ჯანმრთელობა

თქვენი დილა ყავით იწყება? – გაიგეთ, როგორ მოქმედებს კოფეინი ორგანიზმზე

თქვენი დილა ყავით იწყება? – გაიგეთ, როგორ მოქმედებს კოფეინი ორგანიზმზე

ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია მსოფლიოში. ბევრ კულტურაში ის ეროვნული სამზარეულოს ნაწილიც კი არის, ამიტომ ბევრ ქვეყანაში ხალხი მას შეუზღუდავი რაოდენობით სვამს. თუმცა, ამ სასმელის ჭარბი რაოდენობით მიღება, იწვევს ყავისადმი დამოკიდებულებას.

კოფეინს აქვს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მხარეები:

კოფეინის უარყოფითი მხარეები
კოფეინი საზიანოა უზმოზე, ამიტომ თუ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც დილას ჯანსაღი საუზმის ნაცვლად, ყავით იწყებთ, დიდია საჭმლის მომნელებელი პრობლემების ალბათობა.
კოფეინი უზმოზე კუჭისთვის ზედმეტად აგრესიულია, ის აღიზიანებს და აზიანებს მის კედლებს.



კოფეინის კიდევ ერთი უარყოფითი მხარეა მისი გავლენა საკვები ნივთიერებების შეწოვაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ კოფეინი სისხლში (ის ორგანიზმში მიღებიდან 7 საათის განმავლობაში რჩება), მაშინ ვიტამინები, რომლებსაც სვამთ ან იღებთ საკვებიდან, შეიძლება შეიწოვოს ნაწილობრივ, ან საერთოდ არ შეიწოვოს.

კოფეინი არღვევს წყლის ბალანსს


წყალი მნიშვნელოვანია თირკმელების და ზოგადად მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. თუ ჭარბად იღებთ კოფეინს, ის ძალიან სწრაფად გამოირეცხება ორგანიზმიდან. შესაბამისად, ტვინი იძლევა წყლის „დაზოგვის“ ბრძანებას, რაც იწვევს წონის მატებას და მუდმივი წყურვილის განცდას.


თუ კოფეინის ჭარბ რაოდენობას იღებთ, ის ნერვულ სისტემას „აძრწუნებს“. კოფეინი ხელს უწყობს ადრენალინის ძლიერ გამოყოფას, რაც იწვევს არტერიულ წნევას და გულის დაავადებებს.

კოფეინის დადებითი მხარეები
კოფეინი შესანიშნავად აუმჯობესებს განწყობას. ნორმალური რაოდენობით, კოფეინის შემცველი სასმელები და საკვები დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ზრდის ე. წ. ბედნიერების ჰორმონებს, როგორიცაა სეროტონინი.

კოფეინი გაძლევთ ენერგიას.


ისევ და ისევ, ზომიერად და კოფეინზე დამოკიდებულების გარეშე მოხმარებისას, ადრენალინის მცირე მოზღვავება იწვევს ენერგიულობას. თუმცა, ხშირი მოხმარებისას ჩვენ ვეჩვევით კოფეინს და მისი შემცველი სასმელები ენერგიას აღარ გვაძლევენ.

კოფეინი ხელს უწყობს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას.

ეს აზრი ჯერ არ შეიძლება აქსიომად ჩავთვალოთ, მაგრამ არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ კოფეინი ამცირებს კიბოს რისკს.
აღსანიშნავია, რომ კოფეინი არა მარტო ყავაში, არამედ შოკოლადში, ნებისმიერ ჩაიში, გაზიან და ენერგეტიკულ სასმელებშიც კი გვხვდება. უბრალოდ, ყავა ყველაზე მეტ კოფეინს შეიცავს, რის გამოც ეს სასმელი კოფეინის ყველა მინუსის თვალსაზრისით ყველაზე „საშიშად“ ითვლება.