LIFE

თქვენ არ ხართ ავად: 9 სიტუაცია, როდესაც თქვენი შფოთვა და სევდა ნორმალური რეაქციაა

თქვენ არ ხართ ავად: 9 სიტუაცია, როდესაც თქვენი შფოთვა და სევდა ნორმალური რეაქციაა

მსოფლიოს ამჟამინდელი მდგომარეობისა და იმ უნიკალური სტრესორების გათვალისწინებით, რომლებსაც ბევრი ადამიანი აწყდება, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ ფსიქიკური დაავადებით იტანჯებიან, მაშინ როცა უბრალოდ ზღვარზე ცხოვრობენ, რაც გამოწვეულია მათი სიტუაციური ცნობიერების სხვადასხვა ეტაპითა და დონით.

აქ მოცემულია 9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ არ ხართ დეპრესიული ან შფოთიანი ადამიანი, უბრალოდ გაქვთ სიტუაციის სწორი და ლოგიკური აღქმა.

პირადი საზღვრების დარღვევა

ფსიქოთერაპევტი მოშე რაცონი ამტკიცებს, რომ საზღვრების დაცვა, იქნება ეს პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში, ხელს უწყობს დაბალანსებულ ფსიქიკურ კეთილდღეობას, თვითშეფასების და ჯანსაღი ურთიერთობების ხელშეწყობას.
ამიტომ თუ არ გრძნობთ თავს კომფორტულად იმ ადამიანებთან, რომლებიც არღვევენ თქვენს საზღვრებს, ეს სულაც არაა დეპრესიის ან შფოთვის ნიშანი, ე.ი. თქვენ სწორად აფასებთ სიტუაციას.

ინტუიცია

ბევრი ადამიანს აქვს კარგი ინტუიცია და როდესაც ვინმესთან ან რამესთან დაკავშირებით ცუდი გრძნობა უჩნდებათ, არ ცდილობენ მასთან ბრძოლას; ისინი მისთვის ადგილს ათავისუფლებენ.

კარგი ინტუიციის ადამიანები, როგორც წესი, უფრო მეტად უსმენენ საკუთარ ინტუიციას, აფასებენ და მოქმედებენ რისკებზე მანამ, სანამ კონტროლიდან გამოვლენ. მათ ზუსტად იციან, როდის ენდონ ინტუიციას და როდის უგულებელყონ ნერვიულობა ან შფოთვა, რომელიც მათ იზოლაციისკენ ან სტრესისკენ უბიძგებს.

დისტანცია ადამიანებთან

მეგობრებთან დაშორებამ ან განსხვავებული მოსაზრებების განხილვის სირთულემ, შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სოციალური კავშირებისგან გარიყვისა და იზოლაციის შეგრძნება. როგორც Charlie Health-ის ექსპერტები ვარაუდობენ, ამ ტიპის იზოლაციამ შეიძლება ადამიანებში შფოთვითი, დეპრესიული ან არასასიამოვნო სიმპტომები გამოიწვიოს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი შფოთვით აშლილობას ან დეპრესიას ებრძვიან.



ნორმალურია, გსურდეს საზოგადოება, ურთიერთობები და იმის განცდა, რომ გარშემომყოფები გიღებენ; როდესაც ასე არ ხდება, ბუნებრივად ჩნდება ღელვა და ეს სულაც არაა დეპრესია, ეს ჯანსაღი აზროვნების ნიშანია.

ტრანზაქციული ურთიერთობები

ტრანზაქციული ურთიერთობების განვითარებამ - იქნება ეს მეგობართან, პარტნიორთან თუ კოლეგასთან - შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს თვითშეფასებას. დავუშვათ, რომ მხოლოდ მაშინ გრძნობ თავს სიყვარულის, ყურადღების ან ჯანსაღი კომუნიკაციის ღირსად, როდესაც სხვას რამეს სთავაზობ. ამ შემთხვევაში, თქვენ იწყებთ ამ არასწორი მენტალიტეტის პირად ცხოვრებაში დამკვიდრებას და გამორიცხავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა თვით-მოვლა, დასვენება ან კეთილდღეობა, რათა აიძულოთ თავი იყოთ „პროდუქტიული“ ან „ჯანსაღი“ გარშემომყოფებისთვის, საკუთარ თავს და სურვილებს კი გვერდზე დებთ.

გადაღლილობა

მაიოს კლინიკის ექსპერტების თქმით, როდესაც საკმარისად არ ისვენებთ და გადაღლილობისა და გადაწვის სიმპტომებს ებრძვით, სხეული ავლენს შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებს.
თუ უფროსი დამატებით პროექტებს გავალებთ, ან უმეტესად სამუშაო მაგიდასთან ხართ მიჯაჭვული, შესაძლოა, უბრალოდ, შფოთვას ან დეპრესიას კი არა, სიტუაციიდან გამომდინარე სტრესს ებრძვით - გადატვირთული ხართ ზედმეტი საქმეებით.

სხვების პრობლემების დანახვა

როდესაც გრძნობ, რომ შენთვის ძვირფას ადამიანს პრობლემები აქვს, ამან შეიძლება იმოქმედოს შენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და შინაგანი ინსტინქტებიც გააღვივოს, რაც შეიძლება შფოთვას ან დეპრესიას წააგავდეს. მათთან საუბარი და თანაგრძნობა ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ დეპრესიული კი არ ხართ, უბრალოდ გაქვთ სიტუაციის ჯანსაღი აღქმა და ხართ ემპათიური.

ფინანსური არასტაბილურობა

Bankrate-ის კვლევის თანახმად, ფინანსურმა არასტაბილურობამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა; ფინანსებთან დაკავშირებული ხანგრძლივი გაურკვევლობა ან ფინანსური სტრესი შეიძლება ადამიანებს უბიძგებდეს ისეთი ჩვევებისა და ცხოვრების წესისკენ, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის უფრო დიდ პრობლემებად იქცევა. ამიტომ, თუ ფინანსურ არასტაბილურობაზე ღელავთ, ე.ი.
სიტუაციის სწორად აღქმის უნარს ფლობთ.

მიუღებლობა სამსახურში

სამსახურში, ან იმ სოციუმში, სადაც უმეტეს დროს ატარებთ, თუ თავს უუფლებოდ, ან მიუღებელ ადამიანად თვლით, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ადამიანის კეთილდღეობაზე, განწყობასა და ჯანმრთელობაზე, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დეპრესიული ან შფოთიანი ხართ - ეს უმეტესად ხაზს უსვამს იმას, რომ სიტუაციას სწორად აფასებთ.

ტოქსიკური პარტნიორი

ტოქსიკურმა ურთიერთობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მაგრამ პარტნიორში დანაშაულის გრძნობის, ემოციური მანიპულირების ან ნარცისიზმის მსგავსი ქცევების გადალახვა სულაც არ ნიშნავს, რომ ფსიქიკური დაავადება გაქვთ - შესაძლოა, უბრალოდ, სიტუაციურად გაცნობიერებული გქონდეთ მათ გარშემო არსებული უსაფრთხოების ან შიშის რისკები.

გარემო და ურთიერთობები დიდ როლს თამაშობს თქვენს ფსიქიკურ, ემოციურ და ფიზიკურ კეთილდღეობაში, განსაკუთრებით თუ ინტუიცია გაქვთ და სიტუაციის კარგი აღქმა, რადგან აცნობიერებთ, რომ ტოქსიკურობა შეიძლება არასასიამოვნო და შემაწუხებელი გზებით გამოვლინდეს.