ჰოროსკოპი

ისინი ყოველთვის აღწევენ მიზანს - ზოდიაქოს 6 ყველაზე მიზანდასახული ნიშანი

ისინი ყოველთვის აღწევენ მიზანს - ზოდიაქოს 6 ყველაზე მიზანდასახული ნიშანი

ყველა ადამიანს აქვს მიზნები ცხოვრებაში და თითოეული ჩვენგანი ზოგჯერ განიცდის წარუმატებლობის შიშს. "რა მოხდება, თუ მე ვერ მივაღწევ წარმატებას?", "რა მოხდება, თუ ჩემი მოწინააღმდეგე უფრო ძლიერი აღმოჩნდება?" - და კიდევ ასობით "რა იქნებოდა თუ?" ჩვენს თავში ტრიალებს. მაგრამ ზოგიერთმა ჩვენგანმა იცის, როგორ გადალახოს სირთულებუ, ზოგი კი წარუმატებლობას ემორჩილება და მიზნამდე ვერ აღწევს.

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პირველ ჯგუფზე - რომელი ნიშნები ყოველთვის აღწევენ მიზნებს და გავიგებთ, რა არის მათი წარმატების საიდუმლო?

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

თხის რქას ვერ წარმოუდგენია ცხოვრება მიღწევებისა და მუდმივი მიზნების დასახვის გარეშე, ამიტომ, ის არასოდეს იტყვის უარს იმ საქმეზე, რაც დაიწყო, მაშინაც კი, თუ ამ გზაზე რთულ დაბრკოლებებს წააწყდება. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რეალიზება.

თუ თხის რქა არ გრძნობს თავს ავტორიტეტად მეგობრებისა და კოლეგების გარემოცვაში, მაშინ ის თავს დაითრგუნება; და მეორეც, ყველა თხის რქაში ცხოვრობს მკაცრი მეორე „მე“, რომელიც ეუბნება: "ეს არის ის, რაც შეგიძლია გააკეთო?" ამიტომაც ამ ნიშანმა მთელი ცხოვრება უნდა დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ შეუძლია გოლგოთის გზა გაიაროს, მაგრამ მიზანს აუცილებლად მიაღწიოს.

მორიელი (22 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

მორიელები შესაშურად მიზანდასახულები არიან, ისინი თავს ყველაზე ბედნიერად მაშინ გრძნობენ, როცა ისეთ მიზანს აღწევენ, რომლის არა თუ მიღწევა, არამედ დასახვაც ვერავინ გაბედა. მორიელის უახლოესი წრე ყოველთვის აღფრთოვანებულია მის მიერ გადალახული სირთულეებით, რომელსაც ვერც ერთი სხვა ნიშანი ვერ გაართმევდა თავს.



ამ ნიშნის ველური მიზანდასახულობის მეორე მიზეზი ის არის, რომ მათ მოსწონთ რთული გზის გავლა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მორიელები მშვიდად არ ცხოვრობენ, მათ მოსწონთ ქარტეხილები და ფაქტობრივად ხელახლა იბადებიან სირთულეების გავლით, ამიტომაც მათი მიზანდასახულობა არასოდეს ნელდება, პირიქით.

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)

კურო ერთ-ერთი ყველაზე მიზანდასახული ნიშანია, მას აქვს მრავალი მიზეზი, რომ იყოს დაჟინებული და შეუვალი თავის მიზნებში. მათთვის მნიშვნელოვანია ლამაზი, მდიდარი და კომფორტული ცხოვრება და ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია მიზნების დასახვის და მათი მიღწევის უნარის გარეშე, მიუხედავად წვიმისა, თოვლისა თუ ჭექა-ქუხილისა.

კურო ჯიუტია - მათ სურთ ის, რაც მათ სჭირდებათ და არც ერთი მისხლით ნაკლები, ამიტომ, თუ კუროს დასახული აქვს მიზანი, მას ყველაფრის ფასად მიაღწევს.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

პირველი, რაც ლომებს მიზნის მიღწევაში ეხმარება, არის მათი ქედმაღლობა. დიახ, ეს თვისება უბიძგებს მას მწვერვალზე ასვლაში. დაუოკებელი თავდაჯერებულობა არ აძლევს ლომს სიძნელეების დათმობის ნებას, მას სჯერა, რომ სერიოზული პრობლემებიც კი არ არის საკმარისად ძლიერი, შეაკავოს მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ის ბუნებით მეფეა და მეფე არასოდეს უშინდება დაბრკოლებებს.

მისი მიზნის მიღწევის გზაზე ბუნებრივი ოპტიმიზმია, ყველა დაბრკოლება ნიშანს ტრივიალურად ეჩვენება, რადგან ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს მის ცხოვრებაში ნეგატივს, აქცენტს აკეთებს მხოლოდ დადებითზე აკეთებს - მართლაც, ლომი თავისი მშვიდი დამოკიდებულებით ყველაფრის მიმართ, აღწევს იმას, რომ მისი ცხოვრება ნამდვილ ზღაპარს ემსგავსება.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

მერწყული მიზნის განხორციელებისთვის საჭირო რესურსს საკუთარი შემოქმედებითი აზროვნებიდან იღებს. იქ, სადაც სხვები ნებდებიან სიძნელეების შემდეგ, ის ახალ გზებს იგონებს აუღებელი ციხის დასაპყრობად.



მერწყულებმა იციან, რომ მათი ტვინი ოქროდ ფასობს და არც არასოდეს ერიდებიან მის საჯაროდ ხაზგასმას და დადასტურებას, ისინი გარშემომყოფებს აცვიფრებენ იმით, თუ როგორი ოლიმპიური სიმშვიდით იპყრობენ მიზნისკენ სავალ მწვერვალებს.

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)

ვერძები ყველაფერში საუკეთესოები უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცხოვრების ხალისს კარგავენ.
სამსახურში ისინი ყველაზე მიმზიდველი ქალები და ქარიზმატული მამაკაცები არიან, საწოლში - ვნებიანი საყვარლები, მეგობრობაში კი, ერთგულ პარტნიორებად რჩებიან.

ვერძები სამაგალითო დედები არიან და საოჯახო საქმეებშიც ბადალი არ ჰყავთ. თავიანთი ცხოვრების ნებისმიერ სფეროს ისინი აღიქვამენ კონკურენტუნარიანად, თითქოს უნდათ რაღაცის დამტკიცება ვინმესთან - მშობლებთან, ქმართან, უფროსთან, ან სულაც საკუთარ თავთან. ამიტომაა, რომ ვერძისთვის მნიშვნელოვანია მიაღწიოს მიზნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი წყვეტენ საკუთარი თავის პატივისცემას და დემოტივირებულები ხდებიან.