LIFE

მავნე ჩვევები, რაც ადამიანის იმუნიტეტს აქვეითებს

მავნე ჩვევები, რაც ადამიანის იმუნიტეტს აქვეითებს

იმუნიტეტი ორგანიზმის დამცავი ბარიერია - იმუნური სისტემა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობაში. მისი მთავარი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს ნებისმიერი უცხო ფაქტორის ზემოქმედებაზე (ვირუსები, ბაქტერიები, მიკროორგანიზმები და სხვა) და მაქსიმალურად შეინარჩუნოს ორგანიზმის შინაგანი წონასწორობა.

სამწუხაროდ, ზოგჯერ სპეციალური უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების ჯგუფი სათანადოდ აღარ ფუნქციონირებს; როცა ეს მდგომარეობა ხშირია, ვლინდება ალერგია, ასთმა, ეგზემა. სავსებით შესაძლებელია განვითარდეს ავტოიმუნური დარღვევა, რომლის მიზეზიც არის ის, რომ იმუნური სისტემა იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას და ჯანმრთელ უჯრედებს ებრძვის - მარტივად რომ ვთქვათ, ორგანიზმის დაცვის ნაცვლად მას თავს ესხმის. ასეთ დროს სასურველია მივმართოთ ექიმს, თუმცა სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, გადახედეთ თქვენი ცხოვრების წესს და დაფიქრდით: იქნებ ისეთი მავნე ჩვევები გაქვთ, რაც თქვენს იმუნიტეტს საგრძნობლად აქვეითებს.

არასაკმარისი წყალი

წყლის მოხმარების სტანდარტული მაჩვენებელი დღეში 1,5-2 ლიტრია. ბევრი ფიზიკური აქტივობის ან აქტიური ოფლიანობისას ჯობია ეს რაოდენობა გაიზარდოს. წყლის არასაკმარისი რაოდენობით დალევამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაუწყლოება, სისხლის თვისებების გაუარესება და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, რაც ორგანიზმს დაუცველს ცდის ინფექციების მიმართ.

ჟანგბადის ნაკლებობა

ზამთარში, გათბობის სეზონზე დახურულ სივრცეში ჰაერი ძალიან მშრალი ხდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს კანისა და ლორწოვანი გარსის სიმშრალე, იმუნიტეტის შესუსტება.
მშრალი ჰაერი ასევე დიდხანს ინარჩუნებს ვირუსებისა და მიკროორგანიზმების ნაწილაკებს, რომლებიც ვრცელდება ლაპარაკის, ხველების, ცემინების და ა.შ. დროს.



რეკომენდებულია, საცხოვრებელ სივრცეში, სადაც დიდ დროს ატარებთ სუფთა და ჯანსაღი ჟანგბადი რომ იყოს, ხშირად გაანიავოთ.

დაუბალანსებელი კვება

არასაკმარისად მრავალფეროვანმა კვებამ და მკაცრმა დიეტამ შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, რაც, თავის მხრივ, იმუნური სისტემის დასუსტებას ემუქრება. დიდი რაოდენობით ტკბილეულის, განსაკუთრებით ტკბილი გაზიანი სასმელების მიღება იწვევს სისხლში შაქრის დონის რყევას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს კანზე და ლორწოვან გარსებზე ბაქტერიების გამრავლებისთვის.



თუ გსურთ მაღალი იმუნური სისტემა გქონდეთ, უარი თქვით სწრაფი კვების ობიექტებზე, ტკბილეულზე. რაციონი დატვირთეთ მეტი ბოსტნეულით და სეზონური ხილით. შაქრის ნაცვლად გამოიყენეთ ნატურალური თაფლი.

ცუდი ძილი

ძილის დროს ხდება დასვენება და სხეულის ყველა ორგანოსა და სისტემის აღდგენა. ძილის ქრონიკული ნაკლებობა ამცირებს ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციების მიმართ, ის ასევე ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს იმუნურ სისტემაზე, უმჯობესია დაიძინოთ მუდმივად ერთიდაიგივე დროს და მინიმუმ 8-9 საათი.

სპორტის უგულებელყოფა

ფიზიკური აქტივობა ძლიერი იმუნური სისტემის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი პირობაა, განსაკუთრებით თუ სუფთა ჰაერზე ვარჯიშობთ.



სისხლის სწორი და ჯანსაღი მიმოქცევა საშუალებას აძლევს იმუნური სისტემის უჯრედებს კარგად შეასრულონ თავიანთი დამცავი ფუნქცია სხეულის ყველა ნაწილში. ამიტომ, თუ ზამთარია და გარეთ ცივ ამინდში ფეხით გასეირნება, ან სპორტ დარბაზში გასვლა გეზარებათ< შეგიძლიათ სახლის პირობებშიც ივარჯიშოთ და ორგანიზმი ტონუსში მოიყვანოთ.

დაიმახსოვრეთ: დაუბალანსებელი კვება, რაც იწვევს ვიტამინების დეფიციტს, ხშირი გადაღლა, დეპრესია და ნერვიულობა, ასევე ჭარბი ალკოჰოლის მიღება, ნარკოტიკები, სიგარეტი, არაჯანსაღ პირობებში მუშაობა პირდაპირპროპორციულია თქვენი იმუნიტეტისა, მოუფრთხილდით და იზრუნეთ მასზე.