LIFE

გაწუხებთ მარტოობა? - 5 მიზეზი, რატომ არ გყავთ მეგობრები

გაწუხებთ მარტოობა? - 5 მიზეზი, რატომ არ გყავთ მეგობრები

ნამდვილი მეგობარი და ზოგადად სასიამოვნო და მხარდამჭერი გარემო ადამიანების სრულიად ბუნებრივი სურვილია.

ძალიან მნიშვნელოვანია ირგვლივ გვყავდეს ადამიანები, რომლებიც გაიზიარებენ ჩვენს ინტერესებს და გაიხარებენ ჩვენი გამარჯვებებით, გვერდში დაგვიდგებიან გამოწვევების დროს და გვაგრძნობინებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანები ვართ, თუმცა, ასეთი ურთიერთობა სამწუხაროდ ყველას არ აქვს.

მეგობრების ნაკლებობის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს: ადამიანების მიმართ ზედმეტად მაღალი მოთხოვნებიდან და სანდო ურთიერთობების დამყარების უუნარობიდან გადაჭარბებულ ან, პირიქით, დაუფასებელ თვითშეფასებამდე.

მაღალი მოთხოვნები

პოტენციურ მეგობრებზე დიდი მოლოდინების არსებობამ შეიძლება გაართულოს მათი პოვნა. თუ ადამიანს აქვს ძალიან მკაცრი კრიტერიუმები, ძნელია იპოვოთ შესაფერისი ადამიანი, ისეთი ვინც სხვისი ნაკლოვანებების მიღებას შეძლებს და მხარდაჭერას გამოგიცხადებთ ნებისმიერ სიტუაციაში.

ჩვენ გირჩევთ ნუ გექნებათ მაღალი მოთხოვნები, როგორიცაა: „ნამდვილმა მეგობარმა ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოს, თუ პრობლემები მაქვს“, „ნამდვილი მეგობარი არასოდეს შემაქცევს ზურგს“, და ასე შემდეგ. ამგვარმა სტერეოტიპულმა აზროვნებამ შეიძლება ადამიანი სრულიად მარტო დატოვოს, ვინაიდან პრობლემა არა გარშემომყოფებში, არამედ თქვენს თავშია.

დაბალი თვითშეფასება

ადამიანმა შეიძლება განიცადოს ისეთი შინაგანი დისკომფორტი თავისი ღირებულებიდან გამომდინარე, რომ შეგნებულად დაუწესოს შეზღუდვები საკუთარ ცხოვრებას: ”მე მოსაწყენი და უინტერესო ვარ ”ადამიანები ჩემთან მეგობრობენ მხოლოდ მოწყალების გამო” - ეს აზრები შეიძლება საერთოდ არ შეესაბამებოდეს რეალობას, მაგრამ დაბალი თვითშეფასების გამო, შესაძლოა მსგავსი ეჭვები უღრღნიდეს გულს და ტვინს, ამიტომაც ასეთი ადამიანი განზრახ ამბობს უარს მჭიდრო კონტაქტების დამყარებაზე, ხოლო სხვების ინიციატივა მხოლოდ დამატებით სტრესს და დისტანცირების სურვილს უღვივებს.

სანდოობა

თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი დამოკიდებულება ნდობის მიმართ, ზოგი გულწრფელი და ღიაა ნებისმიერი კომუნიკაციისთვის, ზოგი ენდობა, მაგრამ ამოწმებს, ზოგიერთი კი საერთოდ არავის ენდობა - როგორც წესი, ეს ქცევა ვლინდება:
ადამიანებში, რომლებსაც მშობლები უნერგავდნენ, რომ ადამიანები არ არიან სანდო არსებები;



ადამიანებში, რომლებსაც ხშირად უღალატეს;
ტოქსიკურ ადამიანებში - ისინი ოსტატურად იყენებენ უნდობლობას, როგორც მანიპულირების საშუალებას სრული დამორჩილების მისაღწევად. რაც მთავარია, მათ არ იციან როგორ იყვნენ მეგობრები, ისინი ადვილად შედიან ადამიანის ნდობის წრეში და ოსტატურად ამყარებენ სოციალურ კავშირებს, მაგრამ თუ ვინმე მეგობრობის მიზნით მათ მიმართ ინტერესს გამოიჩენს, უფრთხილდებიან. რატომ? - არ იციან როგორ იყვნენ კარგი მეგობრები, რადგან მათთვის მეგობრობის გაგება მხოლოდ სარგებელთან და გამორჩენასთან ასოცირდება.

ცუდი მეგობრობის გამოცდილება

წარსულში ცუდმა მეგობრობამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი ახლო ურთიერთობების შიში. ჩვენ მეგობრებს ვუყვებით ისეთ რამეებს, რასაც სხვა ადამიანებს არ ვენდობით, მათთან ვართ აბსოლუტურად ღია და ვაღიარებთ ჩვენს სისუსტეებს, მტკივნეულ წერტილებს და ვაგრძნობინებთ დაუცველობას.
თუ წინა მეგობრობიდან ცუდი გამოცდილება გვაქვს, ცხადია,  შეიძლება იმედგაცრუებული ვიყოთ ზოგადად მეგობრობით და, შედეგად, თავი შევიკავოთ ახალი ნაცნობებისგან, რომელიც პოტენციურად შეიძლება გადაიზარდოს ახლო და სანდო კომუნიკაციაში.

ყველას არ სჭირდება მეგობარი

უცნაურია, მაგრამ ყველას არ სჭირდება მეგობარი. ზოგიერთი ადამიანი თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს მჭიდრო კონტაქტების გარეშეც. როგორც წესი, ესენი არიან საქმიანი, თავდაჯერებული ადამიანები. მათ არ სჭირდებათ თავიანთი სისუსტეების განხილვა ან სხვებისგან რაიმე ნაბიჯის მოწონება, რადგან მთელი მხარდაჭერა და შინაგანი ძალა მათშია. ასეთი ადამიანები გარშემორტყმული არიან საქმიანი პარტნიორებით, თანამოაზრეებით, მაგრამ შეიძლება არ ჰყავდეთ ნამდვილი ახლო მეგობრები.

ადამიანების კიდევ ერთი კატეგორია ძალიან ვნებიანი ხალხია. ისინი ფაქტობრივად ცხოვრობენ მეცნიერებაში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში, სოციალურ აქტიურობაში ან, მაგალითად, ტექნოლოგიურ კვლევაში. მათი სამყარო იმდენად სავსეა მათი განსაკუთრებული ვნებით, რომ „ამქვეყნიური საქმეები“ მათ საერთოდ არ ეხებათ. ისინი ასევე მიდრეკილნი არიან გარშემორტყმულიყვნენ თანაბრად ვნებიანი ადამიანებით, მაგრამ ეს კეთდება ერთი მიზეზის ან იდეის გარშემო ერთიანობის განცდის მიზნით და არა კონკრეტულ ადამიანთან ღრმა და სანდო კომუნიკაციისთვის.