ინოვაციური ცვლილებები Glovo-ს აპლიკაციაში – Social და Picks უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის
- 29.01.2025
მულტიკატეგორული აპლიკაცია სოციალური მედიის ფუნქციებს ამატებს - ახლა უკვე შესაძლებელია ფავორიტი პროდუქტების სიის შექმნა და ვიდეოების აღმოჩენა.
-
მომხმარებელს შეუძლია აღმოაჩინოს ახალი გემოები, გაუზიაროს მეგობრებს, განიხილოს ფავორიტი კერძები და გახდეს გურმანთა საზოგადოების ნაწილი.
-
2016 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება, Glovo Next-ზე გახდა ცნობილი.
Glovo-მ, წამყვანმა მულტიკატეგორიულმა აპლიკაციამ საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, 2016 წლის შემდეგ, ყველაზე ტრანსფორმაციული განახლება დააანონსა. პლატფორმა ხდება პირველი, ვინც სოციალური მედიის ფუნქციებსა და გასტრო აღმოჩენებს აერთიანებს. მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად, Glovo წარმოგიდგენთ განახლებების ისეთ ჩამონათვალს, როგორებიცაა სოციალური ქსელის ფუნქციები, საყვარელი რესტორნების სიის შექმნის შესაძლებლობა და ვიდეო აღმოჩენების კედელი.
უფრო სოციალური, ვიდრე ოდესმე
საქართველოში გაშვების დღიდან, მომხმარებლების, რესტორნებისა და კურიერების ერთ პლატფორმაზე გაერთიანებით, Glovo-მ სერვისების ახალი გააზრება შემოგვთავაზა. დღეს, Glovo გახდა პირველი მულტიკატეგორული აპლიკაცია, რომელიც ინტეგრირებული სოციალური ქსელის ფუნქციებით, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ მეგობრებს, გაუზიარონ რეკომენდაციები და აღმოაჩინონ ახალი რესტორნები.
ქართული სამზარეულოს მოყვარულებს შეუძლიათ აღმოაჩინონ ყველაზე პოპულარული რესტორნები და კერძები იმის მიხედვით, თუ რას უკვეთავენ მათი მეგობრები ქალაქში, რაც Glovo-ს საერთო გამოცდილებად აქცევს.
აირჩიე შენი ფავორიტი ერთი ნახვით
აპლიკაციაში, ასევე დაემატება წინასწარ არჩევის შესაძლებლობა. „Picks“-ის დანერგვით, ქართველი მომხმარებლები შეძლებენ აირჩიონ და ფავორიტების სიაში დაამატონ ესა თუ ის რესტორანი ან კერძი. სიის შექმნა შესაძლებელია ნებისმიერი შემთხვევისთვის, იქნება ეს მყუდრო ვახშამი სახლში თუ ლანჩი ოფისში. ეს სია ადვილად გასაზიარებელია, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს რეკომენდაცია გაუწიონ მეგობრებს თავიანთი საყვარელი ადგილების შესახებ.
ვიდეო აღმოჩენების კედელზე საკვები ცოცხლდება
როდესაც ამდენი საინტერესო ვარიანტია, ძნელია იმის მოფიქრება, თუ რა შეუკვეთო. გადაწყვეტილების მიღების პროცესის გასაადვილებლად, რესტორნებს განყოფილებაში, Glovo გასტრო აღმოჩენების ახალ ვიდეო კედელს წარმოგიდგენთ, რათა საკვების აღმოჩენა უფრო დინამიკური და მიმზიდველი გახდეს.
ვიდეო აღმოჩენების კედელზე წარმოდგენილია სრულეკრანიანი ვერტიკალური ვიდეოები, რომლებიც ზუსტად ასახავს არსებულ რეალურ პროდუქტებს. ისინი შექმნილია ადგილობრივი რესტორნების მიერ, რაც ქმნის დამატებით შესაძლებლობას ორგანულად მიაწოდონ მომხმარებლებს.
Glovo-ს შესახებ:
Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. Glovo-ს ხედვაა, რომ ააშენოს უდიდესი ონლაინ ბაზარი, რათა ყველა ადამიანს, საკუთარ ქალაქშივე მისცეს წვდომა ნებისმიერ ნივთზე, თანაც რამდენიმე წუთში. Glovo, 2015 წელს, ბარსელობაში დაარსდა და სამხრეთ ევროპის, ცენტრალურ აზიასა და აფრიკის მასშტაბით, 25 ქვეყანაში ოპერირებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/
თემები: glovo