LIFE

6 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცმა შეიძლება მიგატოვოთ

6 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცმა შეიძლება მიგატოვოთ

თითოეული ჩვენგანი ოცნებობს საყვარელ მამაკაცთან ერთად ბედნიერად ცხოვრებაზე, თუმცა შეიძლება მამაკაცს იმავე გრძნობები და სურვილები არ ამოძრავებდეს.

ჩვენ გეტყვით, პარტნიორის რომელ ქცევებს მიაქციოთ ყურადღება, რომ ბოლოს თავი მოტყუებულად არ იგრძნოთ.

არ გამოხატავს ინიციატივას

თუ ამჩნევთ, რომ ყველა შეხვედრის ინიციატორი ხართ, ყოველთვის თქვენ ფიქრობთ დასასვენებელ აქტივობებზე, პირველი ხართ, ვინც რეკავთ, სწერთ და იწვევთ პაემნებზე, სჯობს დაფიქრდეთ!
ქალისგან ინიციატივა თავისთავად მშვენიერია, მაგრამ ჯანსაღ ურთიერთობაში ყოველთვის არის ბალანსი და ორივე პარტნიორი იჩენს თანაბარ ინტერესს ჯანსაღი კომუნიკაციისთვის.

არ ხარჯავს არანაირ რესურსს

თუ ნამდვილად უყვარხართ, აუცილებლად გამონახავს დროს მოუსმინოს თქვენს პრობლემებს და ამ დროს თმაზე მოგეფერებათ (ემოციური რესურსი); თუ ხედავს, რომ რაღაც გჭირდებათ, შეეცდება იშოვოს ან შეიძინოს შეძლებისამებრ (მატერიალური რესურსი).

სხვადასხვა მამაკაცი სწირავს სხვადასხვა რესურსს საყვარელი ადამიანისთვის. ეს დამოკიდებულია ფსიქოტიპზე და შესაძლებლობებზე. თუმცა, თუ მამაკაცი თქვენს გამო არანაირ რესურსს არ ხარჯავს, ეს უინტერესობის აშკარა ნიშანია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დაეყრდნოთ პარტნიორს, როდესაც რამე არასწორად ხდება.

არ ცვლის ქცევას, როცა რამე არ მოგწონთ

თუ თქვენი მამაკაცი ურთიერთობს სხვა გოგოებთან სოციალურ ქსელებში და გაუმხილეთ, რომ ეს თქვენთვის მიუღებელია, მან კი თქვენი სიტყვები არაფრად ჩააგდო, პირიქით, დაგადანაშაულათ ეჭვიანობაში, მაშინ საეჭვოა უყვარდეთ.
როდესაც მამაკაცს უყვარხართ ის ცვლის მეორე ნახევრისთვის მიუღებელ ქცევას, განსაკუთრებით თუ ეს ეხება ოჯახს, ერთგულებას და ღირებულებებს.

სამომავლო გეგმების ნაკლებობა

როდესაც მამაკაცს ეკითხებით მის სამომავლო ერთობლივ გეგმებზე, ან თქვენი ურთიერთობის მომავალზე, მას არასოდეს აქვს მკაფიო პასუხი, ან გაურბის თემას - სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს რაიმე გრძელვადიანი გეგმები თქვენთან დაკავშირებით.

თავის ქალად არ გაღიარებთ

როცა მამაკაცი ნაცნობების და ახლობლების წრეში არ გაცნობთ, როგორც მის რჩეულს, მაშინ ღირს დაფიქრდეთ მასთან ურთიერთობის გაგრძელებაზე.

დასკვნა: იმისთვის, რომ არ გაწიროთ თქვენი მენტალური ჯანმრთელობა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამას არ იმსახურებს, ყურადღება მიაქციეთ თითოეულ ნიშანს და დაიმახსოვრეთ: ინტუიციურად ყოველთვის იგრძნობთ, გაფასებთ თუ არა ადამიანი.