პერსონალიზებული შოპინგი: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი (AI) ადამიანების სავაჭრო გამოცდილებას
- 17.02.2025

დღეს, ამა თუ იმ პროდუქტის საყიდლად, ზოგადი სავაჭრო გამოცდილება საკმარისი აღარ არის. თანამედროვე ადამიანებს, კონკრეტულად მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება სურთ. მოთხოვნაზე საპასუხოდ და შესაბამისად, წარმატების მისაღწევად, ბიზნესები თანამედროვე გადაწყვეტილებების ეძებენ, პოულობენ და სთავაზობენ მომხმარებლებს.
ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი ხელოვნური ინტელექტი (AI) და მონაცემთა ანალიტიკაა. ეს ორი ინსტრუმენტი, ბიზნესებს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შესთავაზონ პერსონალიზებული გამოცდილება, რათა შოპინგი, უფრო მოსახერხებელი და სასიამოვნო გახდეს. დღეს უკვე ფაქტია, რომ კომპანიები, რომლებიც იყენებენ ამ ტექნოლოგიებს, იზიდავენ უფრო მეტ მომხმარებელს და კონკურენტულ ბაზარზე გამოირჩევიან.
როგორი იქნება შოპინგის მომავალი ხელოვნური ინტელექტის (AI) რეალობაში?
მაგალითისთვის, განვიხილოთ სილამაზის და კანის მოვლის ინდუსტრია. ცნობილია, რომ კანის მოვლა ეფუძნება მეცნიერებას და არა ტენდენციებს. მაგრამ, სინამდვილეში, ყოველდღიურად ვხვდებით სილამაზის ახალი პროდუქტებსა თუ ტრენდებს, რომლებიც კანის ყველა პრობლემის მოგვარებას გვპირდებიან. გიფიქრიათ რა მოხდებოდა, თუკი კანის მოვლის პირადი ექსპერტი გეყოლებოდათ, რომელიც კანის პროდუქტების შერჩევაში დაგეხმარებათ?
L'Oréal-მა კი უკვე იფიქრა ამაზე და Cell BioPrint მოწყობილობა შექმნა, რომელიც აანალიზებს კანის ნიმუშებს და გვაწვდის ინფორმაციას კანის მდგომარეობის - ასაკობრივი ნიშნების, ცხიმიანობის დონის და სხვა ფაქტორების შესახებ. მოწყობილობა, რომელიც ამ ეტაპზე ტესტირებას ეტაპზეა, დაეხმარება დერმატოლოგებსა და სილამაზის ექსპერტებს კანის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე შეარჩიონ პროდუქტები. ეს მიდგომა, პირველ რიგში ნიშნავს ნაკლებ არასაჭირო პროდუქტებს თქვენს კარადაში და უფრო ჯანმრთელ კანს. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შერწყმით, სილამაზის ინდუსტრია სრულიად ახალ - პერსონალიზებული და მდგრად გადაწყვეტილებების ეტაპზე გადადის.
AI ასისტენტი: თქვენი ჭკვიანი შეხსენება
თანამედროვე ადამიანს დატვირთული გრაფიკი აქვს - საქმიანი შეხვედრების, დედლაინებისა და პირადი საქმეების მართვა ნამდვილი გამოწვევაა. ისეთი ხმოვანი ასისტენტები, როგორიცაა Siri და Alexa, დიდი ხანია გვეხმარებიან ყოველდღიურობის მართვაში, მაგრამ AI ხელსაწყოები უფრო წინ მიიწევენ.
ყველასთვის ცნობილი OpenAI-ის ჩატბოტი ChatGPT ახლა უკვე გვთავაზობს პერსონალიზებულ შეხსენებებს. ახალი ფუნქცია, სახელწოდებით ოპერატორი, იყენებს წინა საუბრებსა თუ შეგროვებულ ინფორმაციას და გვეხმარება ისეთი ტექნიკურ პროცესებში, როგორიცაა პასპორტის განახლება, კონკრეტული ადამიანის ინტერესებზე დაფუძნებული ახალი ამბების შეთავაზება ან თუნდაც კონცერტის ბილეთების შეხსენება, როდესაც თქვენი საყვარელი შემსრულებელი თქვენს ქალაქშია.
ასევე ვითარდება მეტას AI ასისტენტი, რომელიც WhatsApp-ზე, Facebook-სა და Instagram-ზეა ხელმისაწვდომი. წინა საუბრების გამოყენებით, გვთავაზობს უკეთეს რეკომენდაციებს პროდუქტებსა თუ სერვისებზე და ციფრული ინტერაქციის პერსონალიზებულ გამოცდილებას გვთავაზობს.
ონლაინ და მაღაზიაში შოპინგი
დღეს, ონლაინ შოპინგი უფრო პოპულარულია, ვიდრე ოდესმე. მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი — დაწყებული სურსათიდან დაწყებული ტანსაცმლით დასრულებული. თუმცა, პარალელურად უსასრულო და მრავალფეროვანი არჩევანი თანამედროვე ადამიანის გამოწვევაა. სწორედ აქ შემოდის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პერსონალური სავაჭრო გამოცდილება.
Mastercard-ის Shopping Muse ეხმარება მომხმარებლებს იპოვონ ზუსტად ის, რაც მათ სჭირდებათ. საბაზისო ფილტრებით ძიების ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტი იყენებს უფრო დეტალურ მოთხოვნებს — ეძებთ „მინიმალისტურ სამუშაო ტანსაცმელს“ თუ „პლაჟის საქორწინო კაბას“. რაც უფრო დეტალურ ინფორმაციას მისცემთ მას, მით უკეთესი იქნება მის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები.
თამამად შეგვიძლია ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებასთან ერთად, შოპინგი გახდება პერსონალიზებული, მოსახერხებელი და ეფექტური.
თემები: Mastercard, მასტერქარდი