ჯანმრთელობა

5 პოპულარული საუზმე, რომლებიც სტრესს კიდევ უფრო აძლიერებს

5 პოპულარული საუზმე, რომლებიც სტრესს კიდევ უფრო აძლიერებს

დიეტოლოგები ხაზგასმით აფიქსირებენ რამდენად მნიშვნელოვანია  ჩვენი ჯანმრთელობისთვის დღის მთავარი კვება - ჯანსაღი და მდიდარი საუზმე, თუმცა, ადამიანების უმეტესობა დილას მაინც ყავით ან იოგურტით იწყებს, როგორც სწრაფად დანაყრების მაცდური პერსპექტივა.

თუმცა, ბევრი საუზმე მაინც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, უფრო მეტიც, ხშირად არც ვიცით, რომ ბევრი საუზმე თურმე გვიძლიერებს სტრესს ისედაც არც თუ ისე კარგი გამოღვიძების შემდეგ.

"ჯანსაღი" სმუზი

სმუზი ნამდვილად ხელმისაწვდომი საკვებია ადამიანების უმრავლესობისთვის, რომელიც გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ცილის დეფიციტი და გავზარდოთ ენერგია. თუმცა, სინამდვილეში, უმეტესობა ჩვენგანი ამზადებს არა დიეტოლოგების მიერ რეკომენდებულ მწვანე სმუზებს, არამედ ტკბილ რძიან სმუზს, ჯანსაღი ხილის მოკრძალებული დანამატით;



როგორც კი „ჯანმრთელი“ სმუზიდან ერთი საათის შემდეგ შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ და ხელთ არაფერი გექნებათ საკვები კალორიების ნაკლებობის გამო, თქვენი ორგანიზმი სტრესს მიიღებს.

ხილის იოგურტი

როდესაც დიეტოლოგები საუბრობენ იოგურტის ჯანმრთელ თვისებებსა და სარგებელზე, ისინი ძირითადად გულისხმობენ ბერძნულ იოგურტს, რომელიც დამზადებულია მთლიანად რძისგან. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვამახინჯებთ ექსპერტების სიტყვებს და ჩვენში ხილის იოგურტი, რომელშიც ვერავინ იპოვის რეკომენდებულ დაბალ გლიკემიურ ინდექსს, ხდება ჯანსაღი შვრიის ალტერნატივა, ამიტომაც უპირველეს ყოვლისა, შეძენისას უნდა შეამოწმოთ ეტიკეტი, სადაც მითითებული იქნება იოგურტის კალორიულობა და ნახშირწყლების შემცველობა.



ან კიდევ უკეთესი, შეცვალეთ იგი ბერძნული წარმოების იოგურტით, რომელსაც შეგიძლიათ არომატისთვის დაამატოთ რაც გსურთ: კენკრიდან და თესლიდან დაწყებული ნოყიერი თხილით და დარიჩინით დამთავრებული.

შვრიის ფანტელები

ყველა დედა, რომელიც მიჩვეულია საუზმეზე დროის დაზოგვას შვილებისთვის გემრიელი მარცვლეულის მომზადებით, ამის წაკითხვის შემდეგ გაკვირვებას იქნება, რადგან, თურმე სინამდვილეში, შვრიის ფანტელები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გემრიელი და ჯანსაღი საუზმე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იცით, როგორ აარჩიოთ ის.



იმისათვის, რომ არ მოუმზადოთ თქვენს შვილს სწრაფი ნახშირწყლებით გაჯერებული და დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი შვრიის ფაფა, შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ინგრედიენტებს. საუზმეზე მისაღები მარცვლეული უნდა შეიცავდეს მთლიან მარცვლეულს, თხილს და ბევრ ბოჭკოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი საუზმე დიდად არ სჯობს შოკოლადის ფილას, რომელიც ასევე გამოიწვევს ინსულინის მაღალ დონეს სისხლში და შესაბამისად სტრესს თქვენს სხეულში, სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ცვლილების გამო.

ჭიქა ყავა უზმოზე

ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზა “უზმოზე ჭიქა ყავის გარეშე, ვერ ვიღვიძებ.” უმჯობესია, გაღვიძებისთანავე, უზმოზე ყავა არ დალიოთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არღვევს თქვენი სხეულის ცირკადულ რიტმს, რომელიც დღის განმავლობაში, თქვენი ენერგიის დონეს აბალანსებს.

უზმოზე ყავის დალევა, ისევე როგორც ტკბილეულით საუზმობა, ორგანიზმისთვის არაბუნებრივი სტიმულატორია. დილით სხეულში ისედაც მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც გაღვიძებაში გეხმარებათ და დილიდანვე სხვადასხვა სტიმულატორების მიღება სხეულს ხელოვნურ სტიმულაციას აჩვევს, რაც მოგვიანებით, დღის განმავლობაში ენერგიის ნაკლებობასაც იწვევს და შესაძლოა ისეთი დამოკიდებულებაც კი გაგიჩნდეთ, რომ უზმოზე ყავის გამოტოვების შემთხვევაში, თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, დროთა განმავლობაში კი სულ უფრო და უფრო დიდი რაოდენობით ყავით მიღება დაგჭირდეთ იმისთვის, რომ თავი ენერგიულად იგრძნოთ. 
ამიტომ, უმჯობესია ყავა საუზმის შემდეგ, გაღვიძებიდან რამდენიმე საათში დალიოთ.

მაღაზიაში ნაყიდი ხილის წვენები

მაღაზიაში ნაყიდი ხილის წვენები შეიძლება ჯანსაღი არჩევანი ჩანდეს, მაგრამ მათ ხშირად აკლიათ ბოჭკოვანი პროდუქტი და ამასთან დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. აირჩიეთ მთლიანი ხილი ან თავად მოამზადეთ ნატურალური წვენი სახლის პირობებში, რომ მიიღოთ საკვები ნივთიერებების სრული სპექტრი ხელოვნური დანამატების გარეშე.

ეცადეთ ყოველთვის გამონახოთ დრო, მშვიდი და სასიამოვნო საუზმის რიტუალისთვის. 
საუზმე თქვენი სხეულის და გონების ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საწვავია. თუ დილას დაბალანსებული და ჯანსაღი ინგრედიენტებით სავსე, სასიამოვნო საუზმით დაიწყებთ, ეს აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს ენერგიაზე და განწყობაზე, რომელიც მთელი დღის მანძილზე გაგყვებათ.