
"ფრიდა", 2002 წელი
ეს არის ფილმი მძიმე ბედის მქონე ძლიერ ქალზე, რომელსაც ავტოკატასტროფის შედეგად საშინელი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი ამძიმებდა. უიღბლო სიყვარული, ქმრის, მექსიკელი მხატვრის დიეგო რივიერას ღალატი, უშვილობა, ალკოჰოლიზმი და ტანჯვა - ფრიდას ტანჯული ცხოვრების გზაა, რომელიც ხელოვანმა გაიარა.
"ერინ ბროკოვიჩი", 2000 წელი
სწორედ ამ ფილმმა მოუტანა ჯულია რობერტსს 2001 წელს ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. ფილმი ეფუძნება სამოქალაქო აქტივისტის ერინ ბროკოვიჩის რეალურ ისტორიას, რომელიც იბრძოდა ჰინკლის მაცხოვრებლების უფლებებისთვის Pacific Gas and Electric Company-ის წინააღმდეგ, რომელმაც 1990-იან წლებში ქალაქის მიწისქვეშა წყლები კანცეროგენური ქრომით დააბინძურა. მიუხედავად მთავარი გმირის იურიდიული განათლების არქონისა, მან შეძლო სასამართლო პროცესის წარმართვა და მისი ძალისხმევით ასობით ადამიანმა მიიღო კომპენსაცია კორპორაციისგან.
„სუფრაჟეტი“, 2015 წელი
რეჟისორი სარა გავრონის ეს ფილმი არის გულწრფელი და ვნებიანი ისტორიაა იმ ქალების შესახებ, რომლებიც რისკიანად იბრძოდნენ ხმის უფლებისთვის. მოვლენები ვითარდება დიდ ბრიტანეთში მე-19 საუკუნის ბოლოს. მთავარი გმირი მუშათა კლასის წარმომადგენელი ქალი, სახელად მაუდი, გადაწყვეტს შეუერთდეს სუფრაჟეტთა მოძრაობას. ისინი ეწინააღმდეგებიან სისტემას და ცდილობენ თავიანთ ქალიშვილებს შეუქმნან ნორმალური ცხოვრების შანსი, რომელშიც შრომა და გარდაუვალი ქორწინება არ იქნება ბედის ერთადერთი ვარიანტი.
"ველური", 2014 წელი
შერილ სტრეიდის ავტობიოგრაფიული წიგნის კინოვერსიაში მისი გმირი იწყებს 1100 მილის ლაშქრობას Pacific Crest Trail-ის გასწვრივ, მარშრუტი სიერა ნევადის და კასკადის მთების გავლით. გზაში ჩერილი, რომელმაც განქორწინებისა და დედის გარდაცვალების გამო ბედნიერების ყოველგვარი იმედი დაკარგა, ხელახლა აღმოაჩენს საკუთარ თავს და სძლევს შიშებს. ეს შთამაგონებელი ამბავია ძლიერი ქალისა, რომელიც ამარცხებს ყველა გამოწვევას და ზეიმობს საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენით.
"ჯეკი", 2016 წელი
ფილმი ამერიკის პრეზიდენტის, კენედის მკვლელობაზეა. მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა, ნატალი პორტმანმა შეძლო გადმოეცა ჟაკლინისთვის დამახასიათებელი გამძლეობა, ღირსება და სიმშვიდე.
ფილმი ცხადყოფს, რომ ქალი ყველაზე ძლიერი და მამაცი არსებაა, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას და დარჩეს ღირსეული ადამიანად.
"ქალბატონი მღერის ბლუზს", 1972 წელი
ფილმი იწყება მთავარი გმირის, ბილი ჰოლიდეის ციხეში ყოფნით, რომელიც უსახსრო, უმეგობრო და სასოწარკვეთილია ახალი გამოსავლის ძებნით. ფილმი ასევე ასახავს სიღარიბის, რასიზმისა და დამოკიდებულების გამოწვევებს, რომელსაც აწყდება მთავარი პერსონაჟი. 1987 წელს ჰოლიდეის გარდაცვალების შემდეგ, ფილმს გრემის ჯილდო მიენიჭა.
"ჟოან დ არკის ვნებანი", 1928 წელი
ეს არის ფსიქოლოგიური დრამა, სადაც ჟოან დ არკი, 19 წლის ფემინისტი ქალი გადალახავს ყველა წინააღდეგობას წარმატების მისაღწევად, ის გამოდის ინკვიზიციის წინაშე მწვალებლობის გამო, იცვამს მამაკაცის ტანსაცმელს, იტანს წამებას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისჯება სიკვდილით. ეს არის ფილმი გაბედულ და ძლიერ ქალზე, რომელსაც არანაირი წინაღობა არ აბრკოლებს მიზნის მისაღწევად.
„დამალული ფიგურები“, 2016 წელი
ოსკარზე ნომინირებული ეს ფილმი გვაცნობს აფროამერიკელ სამ მათემატიკოს ქალს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კოსმოსში ასტრონავტის, ჯონ გლენის გაგზავნაში. NASA-ს ქალ მეცნიერთა ტრიო რასობრივ და გენდერულ დისკრიმინაციას აწყდება იმ მამაკაცებისგან, რომლებიც მათთან ერთად მუშაობენ. მიუხედავად ყველა სირთულისა, ძლიერი ქალები ახერხებენ დიდი წარმატების მიღწევას, ეს არის ამაღელვებელი ფილმი, რომელსაც საოცარი ემოციები მოაქვს.
"კერძო ომი", 2018 წელი
ფილმი არის ისტორია ქალის სიცოცხლესა და სიკვდილზე, რომელიც უშიშრად წავიდა კონფლიქტის ზონაში ჟურნალისტის სტატუსით. წავიდა იქ, სადაც სხვებს ეშინოდათ წასვლა. მთავარ პერსონაჟს, მარი კოლვინს, რომელიც ბრიტანული გაზეთის უცხოელი კორესპონდენტია, ამოძრავებს სურვილი თქვას სიმართლე მსოფლიოში მომხდარი საშინელებების შესახებ. კოლვინმა ყუმბარის აფეთქების შედეგად თვალი დაკარგა და რამდენიმე წლის განმავლობაში აწუხებდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. იგი 2012 წელს მოკლეს სირიაში, ჰომსის ალყის დროს.
„კერძო ომი“ კიდევ ერთი დამაჯერებელი ამბავია იმაზე, თუ როგორი ძლიერები და უშიშრები არიან ქალი ჟურნალისტები და როგორი თავგანწირვა შეუძლიათ.
"კოკო შანელამდე", 2009 წელი
კოკო შანელმა მოახდინა რევოლუცია მოდაში და იბრძოდა იმისთვის, რომ ქალის ტანსაცმელი ისეთივე კომფორტული და თავისუფალი ყოფილიყო, როგორც მამაკაცის. მან თავი აარიდა მორგებულ სილუეტებს, რომლებიც იმ დროს მოდაში იყო.
ფილმში ნაჩვენებია შანელის ცხოვრების ის ეპიზოდები, სანამ დიდ წარმატებას მიაღწევდა. ეს არის ფილმი ძლიერ ქალზე, რომელმაც გაბედული და ახალი სიტყვა თქვა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში.
თემები: ქალები, ფილმები, საუკეთესო ფილმები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია