LIFE

ტექნიკა, რომელიც დაგეხმარებათ დილით საწოლიდან წამოდგომაში

ტექნიკა, რომელიც დაგეხმარებათ დილით საწოლიდან წამოდგომაში

დილა დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. კვლევებმა აჩვენა, რომ როგორც დაგეგმავთ და გაატარებთ დილას, განსაზღვრავს თქვენს პროდუქტიულობას და მთელი დღის განწყობას. ამიტომაც, აუცილებელია დილის სასარგებლო რიტუალების დანერგვა თქვენს რუტინაში, როგორიცაა ვარჯიში ან მედიტაცია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იღვიძებთ.

ადრიან დილას ტკბილი ძილის დროს, მაღვიძარას ხმაზე უფრო შემაშფოთებელი არაფერია. განგაშის ზარის ჩამოკვრის შემდეგ, ერთადერთი ძალა და სურვილი, რაც გაგვაჩნია, არის მისი სწრაფად გამორთვა, მაგრამ თბილი ლოგინის შელევა და დროულად საქმეს შედგომა, არც ისე მარტივი დავალებაა.
ამერიკელმა პიროვნული ზრდის მწვრთნელმა მელ რობინსმა იპოვა მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ საწოლიდან წამოდგომაში, მაშინაც კი, თუ დიდი ხანია შფოთვისა და დაღლილობის ტყვეობაში ხართ.



რობინსის იდეა მარტივია: იმის ნაცვლად, რომ აიძულოთ საკუთარი თავი ლოგინიდან სწრაფად ადგეთ, მოუსმინეთ საკუთარ სხეულს, სიმძიმეს, რომელსაც გრძნობთ, რათა დაგათმობინოთ თბილი საწოლი. რობინსი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია იმოძრავოთ ნელა, ის გვირჩევს საწოლიდან პირდაპირ იატაკზე სრიალს, შეეცადეთ გააკეთოთ ნაზი მოძრაობები, რაც ხელს შეუწყობს დაძაბულობის განთავისუფლებას. ძალიან კარგია იოგას პოზები, ან შეგიძლიათ უბრალოდ გაიჭიმოთ ისე, როგორც ინტუიცია გიკარნახებთ. მთავარია წამოადგომა არ იჩქაროთ. მიეცით საკუთარ თავს დრო ადაპტაციისთვის და უკეთ იგრძნოთ ყველა ის ემოცია, რომელსაც ამ მომენტში განიცდით.

მოძრაობისას სიმძიმის შეგრძნება თანდათან გაქრება. თავს უფრო მსუბუქად იგრძნობთ და შფოთვა, რომელიც საწოლში გქონდათ, გაქრება. როგორც კი სიმსუბუქეს იგრძნობთ და მზად იქნებით შემდეგი საფეხურისთვის მიიღეთ აბაზანა. დაე, ეს მოძრაობა იყოს ნელი და ბუნებრივი - სწორედ აქ დევს მთელი საიდუმლოება.

ეს ერთი შეხედვით უჩვეულო მიდგომა, არა მხოლოდ გეხმარებათ საწოლიდან წამოდგომაში, არამედ ფიზიკური და ემოციური ბალანსის აღდგენაშიც. მელ რობინსი ამ მეთოდს "სომატურ პრაქტიკას" უწოდებს, რომელიც მიზნად ისახავს განკურნებას ფსიქოლოგიური ტრავმისგან, რაც ადამიანს ადგება დილაადრიანად ადგომის გამო. ავტორის თქმით, მას შეუძლია მოძრაობით გაათავისუფლოს სხეული ნეგატიური ემოციებისგან და დაგროვილი სტრესისგან.



პიროვნული ზრდის მწვრთნელი ამტკიცებს, რომ ამ ტექნიკის რეგულარული გამოყენება დაგვეხმარება დილის შფოთვასთან და დაღლილობასთან გამკლავებაში და ასევე მოგვანიჭებს თავისუფლებას მზად ვიყოთ ახალი გამოწვევებისთვის, რომელიც დღის სხვა მონაკვეთში გველოდება.