საკუთარი თავისადმი სიყვარულის ნაკლებობა და დაბალი თვითშეფასება ხშირად სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული: ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ბავშვობიდან მშობლებთან ემოციური დაშორებულობა, ზოგისთვის თანატოლებისგან ბულინგი და სხვა.
თუ ჩვეულებრივზე მეტად მარტოსულად და დეპრესიულად გრძნობთ თავს, დროა გაერკვეთ, განპირობებულია თუ არა ეს თქვენი დაბალი თვითშეფასებით და თუ კი, მაშინ დროა ისწავლოთ გზები, როგორ გაუმკლავდეთ მას.
კომპლიმენტების მოლოდინი
ადამიანები, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აწუხებთ მუდმივად ელოდებიან კომპლიმენტებს სხვებისგან, იქნება ეს მათი საუკეთესო მეგობარი, თუ კოლეგა სამსახურიდან.
იმისათვის, რომ შეწყვიტოთ ცხოვრება სხვების მოსაწონად, ჯერ უნდა აღიაროთ ამ პრობლემის არსებობა და შემდეგ დაიწყოთ პირადი საზღვრების განმტკიცება და თვითშეფასების ამაღლება.
ზიზღი საკუთარი სხეულის მიმართ
საკუთარი სხეულის არ მიღებაა სარკეში ხშირად ყურება და საკუთარ თავთან საუბრის ჩვევა, ხარვეზების შეფასება და ამაზე ხმამაღლა საუბარი.
საყურადღებოა, რომ გარეგნობისადმი ზიზღი მომდინარეობს სხვების რეპლიკებიდან თუ საკუთარი უკმაყოფილებიდან, სანამ ისწავლით უპირატესად ხაზგასმით აღვნიშნოთ საკუთარი გარეგანი უპირატესობები და შეიყვაროთ საკუთარი სხეული მის ამჟამინდელ მდგომარეობაში, გახსოვდეთ - თუ თქვენ არ მოგწონთ საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც არის, მაშინ არც სხვას მოეწონებით.
პირადი საზღვრების დარღვევა
იფიქრეთ იმაზე, რამდენად ხშირად ხართ მზად დათმოთ საკუთარი პრინციპები და დრო სხვებისთვის. თუ ამას ხშირად აკეთებთ, სავარაუდოა, რომ თქვენი პირადი საზღვრები ხშირად ირღვევა. თავიდანვე ისწავლეთ „არა“-ს თქმა, რათა თანდათან გააგებინოთ გარშემომყოფებს, რომ ყოველთვის და ყველაფერზე არ ივლით მათ ნებაზე.
აზროვნების შეცვლა
დაბალი თვითშეფასების ადამიანებს ხშირად აწუხებთ შემდეგი ფიქრები:
არასოდეს მექნება მაღალი ხელფასი
ვერასოდეს მივაღწევ წარმატებულ კარიერას
ვერასოდეს დავიმსახურებ სხვებისგან კარგ დამოკიდებულებას.
აზროვნების შეცვლა ერთადერთი გამოსავალია ასეთი სიტუაციიდან. მაშინაც კი, როცა კომპანიაში წარმატებული თანამშრომელი და სასურველი პიროვნება გახდებით, მომხდარის ირაციონალურობის განცდა არ გაგიქრებათ, თუ თავად რეალობის აღქმას არ შეიცვლით და არ ირწმუნებთ, რომ თქვენ ამას მიაღწიეთ.
საკუთარ შეცდომებზე ფოკუსირება
ნეგატიურზე კონცენტრირება არასოდეს არის სასარგებლო ფსიქიკისთვის. დაფიქრდით და გააანალიზეთ ძველი შეცდომების გახსენებამ რა ნეგატიური გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე; ნაცვლად ამისა, სჯობს იმაზე ფოკუსირდეთ, რომ წარმატებები უფრო მეტი არის თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე შეცდომები და კიდევ ერთი - ის ვინც შრომობს, მას შეცდომებიც მოსდის, ეს ბუნებრივი პროცესია.
საკუთარი თავის დაკნინება
სურვილი მუდმივად ეძებო ვინმე უფრო ლამაზი, კეთილი ან წარმატებული, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანების კიდევ ერთი ჩვევაა.
გირჩევთ, გაწყვიტოთ კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომლებიც გაცნობიერებულად, ან გაუცნობიერებლად ხაზს უსვამენ საკუთარ უპირატესობას თქვენთან შედარებით. მოერიდეთ ტოქსიკურ მეგობრებს და მათ, ვინც მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენაზე ფიქრობს.
სირცხვილის განცდა წვრილმანების გამო
კრიტიკა საკუთარი თავის მიმართ ხშირად მამოტივირებელიც კი არის, მაგრამ ზოგი უკიდურესობამდე მიდის და სირცხვილს განიცდის ფაქტობრივად ყველაფრის გამო: დაბალი პროდუქტიულობა კარიერაში; სხეული, რომელიც არ აკმაყოფილებს საზოგადოების სტანდარტებს; კომპანიაში არასათანადოდ ნათქვამი ფრაზა და ა.შ.
სირცხვილის მუდმივ გრძნობასთან საბრძოლველად, შეგიძლიათ იმუშაოთ საკუთარ ემოციებზე და ისწავლოთ მათი მართვა. გახსოვდეთ, ყოველი წვრილმანის გამო სირცხვილის გრძნობა უბრალოდ მეტისმეტია და თქვენს ემოციურ უმწიფრობას უსვამს ხაზს.
ამპარტავანი ადამიანების მოზიდვა
შეგიმჩნევიათ, რამდენად ხშირად ვხვდებით ფილმებში სიუჟეტს, რომელშიც დაბალი თვითშეფასების მქონე გოგონას უყვარდება ბიჭი, რომელიც მის გრძნობებს არასოდეს უპასუხებს?
ემოციურად გულცივ და ამპარტავან პარტნიორთან შეხვედრის ქვეცნობიერი სურვილი დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანების ჩვევაა.
ყურადღება მიაქციეთ ამ მიზიდულობის მიზეზს, რათა პრობლემა ძირეულად მოაგვაროთ და არ ებრძოლოთ მის ნეგატიურ შედეგებს.
უსარგებლობის განცდა გარშემომყოფებისგან
რეალობის დამახინჯებული აღქმა იწვევს იმას, რომ ადამიანი სხვების თვალში ზედმეტად გრძნობს თავს.
როდესაც განიხილავთ სხვების დამოკიდებულებას თქვენს მიმართ, შეეცადეთ გამოეყოთ საკუთარ შინაგან „მე“-ს, რათა ობიექტურად შეაფასოთ სხვების თქვენდამი დამოკიდებულება. ნუ გექნებათ დაბალი თვითშეფასების და უსარგებლობის განცდა გარშემომყოფებისგან. ნუ მოგერიდებათ სთხოვოთ თქვენს უახლოეს ადამიანებს, გულწრფელად გითხრან, თუ რამდენად აფასებენ ისინი თქვენს კავშირს და მეგობრობას.
თქვენ ერთადერთი და უნიკალური ხართ
თვითშეფასების ასამაღლებლად გაეცანით სამოტივაციო წიგნებს და უყურეთ ფილმებს, რომლებიც თვითშეფასებას აგიმაღლებთ, ყოველდღე დადექით სარკის წინ და ხმამაღლა წარმოთქმით, რომ თქვენ სამყაროში ერთადერთი და უნიკალური ხართ. ასევე, არ დაივიწყოთ სწორი კვება, ძილის რეჟიმი და ცოტაოდენი სპორტიც.
იმისთვის, რომ არ იცხოვროთ ნეგატივში, ისწავლეთ საკუთარ თავზე ზრუნვა და ასე დაემშვიდობეთ ნეგატიურ ენერგიას და გადააქციეთ ის ძალად, რომელიც თქვენში ძლიერ „მე“-ს აღმოაჩენს და საკუთარ თავს თავიდან გაპოვნინებთ.
თემები: ურთიერთობა, ქალები