ინგრედიენტები:
კვერცხი - 4 ც.
ვანილის შაქარი - 1 ჩ.კ.
შაქარი - ¾ ჭიქა (150 გ)
კარაქი - 125 გ
ფქვილი - 115 გ
თბილი რძე - 500 მლ
შაქრის პუდრი მოსართავად
მომზადება:
1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. გადააფარეთ ღუმელის ფორმას პერგამენტის ქაღალდი.
2. აიღეთ ოთახის კვერცხი. გააცალკავეთ კვერცხის გულები და ცილა. კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად სანამ ღია ფერის ფაფუკ მასას არ მიიღებთ. დაამატეთ დარბილებული კარაქი და ვანილი და გააგრძელეთ თქვეფა კიდევ 1-2 წუთი. დაამატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ.
3. თანდათან დაასხით თბილი რძე და კარგად ურიეთ.
4. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ ცილან და შემდეგ შეურიეთ ცომს.
5. გადაიღეთ ცომი ღუმელის ფორმაზე და გამოაცხეთ 40-დან 60 წუთამდე, ან სანამ ზედაპირი არ მიიღებს ოქროსფერს. მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
6. როცა ნამცხვარი გაგრილდება მოაყარეთ შაქრის პუდრი. სურვილისამებრ შეგიძლიათ მორთოთ დაჭრილი ხილით ან კენკრით.
გემრიელად მიირთვით!
თემები: სწორი კვება, რჩევები ქალებს, ჯანმრთელობა, ქალები, რჩევები
<a href="http://coocook.me">http://coocook.me</a>