32 მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილი - ის, რის გარეშეც ცხოვრება არ არსებობს
- 23.02.2017
მწერალი, ჟურნალისტი, ბლოგერი და მოგზაური საზოგადოებას 32 წლიანი ცხოვრების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას უზიარებს.
გაეცანით 32 „გაკვეთილს“, რომელთა გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელია:
1. შიში - მაშინაც კი, როცა ხართ ლამაზი, ნიჭიერი, ჭკვიანი და იღბლიანი ადამიანი, გეშინიათ, დაიწყოთ რაიმე ახალი, გახვიდეთ კომფორტის ზონიდან, გარისკოთ, გააკეთოთ ისეთი რამ, რაც აქამდე არ გაგიკეთებია. მაგრამ ეს კარგია, რადგან ნიშნავს, რომ თქვენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხართ და არ სცადოთ, რომ მას თავი დააღწიოთ.
2. სტაბილურობა მოჩვენებითია - ჩვენ გამუდმებით ვმოძრაობთ, ვიცვლებით - გარეგნულად, შინაგად და ეს პროსეცები არ მთავრდება.
3. ნელა, მაგრამ შეუფერხებლად - არ არის საჭირო რაიმე გააკეთოთ სწრაფად, ან იძულებით. უბრალოდ, გააკეთეთ რეგულარულად. საუკეთესოა თუ შეარჩევთ რაიმის კეთების რიტმს. გააკეთეთ ცოტ-ცოტა, მაგრამ რეგულარულად. როცა დრო გავა და გვერდიდან შეხედავთ თქვენს შესრულებულ სამუშაოს, დაინახავთ, რომ ყველაფერი სწრაფად და ეფექტურად გაგიკეთებიათ.
4. შექმენით სიყვარულით- სხვა შემთხევაში უიმედოდ დარჩებით. ადამიანმა ყოველთვის უნდა შექმნას რაღაცასიყვარულით და ნებაყოფლობით, ეს არის ფორმულა ფსიქიკური ჯანმრთელობის. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ისიამოვნოთ საკუთარი საქმით.
5. დღევანდელი დღე არის გუშინდელის გამოძახილი, ხოლო ხვალინდელი იქნება ისეთი, როგორსაც დღეს დაგეგმავთ - დაიმახსოვრეთ, რომ არავინ არის პასუხისმგებელი იმ პრობლემებზე, რომლებიც გაქვთ.
6. არ არსებობს არანაირი გარანტია - ეს არის მთავარი წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ გადაწყვეტილებების მიღებისას და რაიმის დაგეგმვისას.
7. ინფორმაციის ეპოქა - ინფორმაციული ნაკადი, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით იღებთ ასუსტებს თქვენს შესაძლებლობას, აღმოაჩინოთ საკუთარი თავი.
8. სასიხარულო და სასიამოვნო ერთი და იგივე არ არის - ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ არ განიცდით სიამოვნებას, გეშინოდეთ იმის, რომ არ განიცდით ნამდვილ სიხარულს. იცხოვრეთ ისე, რომ ცხოვრება სიხარულით გქონდეთ სავსე.
9. ყველა იტანჯება - ისიც, ვისაც ყველაფერი აქვს და ისიც, ვისაც არაფერი აქვს. ადამიანებს, რომლებიცამ წუთას ბედნიერები არიან, სამწუხაროდ, აუცილებლად დაუდგებათ რთული პერიოდი და ვინც ახლა იტანჯება, მასაც აუცილებლად ელოდება წინ ბედნიერი წუთები.
10. ყველას არ შეუძლია იყოს ბედნიერი - თეორიულად, ყველას შეუძლია იყოს ბედნიერი, მაგრამ რეალურად ყველაფერი სხვაგვარადაა. ბედნიერები არიან ის ადამიანები, რომლებსაც გონება გაწვრთნილი აქვთ, არ იდარდონ მათ გარშემო მიმდინარე პროცესებზე. მხოლოდ ისინი რომლებიც ახერხებენ არასასიამოვნო სიტუაციაში შეინარჩუნონ სიხარულის გრძნობა. ადამიანი, რომელიც მის გარშემო მომხდარ მცირე უასიამოვნებაზეც ემოციურად რეაგირებს, ვერასოდეს იქნება ბედნიერი.
11. გაანალიზე, რა გინდა ცხოვრებისგან- როცა მთელი დღეები და ღამეები ოცნებობ იპოვო ნამდვილი სიყვარული, შექმნა ოჯახი, გქონდეს მაღალ ანაზღაურებადი სამსახური, ფიქრობ, რომ იცი რა არის სიხარული. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ იქნებით კმაყოფილი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ არის ის, რომ გაანალიზოთ, რისთვის იბრძვით სინამდვილეში.
12. იცოდე ხილისა და მისი ეფექტის მნიშვნელობა - ყველა სახის მწიფე ხილს, ბოსტნეულს აქვს საოცრად დადებითი ეფექტი ადამიანის ორგანიზმსა და მის ჯანმრთელობაზე. გაითვალისწინეთ ეს. ენერგიისა და ჯანმრთელობის გარეშე რთულია ოცნებები აიხდინოთ.
13. ჩემმა სხეულმა უკეთ იცის რა არის მისთვის კარგი - დაივიწყეთ ეს საშინელი გამონათქვამი. ალკოჰოლზე დამოკიდებულის სხეულს სურს ალკოჰოლის მიღება, მწეველის სხეულს სურს მოწევა. ჩვენი სხეული ყოველთვის გვეუბნება რომ ვჭამოთ შოკოლადი და „ფრი“.ნუ დაემორჩილებით ორგანოების იმპულსებს.
14. საკვები ახდენს ეფექტს არა მხოლოდ თქვენს სხეულზე, არამედ თქვენს გონებაზეც - არასწორმა კვებამ შეიძლება შეაფერხოს თქვენი აზროვნება, გახადოს ბუნდოვანი. ამიტომ,დიდი ყურადღებითა და სიფრთხილით მიიღეთ საკვები - მიირთვით რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული და საჭმელი, რომელიც აუცილებლად იქნება ახალი.
15. ფული გჭირდებათ მხოლოდ საჭიროებისთვის - გახსოვდეთ, ფული ვერ წყვეტს კაცობრიობის მთავარ საკითხებს. ის არ ხდის ადამიანებს ბედნიერს.
16. ჩვენ უფრო მეტად ვგავართ ერთმანეთს, ვიდრე განვსხვავდებით - წარმოდგენა იმაზე, რომ უნიკალურები და განსაკუთრებულები ვართ, გადაჭარბებულია.
17. ნუ იქნებით რაიმეზე დამოკიდებული - საუკეთესო გზა იმისთვის, რომ არ იყოთ რაიმეზე დამოკიდებული არის ის, რომ თვითმიზნად ამ დამოკიდებულებასთან ბრძოლა არ აქციოთ.
18. გახსოვდეთ, რომ რაიმის შესაცვლელად, ახლის დასაწყებად მზად არასოდეს იქნებით - თუ რაიმის შეცვლას აპირებთ, მაგრამ რაღაც ყოველთვის გიშლით ხელს, უგულებელყავით ეს „რაღაც“ და გააკეთეთ ცვლილებისთვის ყველაფერი დღეს. ნუ გადადებთ.
19. ცხოვრება წიგნია, რომლის პირველი თავიც თქვენი დაწერილი არაა - შესაძლოა, არც შემდეგი თავებია თქვენი დაწერილი . ბავშვობაში თქვენს ცხოვრებას, ყველა ნაბიჯს მშობლები მართავენ. თქვენ ყოველთვის გიწევთ ვიღაცის აზრის გათვალისწინება. სცადეთ, რომ დამოუკიდებლები იყოთ გადაწყვეტილებების მიღების დროს. ეს თქვენი ცხოვრებაა.
20. სცადეთ ბევრჯერ შედეგის მისაღწევად, არ დანებდეთ - ყველაფერი გააკეთეთ თქვენი მომავლისთვის.
21. განსაზღვრეთ, რა დაგეხმარებათ იმისთვის, რომ ერთი ეტაპიდან მეორეზე გადახვიდეთ - ზოგჯერ, მნიშვნელოვანია თავი დავანებოთ იმას, რამაც უკვე მოგვიტანა წარსულში წარმატება. მცირე ბიზნესის წესები არ გამოგადგებათ მსხვილი კორპორაციის მართვისას. შეუძლებელია,მწვერვალები დაიპყროთ, თუ ძველ წესების გამოყენებას თავს არ დაანებებთ.
22. თქვენი კომფორტის ზონის მიღმა არაკომფორტული ზონაა - იქ არც ყვავილებია და არც შოკოლადები. მაგრამ აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ მყუდრო ადგილიდან, თუ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ.
23. ცხოვრება მიზნის გარეშე არაფერია - ჰკითხეთ თქვენს თავს - გააკეთებთ ყველაფერს მიზნების მისაღწევად, თუ მხოლოდ ინსტინქტებს მიენდობით
24. გამორიცხეთ სიზარმაცე - შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა, მაგრამ ნუ მოეშვებით. სიზარმაცით მიზნებს ვერ მიაღწევთ.
25. შენ შეგიძლია იპოვო შენი თავი, მხოლოდ შენ შეგიძლია შექმნა საკუთარი თავი - მხოლოდ შენ შეგიძლიაგანასხვავო სწორი და არასწორი გზა შენივე ცნობიერების გამოყენებით და საკუთარი გადაწყვეტილებებით შექმნა შენი თავი, ისეთი, როგორსაც საზოგადოება გაგიცნობს და დაგიმახსოვრებს.
26. არ გჭირდება ალკოჰოლი - ერთმნიშვნელოვნად, უარი თქვით ყოველგვარ ალკოჰოლზე.
27. ერთ დღესაც თქვენი არარეალიზებული პოტენციალი გულს გატკენთ - ეს რომ არ მოხდეს, ნუ აარიდებთ თავს პასუხისმგებლობებს, გააკეთეთ რთული საქმე და წარმოაჩინეთ თავი.
28. ბანკებმა უნდა გადაგიხადონ თქვენ და არა პირიქით - ეს ერთადერთი გზაა ფინანსური კეთილდღეობისთვის. არასოდეს იყიდოთ ისეთი რამ რისი ყიდვის ფულიც ჯერ არ გიშოვიათ და პროცენტები არასოდეს გადაუხადოთ ბანკებს.
29. ისწავლეთ, როგორ იმუშაოთ ზეწოლის ქვეშ და ამავდროულად, როგორ დაისვენოთ.
30. „დიახ“ და „არა“ - არის ორი პასუხი რომელთა ცოდნაც აუცილებლად გჭირდებათ. ისწავლეთ, როგორ უთხრათ „დიახ“ ადამიანებს მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს გარანტია და როგორ უთხრათ „არა“ ყოველგვარი შიშისა და სისუსტის გამოჩენის გარეშე.
31. ეცადეთ, იყოთ შემოქმედი - ჭეშმარიტად შემოქმედი ადამიანი არის განსხავებული ადამიანისგან, რომელიც უბრალოდ თავის საქმეს კარგად ასრულებს.
32. ნიშანი ცხოვრებისგან - ყველა ნიშანი, რომელსაც ცხოვრებისგან მიიღებთ შეიძლება ორგვარად წარმოიდგინოთ 1. უგულებელყოთ და ჩათვალოთ რომ რეალური ნიშნები არ არსებობს ; 2. მიიღოთ ის ერთგვარ „ბედის კაკუნად“ და მიჰყვეთ მას.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, რჩევები ქალებს, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>