ზამთრის სუსხიანი დღეები და გამომშრალი ხელები
02.02.2025რაც უფრო მალე, მით უკეთესი - 8 აშკარა ნიშანი, რომ ფსიქოთერაპია გჭირდებათ
- 02.02.2025
საკუთარი ემოციების თვალყურის დევნება და კონტროლი ნორმალური და ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანისთვის აუცილებელია, რადგან ეს ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროულად იდენტიფიცირებას.
არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელიც მიანიშნებს, რომ დროა მივმართოთ ფსიქოთერაპევტს და არ დავიმძიმოთ შინაგანი მდგომარეობა.
ვერ წყვეტთ პრობლემებზე ფიქრს
როდესაც გრძნობთ, რომ არ შეგიძლიათ ყურადღების მიქცევა ცხოვრების სხვა ასპექტებზე, გარდა საკუთარი პრობლემებისა, სავარაუდოა, რომ მათი კონცენტრაცია ან რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ თქვენ უნდა მოაგვაროთ ეს სირთულეები კვალიფიციური სპეციალისტის დახმარებით.
მუდმივად გრძნობთ დეპრესიას
შემაშფოთებელი მელოდრამის ყურებისას სევდის შეგრძნება სრულიად ნორმალური და გასაგები მდგომარეობაა, რომელიც ჩარევას არ საჭიროებს, მაგრამ მუდმივი დეპრესია და უსარგებლობის განცდა, ან უმიზეზოდ გულის აჩუყება, რომელიც აქვეითებს სხვა ემოციებს და დომინანტია, არ არის კარგი და მიგვანიშნებს, რომ დროა ფსიქოთერაპევტს ეწვიოთ.
გაქვთ ემოციური სტრესის ფიზიკური ნიშნები
ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ცუდმა ფსიქიკურმა ჯანმრთელობამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, კუნთების სისუსტე და სერიოზული ანთებაც კი, რომელიც საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას. ასე მიანიშნებს თქვენი ფიზიკური სხეული თქვენს „მე“-სთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
გიტევთ სახიფათო აზრები
სინამდვილეში, თქვენი სხეულისთვის ზიანის მიყენების აზრები არასოდეს არის შემთხვევითი.
თუ სუიციდის, ან ფიზიკური თვითდაზიანებების აზრი გიტევთ (თუნდაც ეს იყოს იშვიათი სიხშირით), აუცილებლად მიმართეთ ფსიქოთერაპევტს, ეს ძალიან საყურადღებო და სახიფათო სიგნალია!
ვერ ტოვებთ არაჯანსაღ ურთიერთობებს
ერთი შეურაცხმყოფელი და არაჯანსაღი ურთიერთობიდან მეორეზე გადასვლის ტენდენცია, ანუ იგივე შეცდომის გამეორება, ნამდვილი განგაშის ზარია. კომპეტენტური სპეციალისტი დაგეხმარებათ გაიგოთ ჭეშმარიტი მიზეზი, თუ რატომ ენდობით პრობლემურ პარტნიორს დროდადრო და გამოგიყვანთ ემოციური დისბალანსის მდგომარეობიდან.
თავს უჩვეულოდ გრძნობთ
ყოველ ჯერზე საკუთარი თავის გამოჭერა განმეორებადი შფოთვითი აზრების გამო ან განცდა, რომ თავს გრძნობთ ისეთ მდგომარეობაში, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება წინასგან, არის პირდაპირი ნიშანი თერაპიაზე წასვლის აუცილებლობისა და არა მხოლოდ „ოდნავ ხანგრძლივი ფსიქიკური პრობლემების“ მოგვარებისა.
გაქვთ ბავშვობის ტრავმა
როგორც წესი, ბავშვობიდან მოყოლებული პრობლემები თავს იჩენს ზრდასრულ ასაკში, როდესაც თავდაცვითი მექანიზმები სუსტდება და ჩვენს ცნობიერებაში აღვივებს იმავე უსიამოვნო მოგონებებს, რომლებიც უკეთესი იქნებოდა არ არსებობდეს წარსულის მოგონებებში.
თუ ფიქრობთ, რომ პრობლემა, რომელიც ბავშვობიდან იღებს სათავეს, ხელს უშლის თქვენს სრულფასოვან და ჯანსაღ განვითარებას, ესაუბრეთ პროფესიონალს ამის შესახებ.
თქვენი ცხოვრების გარე ფაქტორები არ არის წესრიგში
კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ფსიქოთერაპევტის დახმარების საჭიროებაზე, არის გარე ფაქტორების ზედმეტად აქტიური გავლენა თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე - იქნება ეს კამათი სასიყვარულო პარტნიორთან თუ უსიამოვნებები სამსახურში; რომელიმე ჩამოთვლილმა ფაქტორმა შეიძლება სერიოზული დესტაბილიზაცია შეგიქმნათ და თუ პრობლემის გადასაჭრელად ნაბიჯებს არ გადადგამთ, სიტუაცია აუცილებლად დეპრესიამდე მიგიყვანთ.
თემები: ფსიქოლოგია, ფსიქოლოგი