახდება, აქვს უფლება მოიქცეს ისე, როგორც საჭიროდ თვლის. მითუმეტეს თუ დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს. გამუდმებული კრიტიკა ქმნის საკუთარ თავში ეჭვის გრძნობას და წარუმატებლობის შიშს.
უკმაყოფილება გარეგნობით
ბავშვის მიმართ კრიტიკა მის წონასთან, ტანსაცმლის ზომასთან, თმის ფერთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ყველაზე ღრმა კომპლექსებს ქმნის, თუ ბავშვი ამას ბავშვობაში აწყდება, ზრდასრულ ასაკში კი ეს აგრძელებს პრობლემის გამწვავებას. დაიმახსოვრეთ, თქვენი გარეგნობა მხოლოდ თქვენი არჩევანია და არავის აქვს უფლება გიკარნახოთ პირობები.
დანაშაულის გრძნობით მანიპულირება
ტოქსიკური მშობლები ხშირად იყენებენ ამ ტექნიკას ბავშვთან, ისინი დარწმუნებული არიან, რომ საყვედური გამოიწვევს დანაშაულის გრძნობას, თუმცა, ასეთი ქცევა აყალიბებს სტაბილურ დანაშაულის კომპლექსს, რომლის დაძლევაც კომპეტენტური სპეციალისტის დახმარებითაც კი რთულია.
გრძნობების პირობითობა
ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ, რომ შვილის სიყვარული არ უნდა იყოს დაფუძნებული კონვენციებზე. უნდა მიიღოთ და შეიყვაროთ თქვენი შვილი, მიუხედავად მისი წარმატებებისა და მიღწევებისა. ტოქსიკური მშობლებისთვის ეს პირიქითაა: ისინი სიყვარულს მხოლოდ მაშინ ავლენენ, როცა ყველაფერი კარგადაა, ბავშვი წარმატებულია, კარგად იქცევა და მისი ქმედებები პასუხობს მშობლების მოლოდინებს.
სამწუხაროდ, ასეთ ბავშვს ცხოვრებაში ბევრი პრობლემა ექმნება: ქვეცნობიერად ესმის, რომ სიყვარული უნდა დაიმსახუროს. საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში კომპლექსების, საკუთარ თავში ეჭვის და პრობლემების ნამდვილი მიზეზი ბავშვობაში მდგომარეობს, როდესაც ბავშვი იმ ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, რომ მას მშობლების სიყვარული და ყურადღება უნდა ეძია.
პასუხისმგებლობის გადატანა ფინანსურ მდგომარეობაზე
მშობლების დახმარება, თუ გაქვთ ფინანსური შესაძლებლობა, კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზრდასრული ხართ, შეიძლება უკვე შექმნათ საკუთარი ოჯახი, რაც ნიშნავს, რომ უფლება გაქვთ, პრიორიტეტები დაადგინოთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით.
თუ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რამდენიმე გეცნოთ საკუთარი გამოცდილებიდან, მაშინ თქვენ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხართ მშობლებთან.
ახლა თქვენ, როგორც ზრდასრული და ადეკვატური ადამიანი, პასუხისმგებელი ხართ თქვენს, თქვენი შვილების და ახლობლების ცხოვრებაზე, ამიტომ გახადეთ თქვენი სურვილები და საჭიროებები პრიორიტეტული
თემები: მშობლები და შვილები