Baciami / ბაჩამი - როცა თქვენი შვილისთვის მხოლოდ საუკეთესო გსურთ
- 22.02.2017
ჩვენი პატარები რომ მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. საუკეთესოს ძებნა აღარ არის რთული, რადგან სპეციალურად ახალშობილთათვის საქართველოში შეიქმნა ბრენდი Baciami / ბაჩამი, რომელიც ჩვენი პატარასთვის საჭირო და აუცილებელ ნივთებს, ძალიან ორიგინალური ხედვით გვთავაზობს.
Baciami/ ბაჩამის იდეის ავტორი ნინა ქოჩიაშვილია. ბრენდი საკმაოდ ახალია, თუმცა, მრავალფეროვანი მომსახურებით გამოირჩევა. ბავშვის ბალიშები, კონვერტები, შესახვევი ბაფთები, ბოდეები, ჯიბეები, კაბები და კალათები - ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რასაც Baciami / ბაჩამი ქართველ მშობლებს თავიანთი პატარებისთვის სთავაზობს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრენდი უზრუნველყოფს როგორც მშობლის, ასევე, პატარას განწყობას, ვინაიდან, მის მიერ შემოთავაზებული პროდუქცია გამოირჩევა ძალიან მხიარული და სასაცილო იდეებით.
Baciami / ბაჩამი თავისი პროდუქციის შექმნისთვის, ძირითადად, ხავერდს იყენებს, რაც სხვადასხვა ნივთს სილამაზესთან და ორიგინალურობასთან ერთად, დახვეწილობასაც სძენს. ბრენდის მომსახურებაში გრავირებაც შედის, რისი მეშვეობითაც ნივთი ერთადერთი და უნიკალური ხდება. ეს ნიშვანვს, რომ ბრენდის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეუძლია, აქციოს ესა თუ ის ნივთი, იმ უნიკალურ და განსაკუთრებულ მოგონებად, რაც მუდამ დარჩება მის პატარას, როგორც საუკეთესო რამ მისი არსებობის პირველივე დღეებიდან!
ბრენდის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მისი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების საშუალებით. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს იქცეს საუკეთესო საჩუქრის ავტორად საყვარელი ახლობლისთვის, ნათესავისა თუ მეგობრისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Baciami / ბაჩამი ულამაზეს სასაჩუქრე შეფუთვასაც სთავაზობს თავის მომხმარებელს!
ასე რომ აჩუქე Baciami / ბაჩამი გრავირებითა და ულამაზესი სასაჩუქრე შეფუთვით და გახდი მონაწილე იმ დიდი მხიარულებისა, რომელსაც ახალი სიცოცლე ჰქვია!
თემები: მშობელი, ბავშვები, საჩუქრები, ქართული ბრენდი, ბრენდი, Baciami / ბაჩამი, საჩუქრები ბავშვებს
Trend.ge
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია